დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 793-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 420000000.05.001.102784 |
|
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეთანხმებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში მოცემული პარამეტრების შესრულება/დაცვა სავალდებულოა. ასევე სავალდებულოა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის პარამეტრების შესრულება/დაცვა. მათი შეუსრულებლობა/დაუცველობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების დარღვევად მიიჩნევა.“. 2. დანართის ცხრილის მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N793-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები