დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2116 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30(37), 13/07/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 420.000.000.05.001.000.595 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (09/12/1999 - 30/06/2000)
საქართველოს კანონი
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ
კარი I
ზოგადი ნაწილი
თავი I
ზოგადი დებულებანი
��� მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ამ კანონის რეგულირების სფეროა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვა მავნე ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან.
2. ეს კანონი არ არეგულირებს შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს.
��� მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, �გარემოს დაცვის შესახებ� და �ჯანმრთელობის დაცვის შესახებ� საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
��� მუხლი 3. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) ხელი შეუწყოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებების � ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი � უზრუნველყოფას;
ბ) უზრუნველყოს გარემოს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის � ატმოსფერული ჰაერის დაცვა საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად და ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით;
გ) სამართლებრივად უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთო გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრა.
2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევა, შენარჩუნება და გაუმჯობესება;
ბ) სამართლებრივად უზრუნველყოს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევათა რეგულირება;
გ) ხელი შეუწყოს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის უზრუნველყოფას;
დ) ხელი შეუწყოს ევროკავშირის კანონმდებლობით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის სფეროში დადგენილი სამართლებრივი ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივ ამოქმედებას.
��� მუხლი 4. ტერმინების განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ატმოსფერული ჰაერი � ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა;
ბ) მავნე ნივთიერება � ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე;
გ) ევროკავშირის კანონმდებლობა � ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს, ევროგაერთიანების საბჭოს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული დებულებები, გადაწყვეტილებები და დირექტივები;
დ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა � გარემოს დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუ�ძ�ნება დაბინ�ძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომ�პო�ნენტების � მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ (კომ�პლექ�სურ) კონტროლს;
ე) საუკეთესო ტექნოლოგია � გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ხელმისაწვდომია ეკონომიკური თვალსაზრისით;
ვ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა � �სასაქონლო აღწერისა და კოდირების შესახებ� 1983 წლის 14 ივნისის ბრიუსელის საერთაშორისო კონვენციით დადგენილი სასაქონლო აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემა, რომლის საფუძველზედაც საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი სასაქონლო ნომენკლატურის მიღების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს მიერ 1995 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში დადებული ხელშეკრულებით �დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი სასაქონლო ნომენკლატურის შესახებ�;
ზ) ეროვნულ ანგარიშთა სისტემა � ეკონომიკური სტატისტიკის წარმოების, ეკონომიკურ-სტატისტიკური და საერთაშორისო შედარებითი ანალიზის მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის გაერთიანების კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკური კომისიის 1993 წლის 22 თებერვლის 27-ე სესიის მიერ რეკომენდებული იქნა გამოსაყენებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისათვის;
თ) სახელმწიფო სტანდარტი � �სტანდარტიზაციის შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული საქართველოს სახელმწიფო სტანდარტი ან/და �სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ� 1992 წლის 13 მარტს მოსკოვში დადებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებით შეთანხმების მონაწილე ქვეყნების ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განსაზღვრული სტანდარტი;
ი) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და წესები � �საქართველოში 1992 წლამდე მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური წესების, ნორმებისა და ჰიგიენური ნორმატივების დროებით ძალაში დატოვების შესახებ� საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური �დაცვის მინისტრის 1998 წლის 30 იანვრის №44/ო ბრძანებით საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განსაზღვრული სანიტარიულ-ჰიგიენური წესები, ნორმები და ჰიგიენური ნორმატივები;
კ) ეკონომიკური საქმიანობის სახეობების ეროვნული კლასიფიკატორი � საქსტანდარტის 1997 წლის 13 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებული �ეროვნული კლასიფიკატორი სეპ (NACE) 001-97 � ეკონომიკური საქმიანობის სახეობები�;
ლ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი � კერძო სამართლის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;
მ) სახელმწიფო ორგანო ან/და სახელმწიფო იურიდიული პირი � სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საჯაროსამართლებრივი კორპორაცია, საჯაროსამართლებრივი დაწესებულება), რომლის შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით;
ნ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება � �აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული სამთავრობო ან/და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
��� მუხლი 5. �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვისა და �ჯანმრთელობის დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპების გამოყენება ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
ატმოსფერულ ჰაერზე პოტენციურად მავნე ზეგავლენის მქონე საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს ფიზიკური და იურიდიული პირები, სახელმწიფო ორგანოები და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვისა და �ჯანმრთელობის დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებით.
თავი II
ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები და ვალდებულებები ატმოსფერული �ჰაერის დაცვის სფეროში
��� მუხლი 6. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:
ა) ამ კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებიდან მიიღონ სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
ბ) აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში შეიტანონ წინადადებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე;
გ) ხელი შეუწყონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელებას;
დ) მონაწილეობა მიიღონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა განხილვასა და მიღებაში;
ე) მიიღონ ანაზღაურება მათთვის მიყენებული ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვ�ნათა შეუსრულებლობამ;
ვ) სასამართლო წესით მოითხოვონ ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ობიექტების განთავსების, დაპროექტების, მშე�ნებ�ლო�ბის, რე�კონ�სტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა;
ზ) აღძრან სარჩელი იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ მიერ მხილებულნი იქნებიან ამ კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების დარღვევაში.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის �ზ� ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
��� მუხლი 7. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ვალდებულებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან:
ა) დაიცვან ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში დადგენილი მოთხოვნები;
ბ) მოსალოდნელი ან მომხდარი ტექნოგენური ავარიისა და სხვა ეკოლოგიური კატასტრო�ფის შესახებ ინფორ�მა�ცი�ის მიღებისას დროულად აცნობონ სათანადო კომპეტენტურ სახელმ�წიფო ორგანოებს ან განაცხადონ საჯაროდ.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებზე, სახელმწიფო ორგანოებზე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებზე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
თავი III
კომპეტენციათა გამიჯვნა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
��� მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
1. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) გარემოს მონიტორინგის (გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის) ორგანიზება;
ბ) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
გ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის ორგანიზება;
დ) მავნე ნივთიერებებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისათვის გადასახადების შემოღება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.
2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, �გარემოს დაცვის შესახებ�, �ჯანმრთელობის დაცვის შესახებ� და �აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
��� მუხლი 9. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.
��� მუხლი 10. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
1. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, �ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონით, �საქართველოს დედაქალაქის � თბილისის შესახებ� საქართველოს კანონით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელება არ წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების მიერ �ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფუნქციების გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის.
კარი II
ძირითადი ნაწილი
თავი IV
ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედება
��� მუხლი 11. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების სახეები
1. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედება არის ატმოსფერულ ჰაერზე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.
2. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების სახეებია:
ა) ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება;
ბ) ატმოსფერულ ჰაერზე რადიაციული ზემოქმედება;
გ) ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება;
დ) ატმოსფერულ ჰაერზე ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედება.
��� მუხლი 12. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება
1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება არის ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში ნებისმიერი ნივთიერების გაფრქვევა (ემისია), რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.
2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.
��� მუხლი 13. ატმოსფერულ ჰაერზე რადიაციული ზემოქმედება
1. ატმოსფერული ჰაერის რადიაციული ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით წესდება რადიაციული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით.
2. ატმოსფერული ჰაერის რადიაციული ზემოქმედებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება �ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ� საქართველოს კანონით.
��� მუხლი 14. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება
1. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით წესდება მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით.
2. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება �მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ� დებულებით, რომელსაც საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
��� მუხლი 15. ატმოსფერულ ჰაერზე ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედება
1. ატმოსფერული ჰაერის ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით წესდება ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვაგვარი ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით.
2. ატმოსფერული ჰაერის ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება �ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ� და �ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ� საქართველოს კანონებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე ატმოსფერული ჰაერის ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის რეგულირება ხორციელდება �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვისა და �ჯანმრთელობის დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებით, სახელმწიფო სტანდარტებით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებითა და წესებით და ამავე სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების საფუძველზე.
თავი V
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემა
��� მუხლი 16. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემა
1. ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა განხორციელებას, რომელთა ერთობლიობა შეადგენს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემას.
2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემის ფუნქციონირების აუცილებელი პირობებია:
ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა;
ბ) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის (ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის) ორგანიზება;
გ) ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება.
��� მუხლი 17. გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა
1. �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონითა და ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებები ხორციელდება გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის ფარგლებში.
2. გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის წარმოების წესი და საქართველოში მისი დანერგვის, მართვისა და განვითარების მიმართულებებთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრება �გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის შესახებ� საქართველოს კანონით.
თავი VI
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები
��� მუხლი 18. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები
1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები წარმოადგენს გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველყოფის მიზნით �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების ნაწილს.
2. �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები განისაზღვრება 5 წელიწადში ერთხელ, დებულებით �გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების შესახებ�, რომელსაც იმავე კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს სა�ქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება თითოეული მავნე ნივთიერებისათვის. ისინი განსაზღვრავენ დროის გასაშუალოებულ პერიოდში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის მაქსიმალურ მნიშვნელობას, რომელიც პერიოდული ზემოქმედებისას არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.
4. ამ კანონის მიზნებისათვის, მავნე ნივთიერებათა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლისა და იმავე კოდექსის საფუძველზე და მის შესასრულებლად, �დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფეროში გამოფრქვეულ და წყლის ობიექტებში ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ფარდობითი საშიშროების კოეფიციენტების� დამტკიცების შესახებ� საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1997 წლის 25 ნოემბრის №139 ბრძანების შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობათა �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დამტკიცებამდე ამ კანონის მიზნებისათვის გამოიყენება:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე 1997 წლის 1 თებერვლამდე მოქმედი კანონმდებლობით და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებითა და წესებით მავნე ნივთიერებებისათვის დადგენილი კონცენტრაციების ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობები;
ბ) �ჯანმრთელობის დაცვის შესახებ� საქართველოს კანონის 70-ე მუხლით განსაზღვრული წესით მავნე ნივთიერებებისათვის დადგენილი კონცენტრაციების ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობები.
��� მუხლი 19. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობების დადგენა ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით
1. ამ კანონის მიზნებისათვის, ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობები, სახეობები და ჩამონათვალი დგინდება ევროგაერთიანების საბჭოს �ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ� 1996 წლის 27 სექტემბრის №96/62/EC დირექტივის შესაბამისად.
2. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობები, სახეობები და ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის და ჯანმრთელობისა და სოციალური �დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით �ევროგაერთიანების საბჭოს �ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ� 1996 წლის 27 სექტემბრის №96/62/EC დირექტივის შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობების, სახეობებისა და ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე�.
თავი VII
ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემის ორგანიზება
��� მუხლი 20. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა
�1. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობას. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის ნაწილი, რომლის ორგანიზების საერთო კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
2. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) და მასში შემავალი დაკვირვების (მონიტორინგის) სხვა სახეობების წარმოების სამართლე�ბრივი რეჟიმი განისაზღვრება �გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის შესახებ� საქართველოს კანონით.
3. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით საქართველოს ტერიტორია იყოფა განსაკუთრებით დაბინძურებულ, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებულ და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებად. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონე განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის საფუძველზე. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსი დგინდება შემდეგი ძირითადი მავნე ნივთიერებებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლების მიხედვით:
ა) მტვერი;
ბ) გოგირდის დიოქსიდი (გოგირდის ორჟანგი);
გ) აზოტის ჟანგეულები;
დ) ნახშირჟანგი;
ე) ნახშირწყალბადები.
4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეებს და დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ბრძანებებით �ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების დამტკიცების შესახებ� და �ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ�.
5. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე ყოველწლიურად გამოითვლება ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები, რომელთა საფუძველზედაც წარმოებს ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტებისათვის განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე რეგიონების კატეგორიის მინიჭება. იმ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი, რომელთა ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეთა ყოველწლიურად გამოთვლა სავალდებულოა, განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით �საქართველოს დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც ყოველწლიურად გამოითვლება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები�.
6. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის უშუალოდ განმახორციელებელი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ყოველი წლის 1 თებერვლამდე გაზეთ �საქართველოს რესპუბლიკაში� აქვეყნებს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე რეგიონების კატეგორიისადმი მიკუთვნებული ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს და ამავე რაიონებისა და დასახლებული პუნქტებისათვის გამოთვლილ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეებს.
7. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტების განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე რეგიონების კატეგორიისადმი მიკუთვნება წარმოადგენს მათთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლით განსაზღვრული ეკოლოგიური მდგომარეობის მახასიათებელი კოეფიციენტის დადგენის საფუძველს.
��� მუხლი 21. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ჩატარების ზოგიერთი ნორმის დადგენა ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით
1. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი დგინდება ევროგაერთიანების საბჭოს �ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ� 1996 წლის 27 სექტემბრის №96/62/EC დირექტივის შესაბამისად.
2. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით �ევროგაერთიანების საბჭოს �ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ� 1996 წლის 27 სექტემბრის №96/62/EC დირექტივის შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე�.
თავი VIII
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება
��� მუხლი 22. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება მოიცავს დაბინძურების სახეებისა და დაბინძურების წყაროების კლასიფიცირებასა და აღრიცხვას, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შეზღუდვას და ამ კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევას, შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.
��� მუხლი 23. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახეები
ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახეებია:
ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან;
ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან;
გ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან;
დ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროებიდან.
��� მუხლი 24. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან
1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან არის �გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ� საქართველოს კანონით მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით დადგენილი პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის საქმიანობის განხორციელების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მოხვედრა, როდესაც სტაციონარული წყაროდან ან ერთი ტექნოლოგიური ციკლით დაკავშირებულ სტაციონარულ წყაროთა ჯგუფიდან წლიურ გაფრქვევათა შესაძლო მაქსიმალური მოცულობა რომელიმე ქვემოთ მოყვანილი ძირითადი მავნე ნივთიერებისათვის აღემატება შემდეგ ოდენობებს:
ა) მტვერისა და ჭვარტლისათვის � 10 ტონას წელიწადში;
ბ) გოგირდის დიოქსიდისათვის � 10 ტონას წელიწადში;
გ) აზოტის ჟანგეულებისათვის � 1,5 ტონას წელიწადში;
დ) ნახშირჟანგისათვის � 100 ტონას წელიწადში;
ე) ნახშირწყალბადებისათვის � 30 ტონას წელიწადში.
2. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყარო წარმოადგენს სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობით აღჭურვილ სტაციონარულად დამონტაჟებულ დანადგარს ან ნაგებობას. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ წყაროს განეკუთვნება აგრეთვე სტაციონარულად დამონტაჟებული დანადგარი ან ნაგებობა, რომელსაც ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებებიდან გამომდინარე არ გააჩნია სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობა (გარდა ამ კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დისპერსიული წყაროების სახეობებისა). ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების სახეობათა კლასიფიკაცია და ამ კლასიფიკაციის საფუძველზე მათი იდენტიფიკაცია წარმოებს �ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების სახეობათა� კლასიფიკატორისა და �ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების სახეობათა იდენტიფიკაციის� მეთოდური მითითებების მიხედვით, რომლებსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. �ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების სახეობათა� კლასიფიკატორი უნდა მოიცავდეს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის �ა���ე� ქვეპუნქტებით დადგენილი ძირითადი მავნე ნივთიერებების წლიურ გაფრქვევათა შესაძლო მაქსიმალური მოცულობების რანჟირების მიხედვით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების სახეობათა დაყოფას დაბინძურების მსხვილ და საშუალო წყაროებად;
ბ) �გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის საქმიანობის სახეობათა ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების სახეობათა დაყოფას ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით. ამასთან, ამგვარი დაყოფა უნდა ეფუძნებოდეს (მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს) ეროვნულ ანგარიშთა სისტემას და ეკონომიკური საქმიანობის სახეობების ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრულ საქმიანობათა აღწერისა და კოდირების სისტემას.
3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან რეგულირდება ამ კანონით დადგენილი წესით.
��� მუხლი 25. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან
1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან არის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან (საბრძოლო ტიპის მოძრავ-მექანიკური საშუალებების გარდა).
2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი ყველა სახის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებისათვის წესდება ატმოსფერულ ჰაერ�ში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების სახეობათა ჩამონათვალი და ამ საშუალებებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ინსტრუქციით �ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების სახეობათა ჩამონათვალისა და ამ საშუალებებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ�, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი და ჯანმრთელობისა და სოციალური �დაცვის მინისტრი.
3. საქართველოში რეგისტრირებული ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებები გადიან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის (გამონაბოლქვის) პერიოდულ შემოწმებას ცენტრალიზებული წესით. პერიოდული შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით �სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) პერიოდული შემოწმების წესის შესახებ�, რომელსაც ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებები, როგორც საქართველოში რეგისტრირებული, ისე სატრანზიტო, ექვემდებარება კონტროლს სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემცველობაზე. ავტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემცველობაზე კონტროლის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით �საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან (სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით) გაფრქვევის (გამონაბოლქვის) კონტროლის წესის შესახებ�, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი საქართველოს ტრანსპორტის, შინაგან საქმეთა და ჯანმრთელობისა და სოციალური �დაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით.
5. იკრძალება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი იმ სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების საქართველოში იმპორტი, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტი და ექსპლუატაცია, რომელთა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემცველობა აღემატება ტრანსპორტის კონკრეტული სახეობისათვის დადგენილ გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვებ ნორმას.
6. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ძალაში შესვლამდე ამ კანონის მიზნებისათვის გამოიყენება ამ სფეროში სახელმწიფო სტანდარტებით ან/და საქართველოს ტერიტორიაზე 1997 წლის 1 თებერვლამდე მოქმედი ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმები.
7. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს 1970 წლის 20 მარტის �მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ� №70/220/EEC, 1972 წლის 2 აგვისტოს �სატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებისათვის გამიზნული დიზელის ძრავებიდან დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ� №72/306/EEC, 1987 წლის 3 დეკემბრის �დიზელის ძრავებიდან აიროვან დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ� №88/77/EEC დირექტივებითა და ევროგაერთიანების საბჭოს 1996 წლის 20 დეკემბრის �მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების გზისათვის ვარგისიანობის შემოწმების სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ� №96/96/EC დირექტივით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამ მოთხოვნების საფუძველზე განსაზღვრული ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები მტკიცდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის და ჯანმრთელობისა და სოციალური �დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით �ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ�.
8. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს მათდამი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფარგლებში (გარდა ამ ტერიტორიაზე გამავალი საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების სატრანსპორტო მაგისტრალებისა) შეუძლიათ შეზღუდონ ან აკრძალონ სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების ცალკეულ სახეობათა ექსპლუატაცია. ამგვარ გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო იღებს შესაბამისი ნორმატიული აქტით.
9. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი წერილობითი წინადადება, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფარგლებში სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების ცალკეულ სახეობათა ექსპლუატაციის შეზღუდვასთან ან აკრძალვასთან. ამგვარი წინადადების განხილვის შედეგების შესახებ მისი მიღებიდან ორი თვის ვადაში უნდა ეცნობოს წინადადების წარმდგენს.
��� მუხლი 26. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან
1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან არის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობის გარეშე. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა დისპერსიული წყაროებიდან გაფრქვევის სახეებია:
ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, აფეთქების სამუშაოების განხორციელების, ნაყარების განლაგებისა და ექსპლუატაციის დროს. ამგვარ გაფრქვევაზე, თუ ამ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, არ ვრცელდება ამავე კანონით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნაგავსაყრელების ექსპლუატაციის დროს. ამგვარ გაფრქვევაზე, თუ ამ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, არ ვრცელდება ამავე კანონით დადგენილი მოთხოვნები;
გ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ფხვიერი, აქროლადი და აიროვანი ნივთიერებებისა და მასალების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების დროს. ამგვარ გაფრქვევაზე, თუ ამ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, არ ვრცელდება ამავე კანონით დადგენილი მოთხოვნები;
დ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა შხამქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვა პრეპარატების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს. ამგვარ გაფრქვევაზე, თუ ამ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, არ ვრცელდება ამავე კანონით დადგენილი მოთხოვნები.
2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, აფეთქების სამუშაოების განხორციელების, ნაყარების განლაგებისა და ექსპლუატაციის დროს დაცული უნდა იქნეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, აფეთქების სამუშაოების განხორციელებისას, ნაყარების განლა�გებისას და ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით �სასარგებლო წიაღი�სეულის მოპოვებისას, აფეთქების სამუშაოების განხო�რციელებისას, ნაყარების განლაგებისას და ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ�, რომელიც მტკიცდება საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის, ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
3. ნაგავსაყრელების ექსპლუატაციის დროს დაცული უნდა იქნეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები. ნაგავსაყრელების ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით �ნაგავსაყრელების ექსპლუატაციისას ატმოსფე�რული ჰაერის დაცვის წესების შესახებ�, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
4. ფხვიერი, აქროლადი და აიროვანი ნივთიერებებისა და მასალების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების დროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები რეგულირდება �საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ�, �ჯანმრთელობის დაცვის შესახებ� და �საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ� საქართველოს კანონების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. იმ ნივთიერებებთან და მასალებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, რომლებიც შეიცავს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებს, წესრიგდება ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.
5. შხამქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვა პრეპარატების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები რეგულირდება �მავნე ორგანიზმებისგან მცენარეთა დაცვის შესახებ�, �გარემოს დაცვის შესახებ�, �ჯანმრთელობის დაცვის შესახებ� და �პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ� საქართველოს კანონების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. იმ შხამქიმიკატებთან, მინერალურ სასუქებთან და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვა პრეპარატებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, რომლებიც შეიცავს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებს, წესრიგდება ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.
��� მუხლი 27. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროებიდან
1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყარო არის დაბინძურების სტაციონარული ან/და გადასატანი წყარო, რომლიდანაც ატმოსფერულ ჰაერში წლიურ გაფრქვევათა შესაძლო მაქსიმალური მოცულობა ძირითადი მავნე ნივთიერებებისათვის არ აღემატება ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის �ა���ე� ქვეპუნქტებით დადგენილ ოდენობებს. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროები ექვემდებარება კონტროლს მათ გამონაფრქვევში (გამონაბოლქვში) მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციაზე. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროების ჩამონათვალი, მათ გამონაფრქვევში (გამონაბოლქვში) ძირითად მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია, შემოწმების წესი და მეთოდები განისაზღვრება დებულებით �მცირე მასშტაბის წყაროების ჩამონათვალისა და მათ გამონაფრქვევში (გამონაბოლქვში) ძირითად მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის, შემოწმების წესისა და მეთოდების დამტკიცების შესახებ�, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროების გამონაფრქვევში (გამონაბოლქვში) ძირითად მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის, შემოწმების წესისა და მეთოდების სფეროში, აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროების დასახლებულ პუნქტებსა და საცხოვრებელ სახლებში განთავსების, დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის სფეროში გამოიყენება სახელმწიფო სტანდარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე 1997 წლის 1 თებერვლამდე მოქმედი კანონმდებლობით და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებითა და წესებით დადგენილი ნორმები.
3. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროებზე კონტროლს ახორციელებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები.
4. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს მათდამი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფარგლებში შეუძლიათ შეზღუდონ ან აკრძალონ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროების ცალკეულ სახეობათა განთავსება, დამონტაჟება და ექსპლუატაცია. ამგვარ გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო იღებს შესაბამისი ნორმატიული აქტით.
5. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ვალდებულნი არიან განიხილონ მათდამი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროების ცალკეულ სახეობათა განთავსების, დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვასთან ან აკრძალვასთან დაკავშირებული ნებისმიერი წერილობითი წინადადება. ამგვარი წინადადების განხილვის შედეგების შესახებ მისი მიღებიდან ორი თვის ვადაში უნდა ეცნობოს წინადადების წარმდგენს.
თავი IX
დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შეზღუდვის წესი
��� მუხლი 28. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შეზღუდვა
1. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შეზღუდვის მიზნით:
ა) მტკიცდება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ლიმიტი;
ბ) დგინდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტერიტორიული კვოტები.
2. ამ კანონის მიზნებისათვის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ლიმიტის დამტკიცებას აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონის 24-ე მუხლით დაწესებული ლიცენზიით გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისათვის გათვალისწინებული უფლების მინიჭებას.
��� მუხლი 29. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ლიმიტი
1. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ლიმიტი (შემდგომ � �ლიმიტი�) არის დაბინძურების სტაციონარული ობიექტისათვის დადგენილი მავნე ნივთიერებათა ნებადართულ გაფრქვევათა (მასის) რაოდენობრივი მნიშვნელობა. ამ კანონის მიზნებისათვის, დაბინძურების სტაციონარული ობიექტი წარმოადგენს ამავე კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულ სტაციონარულ წყაროს ან ერთი ტექნოლოგიური ციკლით დაკავშირებულ სტაციონარულ წყაროთა ჯგუფს.
2. �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად ლიმიტი მტკიცდება 5 წლის ვადით.
3. ლიმიტი შედგება ორი ნაწილისაგან.
4. ლიმიტის პირველი ნაწილი მოიცავს:
ა) დაბინძურების სტაციონარული ობიექტის დასახელებასა და ადგილმდებარეობას, რომლისთვისაც დადგინდა ლიმიტი;
ბ) ლიმიტის მიმღები საქმიანობის სუბიექტი ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელებას, მისამართს და საანგარიშსწორებო რეკვიზიტებს;
გ) შემაჯამებელ ცხრილს, რომელშიც ნაჩვენებია დაბინძურების სტაციონარული ობიექტისათვის გაანგარიშებული თითოეული მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის ზღვრული მნიშვნელობა ან დროებით შეთანხმებული მნიშვნელობა;
დ) ლიმიტის დამატებით პირობებს;
ე) უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის ხელმოწერას;
ვ) საქმიანობის სუბიექტი ფიზიკური ან იურიდიული პირის ხელმოწერას.
5. ამ კანონის მიზნებისათვის, მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის ზღვრული მნიშვნელობა არის �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. გაფრქვევის ზღვრული მნიშვნელობა წარმოადგენს წლიური გაფრქვევის დასაშვებ რაოდენობას ტექნოლოგიით გათვალისწინებული გაფრქვევის დასაშვები სიმძლავრის გადაუჭარბებლობის პირობით. წლიური გაფრქვევის ზღვრული მნიშვნელობა დგინდება თითოეული მავნე ნივთიერებისათვის. მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის ზღვრული მნიშვნელობის გაანგარიშება მოცემულია ლიმიტის მეორე ნაწილში. მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის ზღვრული მნიშვნელობა გაინგარიშება ისე, რომ კონკრეტული დაბინძურების სტაციონარული ობიექტისათვის სხვა რეგისტრირებული გამფრქვევების გაფრქვევათა გათვალისწინებით არ იწვევდეს ამ ტერიტორიისათვის დადგენილი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების გადაჭარბებას. მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის ზღვრული მნიშვნელობის გაანგარიშებისას ორიენტაცია უნდა გაკეთდეს საუკეთესო ტექნოლოგიაზე.
6. ამ კანონის მიზნებისათვის, მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის დროებით შეთანხმებული მნიშვნელობა არის �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის დროებითი ნორმა. გაფრქვევის დროებით შეთანხმებული მნიშვნელობა წარმოადგენს წლიური გაფრქვევის იმ რაოდენობას, რომელიც დგინდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტისათვის მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის ზღვრულ მნიშვნელობაზე გადამეტებით. წლიური გაფრქვევის დროებით შეთანხმებული მნიშვნელობა დგინდება თითოეული მავნე ნივთიერებისათვის. მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის დროებით შეთანხმებული მნიშვნელობის გაანგარიშება მოცემულია ლიმიტის მეორე ნაწილში. მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის დროებით შეთანხმებული მნიშვნელობა დგინდება ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს გაფრქვევათა ეტაპობრივი შემცირება წინასწარ გაანგარიშებულ გაფრქვევის დასაშვებ რაოდენობამდე. მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის დროებით შეთანხმებული მნიშვნელობა შეიძლება დადგინდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) გაფრქვევა წარმოებდა ამ კანონის ამოქმედების დროს;
ბ) შესაბამის საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვა გაცემული იყო ამ კანონის ამოქმედებამდე.
7. ლიმიტის დამატებითი პირობები მოიცავს:
ა) დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გეოგრაფიულ კოორდინატებს;
ბ) დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გეომეტრიულ და აეროდინამიკურ მახასიათებლებს.
8. მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის ზღვრული მნიშვნელობისა და მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის დროებით შეთანხმებული მნიშვნელობის გაანგარიშების მეთოდი და ლიმიტის შევსების წესი დგინდება დებულებით �მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის ზღვრული მნიშვნელობისა და მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის დროებით შეთანხმებული მნიშვნელობის გაანგარიშების მეთოდისა და ლიმიტის შევსების წესის შესახებ�, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
9. აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ამ კანონით დადგენილი წესით დამტკიცებული ლიმიტის გარეშე.
10. ლიმიტის პირველ ნაწილს აქვს შემდეგი ფორმა:
დაბინძურების სტაციონარული წყაროდან
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა
გაფრქვევის ლიმიტი
(პირველი ნაწილი)
სარეგისტრაციო ნომერი №
გაცემულია
ადასტურებს, რომ დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ნებადართულია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა შემდეგი ძირითადი პირობების დაცვით:
მავნე ნივთიერების დასახელება | წლიური გაფრქვევის ზღვრული მნიშვნელობა ან წლიური გაფრქვევის დროებით შეთანხმებული მნიშვნელობა (ტონა/წელიწადში) | ||||
წლები | |||||
| I | II | III | IV | V |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ლიმიტის დამატებითი პირობები:
|
|
|
|
|
|
�დამტკიცებულია: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი �წარმომადგენელი | �გავეცანი და ვკისრულობ შევასრულო: ლიმიტის მიმღები საქმიანობის სუბიექტი ფიზიკური ან იურიდიული პირი |
|
|
�ხელმოწერა | ხელმოწერა |
|
|
ბ. ა. | ბ. ა. |
��� მუხლი 30. ლიმიტის პროექტის შემუშავება და დამტკიცება
1. ლიმიტის პროექტის შემუშავებას უზრუნველყოფს საქმიანობის სუბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც წარმოებს დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.
2. ლიმიტის პროექტს ამტკიცებენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები და ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი.
3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მსხვილი სტაციონარული ობიექტებისათვის ლიმიტებს ამტკიცებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მსხვილი სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული �დაბინძურების მსხვილი სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1997 წლის 25 ნოემბრის №140 ბრძანების შესაბამისად.
��� მუხლი 31. ლიმიტის რეგისტრაცია
ლიმიტის პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ლიმიტი რეგისტრირდება სპეციალურ ზონარგაყრილ ჟურნალში. ლიმიტის რეგისტრაციის დღიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან გაფრქვევები აღირიცხება ამ კანონით დადგენილი წესით.
��� მუხლი 32. დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაცია და ლიმიტის დამტკიცების პროცედურა
1. ამ თავით დადგენილი ნორმების შესრულების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები და ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი აწარმოებენ დაბინძურების მსხვილი და საშუალო სტაციონარული ობიექტების იდენტიფიკაციასა და ინვენტარიზაციას. დაბინძურების სტაციონარული ობიექტების იდენტიფიკაციისა და ინვენტარიზაციის წესი განისაზღვრება დებულებით �დაბინძურების სტაციონარული ობიექტების იდენტიფიკაციისა და ინვენტარიზაციის წესის შესახებ�, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
2. დაბინძურების სტაციონარული ობიექტების იდენტიფიცირებული და ინვენტარიზებული ობიექტების ჩამონათვალი ყოველწლიურად მტკიცდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაბინძურების სტაციონარული ობიექტების იდენტიფიცირებული და ინვენტარიზებული ობიექტების ჩამონათვალის დადგენის შემდეგ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები და ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი საქმიანობის სუბიექტებს წერილობით ატყობინებენ მათ დაქვემდებარებაში მყოფი დაბინძურების სტაციონარული ობიექტებისათვის ლიმიტების პროექტების დასამტკიცებლად წარმოდგენის აუცილებლობისა და წარმოდგენის ვადების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში საქმიანობის სუბიექტი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებს და ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტს დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით წარუდგენს განცხადებას და ლიმიტის პროექტს. ლიმიტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პროექტის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები და ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი ვალდებულნი არიან მოტივირებული წერილობითი უარით უპასუხონ საქმიანობის სუბიქტს. საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს გაასაჩივროს ლიმიტის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება.
��� მუხლი 33. ლიმიტის გაუქმება
ლიმიტის გაუქმება შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილებით.
��� მუხლი 34. ლიმიტის გასხვისება
ლიმიტის გასხვისება დასაშვებია დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გასხვისების შემთხვევაში.
��� მუხლი 35. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთირებათა გაფრქვევების ტერიტორიული კვოტები და შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტები
1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების თვალსაზრისით განსაკუთრებულად რეგულირებული ტერიტორიისათვის შეიძლება დამტკიცდეს გაფრქვევის ტერიტორიული კვოტა. გაფრქვევის ტერიტორიული კვოტა არის �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი გარემოზე (ატმოსფერულ ჰაერზე) დატვირთვის ნორმა.
2. გაფრქვევის ტერიტორიული კვოტა წარმოადგენს კონკრეტული ტერიტორიისათვის ლიმიტის საფუძველზე დადგენილ გაფრქვევის დასაშვებ რაოდენობათა ჯამს. გაფრქვევის ტერიტორიული კვოტა დგინდება თითოეული მავნე ნივთიერებისათვის.
3. გაფრქვევის ტერიტორიული კვოტა მტკიცდება 5 წლის ვადით.
4. თუ გაფრქვევის ტერიტორიული კვოტა აღემატება ამ ტერიტორიისათვის ლიმიტის საფუძველზე დადგენილ გაფრქვევის დასაშვებ რაოდენობათა ჯამს, კვოტის დამტკიცებასთან ერთად მტკიცდება ამ ჯამის საჭირო შემცირების კოეფიციენტი � შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტი.
5. გაფრქვევათა ტერიტორიული კვოტების და შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტების გამოთვლისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება დებულებით �გაფრქვევათა ტერიტორიული კვოტებისა და შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტების გამოთვლისა და დამტკიცების წესის შესახებ�, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
��� მუხლი 36. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა გარემოსდაცვითი ნებართვის საფუძველზე
1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ გაცემულ გარემოსდაცვით ნებართვას, დაგეგმილი საქმიანობის (მიუხედავად იმისა, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება საქმიანობა) ხასიათიდან გამომდინარე, თან უნდა ახლდეს ლიმიტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) ლიმიტი გაიცემა 5 წლის ვადით;
ბ) განაცხადს დაგეგმილ საქმიანობაზე საქმიანობის დამასაბუთებელ დოკუმენტაციასთან ერთად თან უნდა ახლდეს მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის პროექტი;
გ) ლიმიტი არ შეიძლება გაიცეს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დროებით შეთანხმებული მნიშვნელობის საფუძველზე.
��� მუხლი 37. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა
1. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა ხდება ლიმიტის საფუძველზე.
2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა მოიცავს:
ა) გაფრქვევათა თვითმონიტორინგს;
ბ) გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვის სისტემას.
3. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა წარმოადგენს გაფრქვევათა ანგარიშგების დოკუმენტაციის შეკრების, გადამუშავებისა და გაანალიზების სისტემას.
4. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
��� მუხლი 38. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი
1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სწორი თვითმონიტორინგის წარმოება.
2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი მოიცავს:
ა) გაფრქვევათა გაზომვას (შეფასებას);
ბ) გაფრქვევათა აღრიცხვის წარმოებას;
გ) გაფრქვევათა ანგარიშგების წარმოებას.
3. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების წესი და დოკუმენტაციის ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციით �დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ�, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
4. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ანგარიშგების დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იქნეს იმ ლიმიტის ნომერი, გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი, რომლის საფუძველზედაც წარმოებს გაფრქვევა.
5. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, რომელიც არ იქნა ასახული თვითმონიტორინგის დოკუმენტაციაში, ითვლება უნებართვო გაფრქვევად.
6. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები და ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი ვალდებულნი არიან პერიოდულად, საქმიანობის სუბიექტთან წინასწარ შეთანხმებულ ვადაში, ამ კანონის 41-ე მუხლით დადგენილი წესით ან საქმიანობის სუბიექტის მოთხოვნით, მოთხოვნიდან 2 კვირის განმავლობაში, შეამოწმონ გაფრქვევათა თვითმონიტორინგის წარმოების სისწორე. შემოწმების შედეგად აღმოჩენილი შეუსაბამობა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქმიანობის სუბიექტს.
თავი X
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლი
��� მუხლი 39. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემა
1. მავნე ნივთიერებებით დაბინძურების, რადიაციული ზემოქმედების, მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები შეადგენს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემას.
2. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
��� მუხლი 40. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლი
1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სახელმწიფო ორგანოები. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ აგრეთვე საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ორგანოები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
��� მუხლი 41. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა
1. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მიზანია ატმოსფერული ჰაერის დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კანონით დადგენილი ნორმების აღსრულების უზრუნველყოფა.
2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სახელმწიფო ორგანოები.
3. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების ზოგადი წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების შემოწმების გრაფიკის შედგენის წესი განისაზღვრება დებულებით �ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების შემოწმების გრაფიკის შედგენის წესის შესახებ�, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების შემოწმების ყოველწლიური გრაფიკი მტკიცდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების შემოწმების ყოველწლიური დამტკიცებული გრაფიკის თაობაზე საანგარიშო წლის დაწყებამდე წერილობით უნდა ეცნობოს დაბინძურების სტაციონარული წყაროების მფლობელებსა და შესაბამის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების შემოწმების ყოველწლიური დამტკიცებული გრაფიკი ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების შემოწმების ყოველწლიური დამტკიცებული გრაფიკის გარეშე შეამოწმონ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროები, თუ:
ა) მიღებულია შეტყობინება სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის შესახებ;
ბ) მიღებულია მოქალაქეთა ინდივიდუალური ან/და კოლექტიური წერილობითი შეტყობინება ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სხვა ამგვარი შემთხვევები.
��� მუხლი 42. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდები
1. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა დგინდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდების საშუალებით. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდებია:
ა) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი;
ბ) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდი.
2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის საფუძველია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის გამოყენებით.
3. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდის საფუძველია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა საანგარიშო მეთოდიკის გამოყენებით.
4. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალი და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკა განისაზღვრება დებულებით �დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ�, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
5. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდების საშუალებით დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენილი მიმდინარე და ყოველწლიური შედეგები შეიტანება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის მონაცემთა რეესტრში. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის მონაცემთა რეესტრში შეტანილი მონაცემები ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის. დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდების საშუალებით დაბინძურების სტაციონარული წყაროების შემოწმების პერიოდულობისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის მიმდინარე და ყოველწლიური შედეგების დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის მონაცემთა რეესტრში შეტანისა და რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება დებულებით �დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდების საშუალებით დაბინძურების სტაციონარული წყაროების შემოწმების პერიოდულობისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის მიმდინარე და ყოველწლიური შედეგების დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის მონაცემთა რეესტრში შეტანისა და რეესტრის წარმოების წესის შესახებ�, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
თავი XI
ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა
��� მუხლი 43. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის საფუძველი
ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებები იგეგმება �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული გარემოს დაცვის დაგეგმვის მოთხოვნების საფუძველზე.
��� მუხლი 44. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის წესი
1. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებები იგეგმება გარემოს დაცვის დაგეგმვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის სისტემის ფარგლებში.
2. მავნე ნივთიერებებით დაბინძურების, რადიაციული ზემოქმედების, მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებათა დაგეგმვის წესი განისაზღვრება �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონის თაობაზე� საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 10 დეკემბრის დადგენილების პირველი პუნტის �ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული მისაღები ნორმატიული აქტების შესაბამისად.
��� მუხლი 45. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ
�ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონით, �გარემოს დაცვის შესახებ� და �ჯანმრთელობის დაცვის შესახებ� საქართველოს კანონებით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აღმასრულებელი ორგანოები უფლებამოსილნი არიან შეიმუშაონ და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს დასამტკიცებლად წარუდგინონ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებათა საკოორდინაციო გეგმები, აგრეთვე ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების შედეგების სალიკვიდაციო გეგმები. ამგვარი გეგმების შემუშავების, დამტკიცებისა და განხორციელების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი XII
ეკონომიკური მექანიზმები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
��� მუხლი 46. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ეკონომიკური სტიმულირება
1. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ეკონომიკური სტიმულირების მიზანია უნარჩენო, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები, ეკოლოგიურად სუფთა, მცირე�ნარ�ჩე�ნიანი საუკეთესო ტექნოლოგიის დანერგვის, მეორადი ნედ�ლეულის გა�მოყენების, ეფექტური გარემოსდაცვითი პროექ�ტე�ბის განხორციელების ხელ�შე�წყობა, რაც შეიძლება განხორციელდეს �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ეკონომიკური სტიმულირების სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
��� მუხლი 47. გადასახადი მავნე ნივთიერებებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისათვის
მავნე ნივთიერებებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისათვის გადასახადი არის მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადის ნაწილი, რომლის ოდენობა, სტრუქტურა, შემოღებისა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
თავი XIII
ატმოსფერული ჰაერის დაცვის დამატებითი მოთხოვნები
��� მუხლი 48. ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები
1. კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება დაწესდეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება დებულებით �კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ�, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებელ ღონის�ძიებათა რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების გავრცელების შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით, რომელიც უნდა მოიცავდეს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების ჩამონათვალს, რომლებიდან გაფრქვევაც იზღუდება ან იკრძალება.
3. �ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების განსაკუთრებული პირობების დაწესების შესაძლებლობის შესახებ ნორმის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების დაწესების თაობაზე. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით, რომელიც უნდა მოიცავდეს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების ჩამონათვალს, რომლებიდან გაფრქვევაც იზღუდება ან იკრძალება.
��� მუხლი 49. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხისადმი
1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირების მიზნით, ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმები განისაზღვრება ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს 1993 წლის 23 მარტის �გარკვეული სახეობის თხევად საწვავებში გოგირდის შემცველობის შესახებ� №93/12/EEC დირექტივით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამ მოთხოვნების საფუძველზე განსაზღვრული ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმები მტკიცდება საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით �ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს 1993 წლის 23 მარტის �გარკვეული სახეობის თხევად საწვავებში გოგირდის შემცველობის შესახებ� №93/12/EEჩ დირექტივით დადგენილი ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების თაობაზე�.
2. იკრძალება ისეთი ბენზინისა და დიზელის საწვავის საქართველოში იმპორტი, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოება და მოხმარება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით დადგენილ ნორმებს.
��� მუხლი 50. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები საქმიანობის განხორციელებისას
1. დაბინძურების სტაციონარული წყაროების აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით �აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების შესახებ�, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს მრეწველობის მინისტრი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
2. ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთი�ერე�ბათა ავარიული გაფრქვევის დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს ავარიის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად. ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით �ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერე�ბათა ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოს�ფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ�, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს მრეწველობის მინისტრი, ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი და ჯანმრთელობისა და სოციალური �დაცვის მინისტრი.
3. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს არახელსაყრელ მეტეო�როლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად. არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუ�ქციით �არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ�, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს მრეწველობის მინისტრი, ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
თავი XIV
ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
��� მუხლი 51. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.
2. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია �გარემოს დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნით �გარემოს მდგომარეობის შესახებ� ყოველწლიური ეროვნული მოხსენების საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებისა და გამოქვეყნების თაობაზე.
თავი XV
ატმოსფერული ჰაერის გლობალური და რეგიონალური მართვა
��� მუხლი 52. გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრის სამართლებრივი უზრუნველყოფა
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, თავიანთი კომპეტენციისა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა ფარგლებში, ახორციელებენ დამატებით ღონისძიებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადასაჭრელად.
��� მუხლი 53. კლიმატის დაცვა გლობალური ცვლილებებისაგან
1. გლობალური ცვლილებებისაგან კლიმატის დაცვის მიზნით სავალდებულოა ატმო�სფეროში სა�თ�ბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფის (ემი�სი�ის) ნორმების დაცვა და მათი შემცირების ღონის�ძიე�ბათა განხორციელება.
2. �კლიმატის ცვლილების შესახებ� გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
3. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში გლობალური ცვლილებებისაგან კლიმატის დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება �საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში გლობალური ცვლილებებისაგან კლიმატის დაცვის შესახებ� საქართველოს კანონით.
��� მუხლი 54. ოზონის შრის დაცვა
1. �ოზონის შრის დაცვის შესახებ� კონვენციითა და �ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ� მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად დედამიწის ოზონის შრის დაცვის მიზნით სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად შემცირდეს ან შე�წყდეს ისეთი ქიმიური ნივთიერებების წარმოება და გამოყენება, რომ�ლე�ბიც ზეგავლენას ახდენენ ოზონის შრეზე და შლიან მას.
2. ოზონდამშლელი ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქციის საქართველოში შემოტანა ხდება მხოლოდ სპეციალური ნებართვით. ამ ნივთიერებებისა და მათი შემცველი პროდუქციის იდენტიფიკაცია, აგრეთვე საბაჟო სტატისტიკა წარმოებს ამგვარ ნივთიერებათა და პროდუქციის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურით დადგენილი სასაქონლო აღწერისა და კოდირების სისტემის გამოყენებით.
3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება �ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ� მონრეალის ოქმის A და B დანართებით განსაზღვრულ ოზონდამშლელ ნივთიერებათა წარმოება.
4. �ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ� მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება დებულებით �საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების შესახებ�, რომელსაც ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
��� მუხლი 55. ატმოსფერული ჰაერის დაცვა ტრანსსასაზღვრო დაბინძურებისაგან
1. �შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ� კონვენციით ნაკისრ ვალდებულებათა გათვალისწინებით, რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველო ახორციელებს ღონისძიებებს ევროპის კონტინენტზე ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და ტრანსსასაზღვრო დაბინძურების თავიდან აცილების სფეროში.
2. �შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ� კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
3. �შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ� კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა მექანიზმი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით �შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ� კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე�.
თავი XVI
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
��� მუხლი 56. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.
��� მუხლი 57. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან
�პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, ერთი მხრივ, ევროპის გაერთიანებებსა და მათ წევრ სახელმწიფოებს და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის� საქართველოს პარლამენტის მიერ 1996 წლის 4 სექტემბერს რატიფიცირებული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა ფარგლებში საქართველო ახორციელებს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეტაპობრივ ღონისძიებებს. ამ ღონისძიებათა უზრუნველყოფის მექანიზმი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით �ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპების შესახებ�.
თავი XVII
პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის
��� მუხლი 58. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის
1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდარღვევის ჩამდენს არ ათავისუფლებს ამ კანონის დარღვევით მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.
��� მუხლი 59. ზიანის გაანგარიშების წესი
ამ კანონის დარღვევით ბუნებრივი გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი განისაზღვრება �ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესის შესახებ� დებულებით, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
კარი III. გარდამავალი ნაწილი
თავი XVIII
გარდამავალი დებულებანი
��� მუხლი 60. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს შემდეგი საკანონმდებლო ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს კანონი �ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ�;
ბ) საქართველოს კანონი �ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ�;
გ) საქართველოს კანონი �გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის შესახებ�;
დ) საქართველოს კანონი �გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის შესახებ�;
ე) საქართველოს კანონი �საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში გლობალური ცვლილებებისაგან კლიმატის დაცვის შესახებ�.
2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება �მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება �საქართველოს დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც ყოველწლიურად გამოითვლება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები�;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება �მცირე მასშტაბის წყაროების ჩამონათვალისა და მათ გამონაფრქვევში (გამონაბოლქვში) ძირითად მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის, შემოწმების წესისა და მეთოდების დამტკიცების შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�;
დ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება �სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) პერიოდული შემოწმების წესის შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე�;
ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება �საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება �შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ� კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე�;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება �ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპების შესახებ�;
თ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის და ჯანმრთელობისა და სოციალური �დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება �ევროგაერთიანების საბჭოს �ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ� 1996 წლის 27 სექტემბრის №96/62/EC დირექტივის შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობების, სახეობებისა და ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე�;
ი) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება �ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების დამტკიცების შესახებ�;
კ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება �ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ�;
ლ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება �ევროგაერთიანების საბჭოს �ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ� 1996 წლის 27 სექტემბრის №96/62/EC დირექტივის შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე�;
მ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება �ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების სახეობათა� კლასიფიკატორისა და �ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების სახეობათა იდენტიფიკაციის� მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ�;
ნ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება �ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების სახეობათა ჩამონათვალისა და ამ საშუალებებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე�;
ო) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება �საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან (სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით) გაფრქვევის (გამონაბოლქვის) კონტროლის წესის შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე�;
პ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება �ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ�;
ჟ) საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის, ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება �სასარგებლო წიაღი�სეულის მოპოვებისას, აფეთქების სამუშაოების განხო�რციელებისას, ნაყარების განლაგებისას და ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე�;
რ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება �ნაგავსაყრელების ექსპლუატაციისას ატმოსფე�რული ჰაერის დაცვის წესების შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე�;
ს) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება �მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის ზღვრული მნიშვნელობისა და მავნე ნივთიერების წლიური გაფრქვევის დროებით შეთანხმებული მნიშვნელობის გაანგარიშების მეთოდისა და ლიმიტის შევსების წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�;
ტ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება �დაბინძურების სტაციონარული ობიექტების იდენტიფიკაციისა და ინვენტარიზაციის წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�;
უ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება �გაფრქვევათა ტერიტორიული კვოტებისა და შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტების გამოთვლისა და დამტკიცების წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�;
ფ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება �დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე�;
ქ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება �ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების შემოწმების გრაფიკის შედგენის წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�;
ღ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება �დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�;
ყ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება �დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდების საშუალებით დაბინძურების სტაციონარული წყაროების შემოწმების პერიოდულობისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის მიმდინარე და ყოველწლიური შედეგების დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის მონაცემთა რეესტრში შეტანისა და რეესტრის წარმოების წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�;
შ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის ერთობლივი ბრძანება �ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს 1993 წლის 23 მარტის �გარკვეული სახეობის თხევად საწვავებში გოგირდის შემცველობის შესახებ� №93/12/EEC დირექტივით დადგენილი ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების თაობაზე�;
ჩ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება �კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�;
ც) საქართველოს მრეწველობის მინისტრის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება �აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე�;
ძ) საქართველოს მრეწველობის მინისტრის, ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება �ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერე�ბათა ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოს�ფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე�;
წ) საქართველოს მრეწველობის მინისტრის, ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის ერთობლივი ბრძანება �არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე�;
ჭ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება �ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე�.
��� მუხლი 61. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტების მიღების ვადები
1. ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს 2000 წლის 1 იანვრამდე.
2. ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს 2002 წლის 1 იანვრამდე.
3. ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის �გ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2006 წლის 1 იანვრამდე.
4. ამ კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის �ვ�, �ზ�, �მ�, �ო� და �ტ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს 2003 წლის 1 ივლისამდე.
5. ამ კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად მისაღებ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებები და დამატებები შეტანილ იქნეს ატმოსფერული ჰაერის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.
��� მუხლი 62. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი
1. დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება.
2. დაევალოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამ კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის �ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება.
3. დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ამ კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის �ბ�, �გ�, �დ�, �ე�, �ვ� და �ზ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება.
თავი XIX
კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი
��� მუხლი 63. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება
ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი.
��� მუხლი 64. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სფეროში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს:
ა) იმავე მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი ნორმები;
ბ) სახელმწიფო სტანდარტებით და საქართველოს ტერიტორიაზე 1997 წლის 1 თებერვლამდე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება იმავე მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილ ნორმებს.
2. ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმატიული აქტის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს გარემოს მონიტორინგის (ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ჩათვლით) სფეროში საქართველოს ტერიტორიაზე 1997 წლის 1 თებერვლამდე მოქმედი ნორმატიული აქტები.
��� მუხლი 65. 25-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ამ სფეროში საქართველოს ტერიტორიაზე 1997 წლის 1 თებერვლამდე მოქმედი ნორმატიული აქტები.
2. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მისაღები ნორმატიული აქტი.
��� მუხლი 66. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი
ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილი ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმები;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ბენზინისა და დიზელის ცალკეულ სახეობათა საწვავის საქართველოში იმპორტის, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებისა და მოხმარების შეზღუდვის ან აკრძალვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
��� მუხლი 67. ევროკავშირის კანონმდებლობის საფუძველზე მისაღები ნორმატიული აქტების ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება
ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე ამ კანონის შესასრულებლად მისაღები ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს თითოეული ნორმატიული აქტის მიღების დროისათვის მოქმედი ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტის მიხედვით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება შეტანილ იქნეს ევროკავშირის შესაბამის ნორმატიულ აქტში, ან ევროკავშირის იმ ნორმატიული აქტის მიხედვით, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ამ კანონში პირდაპირ მითითებული ევროკავშირის ნორმატიული აქტი.
კარი IV
დასკვნითი ნაწილი
თავი XX
დასკვნითი დებულებანი
��� მუხლი 68. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და 35-ე მუხლი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
4. ამ კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი და IX თავი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.
5. ამ კანონის 49-ე მუხლი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
��� მუხლი 69. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს კანონი �ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ� (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ.131);
ბ) �ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ� საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
გ) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1981 წლის 19 ივნისის დადგენილება �ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ� საქართველოს სსრ კანონის სამოქმედოდ შემოღების წესის თაობაზე� (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ.131).
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 22 ივნისი.
№2116-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63-სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239
დოკუმენტის კომენტარები