„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5605
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 26/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 420.010.000.05.001.003.081
  • Word
5605
14/12/2007
სსმ, 47, 26/12/2007
420.010.000.05.001.003.081
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „გარემოს დაცვის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.

3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულებით, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

4. მე-18 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები განისაზღვრება 5 წელიწადში ერთხელ, დებულებით „გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, რომელსაც, იმავე კანონის შესაბამისად, შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობები, სახეობები და ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით „ევროგაერთიანების საბჭოს „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ“ 1996 წლის 27 სექტემბრის N96/62/EC დირექტივის შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობების, სახეობებისა და ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“.“.

6. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობას. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის ნაწილი, რომლის ორგანიზების საერთო კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ატმოსფერული ჰაერის ფონურ მონიტორინგს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგრამების მოთხოვნათა ფარგლებში ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მეშვეობით.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით საქართველოს ტერიტორია იყოფა განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებად. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონე განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის საფუძველზე.

4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეებს და დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბრძანებებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების დამტკიცების შესახებ“ და „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ცენტრი ყოველი წლის 1 მარტამდე ცენტრალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისადმი მიკუთვნებული თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს და ამავე თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებული პუნქტებისთვის გამოთვლილ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეებს.“;

დ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით „ევროგაერთიანების საბჭოს „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ“ 1996 წლის 27 სექტემბრის N96/62/EC დირექტივის შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“.“.

8. 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან არის საქმიანობის განხორციელების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მოხვედრა ადგილზე უძრავად დამონტაჟებული სტაციონარული დაბინძურების წყაროდან ან ერთი ტექნოლოგიური ციკლით დაკავშირებულ სტაციონარულ წყაროთა ჯგუფიდან.

2. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყარო არის კაპიტალურად, უძრავად დამონტაჟებული დანადგარი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც აღჭურვილია სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობით ან რომელსაც, ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებებიდან გამომდინარე, არ გააჩნია სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობა.“.

9. 25-ე მუხლის:

ა) მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი ყველა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებისათვის წესდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების სახეობათა ჩამონათვალი და ამ საშუალებებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ინსტრუქციით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების სახეობათა ჩამონათვალისა და ამ საშუალებებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ“, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

3. საქართველოში რეგისტრირებული ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებები ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის (გამონაბოლქვის) პერიოდულ შემოწმებას გადიან ცენტრალიზებული წესით. პერიოდული შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით „სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) პერიოდული შემოწმების წესის შესახებ“, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

4. საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებები, როგორც საქართველოში რეგისტრირებული, ისე სატრანზიტო, ექვემდებარება კონტროლს სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაფრქვევში (გამონაბოლქვში) მავნე ნივთიერებათა შემცველობაზე. ავტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემცველობაზე კონტროლის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან (სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით) გაფრქვევის (გამონაბოლქვის) კონტროლის წესის შესახებ“, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს 1970 წლის 20 მარტის „მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ N70/220/EEC, 1972 წლის 2 აგვისტოს „სატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებისათვის გამიზნული დიზელის ძრავებიდან დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ N72/306/EEC, 1987 წლის 3 დეკემბრის „დიზელის ძრავებიდან აიროვან დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ N88/77/EEC დირექტივებითა და ევროგაერთიანების საბჭოს 1996 წლის 20 დეკემბრის „მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების გზისათვის ვარგისიანობის შემოწმების სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ N96/96/EC დირექტივით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამ მოთხოვნების საფუძველზე განსაზღვრული ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბრძანებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“.“.

10. 26-ე მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან არის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობის გარეშე (გარდა ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვევებისა ან/და ერთი ტექნოლოგიური ციკლით დაკავშირებულ დაბინძურების სტაციონარულ წყაროთა ჯგუფიდან გაფრქვევებისა და დისპერსიული წყაროების გაფრქვევების ერთობლიობისა). ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა დისპერსიული წყაროებიდან გაფრქვევის სახეებია:

ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, აფეთქების სამუშაოების განხორციელების, ნაყარების განლაგებისა და ექსპლუატაციის დროს. ამგვარ გაფრქვევაზე, თუ ამ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, არ ვრცელდება ამავე კანონით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნაგავსაყრელების ექსპლუატაციის დროს. ამგვარ გაფრქვევაზე, თუ ამ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, არ ვრცელდება ამავე კანონით დადგენილი მოთხოვნები;

გ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ფხვიერი, აქროლადი და აიროვანი ნივთიერებებისა და მასალების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს. ამგვარ გაფრქვევაზე, თუ ამ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, არ ვრცელდება ამავე კანონით დადგენილი მოთხოვნები;

დ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა შხამქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვა პრეპარატების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს. ამგვარ გაფრქვევაზე, თუ ამ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, არ ვრცელდება ამავე კანონით დადგენილი მოთხოვნები.

2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, აფეთქების სამუშაოების განხორციელების, ნაყარების განლაგებისა და ექსპლუატაციის დროს დაცული უნდა იქნეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, აფეთქების სამუშაოების განხორციელებისას, ნაყარების განლაგებისას და ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, აფეთქების სამუშაოების განხორციელებისას, ნაყარების განლაგებისას და ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

3. ნაგავსაყრელების ექსპლუატაციის დროს დაცული უნდა იქნეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები. ნაგავსაყრელების ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „ნაგავსაყრელების ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

4. ფხვიერი, აქროლადი და აიროვანი ნივთიერებებისა და მასალების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები რეგულირდება „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. იმ ნივთიერებებთან და მასალებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, რომლებიც შეიცავს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებს, წესრიგდება ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.“.

11. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყარო არის ავტონომიურად ფუნქციონირებადი, იმ ცალკეული სახეობის დაბინძურების გადასატანი ან/და სტაციონარული წყარო, რომლის ზეგავლენა ვრცელდება გაფრქვევის წყაროს უშუალო სიახლოვეში და რომლიდანაც ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევათა შესაძლო მაქსიმალური რაოდენობა ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე უმნიშვნელო ზემოქმედებას იწვევს. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროები ექვემდებარება კონტროლს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებზე. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროების ჩამონათვალი და მათი გაფრქვევების შემოწმების წესი და მეთოდები განისაზღვრება დებულებით „მცირე მასშტაბის წყაროების ჩამონათვალისა და მათ გამონაფრქვევში (გამონაბოლქვში) ძირითად მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის, შემოწმების წესისა და მეთოდების დამტკიცების შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 28-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დგინდება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმები;“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმები

1. ამ კანონის მიზნებისათვის, მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილ რაოდენობას, გაანგარიშებულს იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და სხვა წყაროების ერთობლიობიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენაში არ აღემატებოდეს ამ წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისთვის დადგენილ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის). მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება 5 წლის ვადით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის გაანგარიშებისას ორიენტაცია უნდა გაკეთდეს საუკეთესო ტექნოლოგიაზე.

2. ამ კანონის მიზნებისათვის, მავნე ნივთიერებათა დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმა არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის დროებითი ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმა წარმოადგენს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმამდე ეტაპობრივად მიღწევის (შემცირების) მიზნით დაბინ-ძურების სტაციონარული წყაროსთვის დროებით დადგენილ გაფრქვევის რაოდენობას. მავნე ნივთიერებათა დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმა დგინდება არა უმეტეს 5 წლის ვადით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ყველა იმ წყაროსა და მავნე ნივთიერებისათვის, რომელთათვისაც მოცემულ ეტაპზე ვერ ხერხდება ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების დადგენა. დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმებამდე დადგენილ ვადებში მიუღწევლობის შემთხვევაში, ამ ვადების გასვლის შემდეგ ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების ზევით გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა ითვლება ზენორმულ გაფრქვევად. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, მავნე ნივთიერებათა დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმები უდგინდებათ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების იმ სტაციონარულ წყაროებს, რომლებიც გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას ახორციელებდნენ „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, და აღნიშნული ნორმები მათი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ განმეორებით დადგენას აღარ ექვემდებარება.

3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშებისას მიღებული მასალების შედეგები ფორმდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის სახით.

4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი დგინდება დებულებით „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

5. ყველა იმ საქმიანობისთვის, რომლებიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და რომელთა განხორციელების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებები იფრქვევა, მტკიცდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტები. გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 და 292 მუხლები:

     „მუხლი 291. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია

1. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტისათვის ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების დადგენის მიზნით აუცილებელია დაბინძურების ამ ობიექტში ჩატარდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია.

2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია არის სისტემატიზაცია მონაცემებისა დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ტერიტორიაზე განლაგებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა შემადგენლობისა და რაოდენობის შესახებ.

3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომელთაც აქვთ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროები. დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციას ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული მავნე ნივთიერება. დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაცია ტარდება 5 წელიწადში ერთხელ და მიღებული მასალების შედეგები აისახება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში.

4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის შემუშავების საფუძველია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში.

5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესი განისაზღვრება დებულებით „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

    მუხლი 292. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვა და იდენტიფიკაცია

1. ამ თავით დადგენილი ნორმების შესრულების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, ქ. თბილისის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ თავიანთ რეგიონებში განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვასა და იდენტიფიკაციას დაბინძურების მსხვილ და საშუალო სტაციონარულ ობიექტებად. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების იდენტიფიკაცია დაბინძურების მსხვილ და საშუალო სტაციონარულ ობიექტებად ხორციელდება ამ კანონის 291 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად.

2. აღრიცხული და იდენტიფიცირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალს ყოველწლიურად ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აღრიცხული და იდენტიფიცირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალის დადგენის შემდეგ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, ქ. თბილისის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობის სუბიექტებს წერილობით ატყობინებენ მათ დაქვემდებარებაში არსებული დაბინძურების სტაციონარული ობიექტებისათვის ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 თვის ვადაში შესათანხმებლად წარმოდგენის აუცილებლობის თაობაზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში საქმიანობის სუბიექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, ქ. თბილისის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს მათი კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით წარუდგენს განცხადებასა და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტს და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს. ამ დოკუმენტების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მათი წარდგენიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, ქ. თბილისის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოტივირებული წერილობითი უარით უპასუხონ საქმიანობის სუბიექტს.“.

15. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავება და შეთანხმება, აგრეთვე გასხვისება, გაუქმება

1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას უზრუნველყოფს საქმიანობის სუბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც ხდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, ან მისი დაკვეთით – ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეუთანხმდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე მათი კომპეტენციის ფარგლებში – ქ. თბილისის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს დაბინძურების ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.

3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გასხვისება დასაშვებია დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გასხვისების შემთხვევაში.

5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის სიმძლავრის ან/და მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, რეკონსტრუქციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების ჩართვის ან ობიექტის პროფილის შეცვლის შემთხვევაში, უკვე შეთანხმებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა გაუქმდეს ამ კანონით დადგენილი წესით და მათი ხელახალი შემუშავება და შეთანხმება უნდა მოხდეს ახალი პირობების გათვალისწინებით.

6. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში არის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, რომლის გარეშეც ამ პუნქტით გათვალისწინებული ნებართვები არ გაიცემა.“.

16. 31-ე, 32-ე, 33-ე და 34-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

17. 35-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გაფრქვევის ტერიტორიული კვოტა არის კონკრეტული ტერიტორიისათვის ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების საფუძველზე დადგენილი გაფრქვევის დასაშვებ რაოდენობათა ჯამი. გაფრქვევის ტერიტორიული კვოტა დგინდება თითოეული მავნე ნივთიერებისათვის.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ გაფრქვევის ტერიტორიული კვოტა აღემატება ამ ტერიტორიისათვის ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების საფუძველზე დადგენილ გაფრქვევის დასაშვებ რაოდენობათა ჯამს, კვოტის დამტკიცებასთან ერთად მტკიცდება ამ ჯამის საჭირო შემცირების კოეფიციენტი – შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტი.

5. გაფრქვევათა ტერიტორიული კვოტების და შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტების გამოთვლისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება დებულებით „გაფრქვევათა ტერიტორიული კვოტებისა და შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტების გამოთვლისა და დამტკიცების წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.

18. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის საფუძველზე

ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქმიანობის სუბიექტის მიერ წარმოდგენილ განაცხადს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად უნდა ახლდეს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში.“.

19. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.

20. 38-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოების წესი და დოკუმენტაციის ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, ქ. თბილისის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ყოველწლიურად შეითანხმონ და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადებში წარუდგინონ საქმიანობის სუბიექტის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები.“.

21. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“.

22. 41-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

23. 42-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალი და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკა განისაზღვრება დებულებით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

24. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

25. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 45. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „გარემოს დაცვის შესახებ“ და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები უფლებამოსილი არიან შეიმუშაონ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს დასამტკიცებლად წარუდგინონ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებათა საკოორდინაციო გეგმები, აგრეთვე ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების შედეგების სალიკვიდაციო გეგმები. ამგვარი გეგმების შემუშავების, დამტკიცებისა და განხორციელების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.“.

26. XII თავი ამოღებულ იქნეს.

27. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 48. ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები

1. კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება დაწესდეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება დებულებით „კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შემუშავებული ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების გავრცელებისა და დაწესების შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით, რომელიც უნდა მოიცავდეს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების ჩამონათვალს, რომლებიდან გაფრქვევაც იზღუდება ან იკრძალება.“.

28. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირების მიზნით და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით დგინდება ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმები. ამ მოთხოვნების საფუძველზე დადგენილ ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ბრძანებით „ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების თაობაზე.“.

29. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 50. საქმიანობის განხორციელებისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები

1. დაბინძურების სტაციონარული წყაროების აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

2. ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს ავარიის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად. ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

3. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად. არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“.

30. 53-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

3. კლიმატის ცვლილებაზე დაკვირვებას, ანალიზს, პროგნოზირებასა და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ატარებს ცენტრი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

31. 54-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოზონდამშლელი ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქციის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. ამ ნივთიერებებისა და მათი შემცველი პროდუქციის იდენტიფიკაცია, აგრეთვე საბაჟო სტატისტიკა წარმოებს ამგვარ ნივთიერებათა და პროდუქციის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურით დადგენილი სასაქონლო აღწერისა და კოდირების სისტემის გამოყენებით.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება დებულებით „საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

32. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.

33. 57-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

34. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 59. ზიანის გაანგარიშების წესი

ამ კანონის დარღვევით ბუნებრივი გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი განისაზღვრება „გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

35. III კარი ამოღებულ იქნეს.

36. 68-ე მუხლის:

ა) მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2008 წლის 1 იანვრამდე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 50-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ.

3. 2008 წლის 1 იანვრამდე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 291 მუხლის მე-5 პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემამდე.

4. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 291 მუხლის მე-5 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალის-წინებული ნორმატიული აქტები გამოცემულ იქნეს 2008 წლის 1 ივლისამდე.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6–მე-8 პუნქტები:

„6. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებითა და 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები გამოცემულ იქნეს 2009 წლის 1 ივლისამდე.

7. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 25-ე მუხლის მე-7 პუნქტითა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები გამოცემულ იქნეს 2011 წლის 1 ივლისამდე.

8. ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნეს 2011 წლის 1 იანვრამდე.“.

37. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

     „მუხლი 69. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს სსრ კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131);

ბ) „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს სსრ კანონის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131) საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

გ) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1981 წლის 19 ივნისის დადგენილება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს სსრ კანონის სამოქმედოდ შემოღების წესის თაობაზე“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131).

2. 2008 წლის 1 იანვრიდან ძალდაკარგულად იქნეს ცნობილი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) 41-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 59-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი  ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 14 დეკემბერი.

№5605–რს