„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5948-სს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.019850
5948-სს
22/05/2020
ვებგვერდი, 28/05/2020
420000000.05.001.019850
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ძირითადი მავნე ნივთიერებები − გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდები, მყარი ნაწილაკები, ტყვია, ბენზოლი, ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ბენზაპირენი, მანგანუმის დიოქსიდი;“;

ბ) „ს“−„ხ“ ქვეპუნქტები:

„ს) ზონა − ქვეყნის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც გამოყოფილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის მიზნებისთვის;

ტ) აგლომერაცია − ზონა, რომელიც არის დასახლება ან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ დასახლებათა სივრცითი დაჯგუფება და რომლის მოსახლეობის რაოდენობა 250 000-ს აღემატება;

უ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა − გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ზღვრულად დასაშვები ნორმების ან მიზნობრივი მნიშვნელობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებებს;

ფ) დონე − მავნე ნივთიერების კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში ან მისი დალექვა მიწისპირზე დროის მოცემულ პერიოდში;

ქ) ზღვრულად დასაშვები ნორმები − ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით დადგენილი დონე, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს დროის მოცემულ პერიოდში და რომელმაც შემდგომ არ უნდა გადააჭარბოს მიღწეულ დონეს;

ღ) შეფასება − ნებისმიერი მეთოდი, რომელიც გამოიყენება ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დონეების გაზომვისთვის, გამოთვლისთვის, პროგნოზირებისთვის ან მიახლოებითი შეფასებისთვის;

ყ) შეფასების ზედა ზღვარი − დონე, რომლის ქვემოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესაფასებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სტაციონარული გაზომვებისა და მოდელირების მეთოდების ან/და ინდიკატორული გაზომვების ერთობლიობა;

შ) შეფასების ქვედა ზღვარი − დონე, რომლის ქვემოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესაფასებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მოდელირების ან მიახლოებითი შეფასების მეთოდი;

ჩ) ტოლერანტობის ზღვარი − ზღვრულად დასაშვები ნორმის პროცენტი, რომლითაც აღნიშნული ნორმა შესაძლებელია გადაჭარბებულ იქნეს ტექნიკურ რეგლამენტში − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებში მოცემული პირობების თანახმად;

ც) განგაშის ზღვარი − დონე, რომლის მიღმა მოსახლეობის ჯანმრთელობა მყისიერი უარყოფითი ზემოქმედების რისკის ქვეშ დგება და საჭიროა ზომების დაუყოვნებლივ მიღება;

ძ) მიზნობრივი მნიშვნელობა – ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით დადგენილი დონე დროის მოცემულ პერიოდში, აღნიშნული დონის მიღწევის შესაძლებლობის შემთხვევაში;

წ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვა − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ერთობლიობა;

ჭ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები − ზღვრულად დასაშვები ნორმები, შეფასების ზედა ზღვარი, შეფასების ქვედა ზღვარი, ტოლერანტობის ზღვარი, განგაშის ზღვარი, კრიტიკული დონე და მიზნობრივი მნიშვნელობა;

ხ) ფთორირებული სათბურის აირები − ფთორნახშირწყალბადები, პერფთორნახშირწყალბადები, გოგირდის ჰექსაფთორიდი, სხვა ფთორის შემცველი სათბურის აირები და ნარევები, რომლებიც შეიცავს ნებისმიერ აღნიშნულ ნივთიერებას.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5მუხლი:

„მუხლი 51. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და მართვა

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და მართვა ხორციელდება ზონებსა და აგლომერაციებში. ზონები და აგლომერაციები მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

2. ზონები დგინდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების შედეგების, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ინვენტარიზაციის, გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციას ახდენს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილი შეფასების ზედა ზღვრისა და შეფასების ქვედა ზღვრის მიხედვით, არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ. სააგენტოს მიერ დადგენილი კლასიფიკაციის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებისას, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციაზე, უნდა მოხდეს ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში − კლასიფიკაციის შეცვლა.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჯარო დაწესებულებისგან დროულად მიიღონ სრული და ობიექტური ინფორმაცია:

ა.ა) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ;

ა.ბ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმისა და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ;“.

4. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზონებისა და აგლომერაციების დადგენა;

2) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმისა და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება შესაბამის უწყებებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით;“.

5. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები

1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები არის გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების (გარემოს ხარისხობრივი სტანდარტების) ნაწილი. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება თითოეული მავნე ნივთიერებისთვის.

2. ატმოსფერულ ჰაერში ძირითად მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების სახით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

6. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა

ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობა. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის ნაწილი, რომლის ორგანიზების საერთო კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სააგენტოს მეშვეობით.“.

7. 292 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 292. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვა

ამ თავის ნორმების შესასრულებლად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყოველწლიურად აღრიცხავენ თავიანთ რეგიონებში განთავსებულ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტებს და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.“.

8. 38-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები, მათი შეთანხმების შემთხვევაში, დადგენილი წესით წარუდგინონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 44და 44მუხლები:

„მუხლი 441. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა

1. თუ ზონაში ან/და აგლომერაციაში ატმოსფერულ ჰაერში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ან მიზნობრივ მნიშვნელობას, აგრეთვე შესაბამის ტოლერანტობის ზღვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამის უწყებებთან ერთად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იმ მუნიციპალიტეტთან/მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, რომლის/ რომელთა ადმინისტრაციული საზღვრები მოქცეულია შესაბამისი ზონის ან/და აგლომერაციის ფარგლებში, ამ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის შეიმუშავებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმას, რათა მიღწეულ იქნეს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით  დადგენილი ზღვრულად დასაშვები ნორმები ან მიზნობრივი მნიშვნელობა.

2. თუ კონკრეტული ტერიტორიის სპეციფიკური დისპერსიული მახასიათებლების, არახელსაყრელი კლიმატური პირობების, ტრანსსასაზღვრო დაბინძურების ან სხვა მიზეზების გამო შეუძლებელია ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილი ზღვრულად დასაშვები ნორმების დაცვა, იმ ძირითადი მავნე ნივთიერებებისთვის, რომელთათვისაც ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილია ტოლერანტობის ზღვარი, ნორმების გადაჭარბება არ უნდა აღემატებოდეს ტოლერანტობის ზღვარს და ზღვრულად დასაშვები ნორმების მიღწევის მიზნით უნდა შემუშავდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა.

3. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით.

4. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: 

ა) დაბინძურებული ტერიტორიის შესახებ (რეგიონის, ქალაქის, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტის/სადგურის, კოორდინატების მითითებით);

ბ) ზონის ტიპის (ქალაქის, სამრეწველო ზონის, დაბის, სოფლის), დაბინძურებული ტერიტორიის მასშტაბისა და დაბინძურებული ტერიტორიის არეალში მოქცეული მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, აგრეთვე საჭირო კლიმატურ და ტოპოგრაფიულ მონაცემებს, შესაბამის ინფორმაციას იმ სამიზნეების თაობაზე, რომელთა დაცვისთვისაც მუშავდება გეგმები;

გ) ძირითად მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციისა და გამოყენებული გაზომვის მეთოდების შესახებ (წინა წლების დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით);  

დ) დაბინძურების ძირითადი წყაროებისა და მათგან ძირითად მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების მთლიანი წლიური ოდენობის შესახებ, აგრეთვე იმ ტერიტორიიდან შემომავალი დაბინძურების თაობაზე, რომელიც არ არის მოქცეული შესაბამისი ზონის ან/და აგლომერაციის ფარგლებში;

ე) იმ ფაქტორების შესახებ, რომლებმაც გამოიწვია ზღვრულად დასაშვები ნორმების ან მიზნობრივი მნიშვნელობის გადაჭარბება, აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელი შესაძლო ღონისძიებების თაობაზე;

ვ) იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დაიგეგმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავებამდე გრძელვადიანი პერიოდისთვის.

5. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმას უნდა ერთოდეს შესაბამისი რუკა, რომელზედაც მითითებული იქნება აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტები/სადგურები, დაბინძურების ძირითადი სტაციონარული წყაროები და აღნიშნული გეგმის შესამუშავებლად გამოყენებული მასალების სია. 

6. თუ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავება აუცილებელია რამდენიმე ძირითად მავნე ნივთიერებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია შემუშავდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინტეგრირებული მართვის გეგმა, რომელიც ყველა ძირითად მავნე ნივთიერებას მოიცავს.

7. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე.

მუხლი 442. მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა

1. თუ არსებობს რისკი, რომ ზონაში ან/და აგლომერაციაში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები გადააჭარბებს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილ ერთ ან რამდენიმე განგაშის ზღვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იმ მუნიციპალიტეტთან/მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, რომლის/ რომელთა ადმინისტრაციული საზღვრები მოქცეულია შესაბამისი ზონის ან/და აგლომერაციის ფარგლებში, შეიმუშავებს მოკლევადიან სამოქმედო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება გადაჭარბების რისკის ან გადაჭარბების ხანგრძლივობის შესამცირებლად საჭირო ღონისძიებები. მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა  შესაძლებელია შემუშავდეს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ზღვრულად დასაშვები ნორმების ან მიზნობრივი მნიშვნელობის გადაჭარბების რისკი.

2. მოკლევადიან სამოქმედო გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით.

3. თუ არსებობს ოზონის დონის განგაშის ზღვრის გადაჭარბების რისკი, მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა შემუშავდება მხოლოდ მაშინ, როდესაც, გეოგრაფიული, მეტეოროლოგიური და ეკონომიკური გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს გადაჭარბების რისკის, გადაჭარბების პერიოდის ან გადაჭარბების სიდიდის შემცირების მნიშვნელოვანი ალბათობა.

4. მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) იმ რისკის დასაბუთებას, რომ ზონაში ან/და აგლომერაციაში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები გადააჭარბებს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილ ერთ ან რამდენიმე განგაშის ზღვარს;

ბ) ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების გაფრქვევათა შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების ჩამონათვალსა და აღწერას;

გ) ინფორმაციას ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების გაფრქვევათა შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირთა შესახებ;

დ) ინფორმაციას ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების გაფრქვევათა შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელების ტერიტორიისა და ვადების შესახებ.

5. მოკლევადიანი სამოქმედო გეგმით, კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია განისაზღვროს ისეთ საქმიანობასთან დაკავშირებული კონტროლის ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს შესაბამისი ზღვრულად დასაშვები ნორმების, მიზნობრივი მნიშვნელობის ან განგაშის ზღვრის გადაჭარბების რისკის წარმოშობას, ან საჭიროების შემთხვევაში ასეთი საქმიანობის შეჩერება.

6. მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე.“.

10. 51-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის გამოქვეყნებითა და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნით – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების კანონით დადგენილი წესით დამტკიცებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3−მე-5 პუნქტები:

„3. სააგენტო ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის ძირითადი მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშში უნდა აისახოს ინფორმაცია შესაბამისი გასაშუალოებული პერიოდისთვის ზღვრულად დასაშვები ნორმების, მიზნობრივი მნიშვნელობის, გრძელვადიანი მიზნის და განგაშის ზღვრის გადაჭარბების დონის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია აისახოს აგრეთვე სხვა მავნე ნივთიერებებთან დაკავშირებული ინფორმაცია.“.

 11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 მუხლი:

„მუხლი 511. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. მოსახლეობისთვის რეგულარულად ხელმისაწვდომი უნდა იყოს უახლესი ინფორმაცია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შესახებ.

 2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შესახებ საჯარო ინფორმაცია სულ მცირე უნდა მოიცავდეს მონაცემებს კონცენტრაციის გადაჭარბების დონის შესახებ, მათ შორის, ზღვრულ მნიშვნელობას, განგაშის ზღვარს, შეტყობინების ზღვარს ან გრძელვადიან ამოცანებს რეგულირებად დამაბინძურებლებთან დაკავშირებით. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შესახებ საჯარო ინფორმაციას უნდა ახლდეს კონცენტრაციის ჰაერის ხარისხის სტანდარტთან შედარების მოკლე შეფასება და შესაბამისი ინფორმაცია ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ.

3. ატმოსფერულ ჰაერში გოგირდის დიოქსიდის, აზოტის დიოქსიდის, მყარი ნაწილაკების (არანაკლებ PM10-ის), ნახშირბადის მონოქსიდისა და ოზონის კონცენტრაციის შესახებ ინფორმაცია უნდა განახლდეს სულ მცირე ყოველდღიურად, ხოლო თუ პრაქტიკულად შესაძლებელია – საათობრივად.

4. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიისა და ბენზოლის კონცენტრაციის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ბოლო 12 თვის გასაშუალოებული მნიშვნელობის სახით და 3 თვეში ერთხელ უნდა განახლდეს, ხოლო თუ პრაქტიკულად შესაძლებელია – ყოველთვიურად.

5. მოსახლეობისთვის დროულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი სრული ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის განმსაზღვრელი კონცენტრაციის, განგაშის ზღვრისა და შეტყობინების ზღვრის გადაჭარბების შესახებ. აღნიშნული ზღვრების გადაჭარბების შესახებ ინფორმაციას უნდა ახლდეს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინფორმაცია კონცენტრაციის დაფიქსირებული გადაჭარბების შესახებ:

ა.ა) კონცენტრაციის გადაჭარბების ადგილი ან არეალი;

ა.ბ) კონცენტრაციის გადაჭარბებული ზღვრის ტიპი (განგაშის ზღვარი ან შეტყობინების ზღვარი);

ა.გ) კონცენტრაციის გადაჭარბების დაწყების დრო და ხანგრძლივობა;

ა.დ) ყველაზე მაღალი 1-საათიანი კონცენტრაცია, ოზონის შემთხვევაში − აგრეთვე ყველაზე მაღალი 8-საათიანი კონცენტრაცია;

ბ) ინფორმაცია მოსახლეობის ტიპის შესახებ, ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ და რეკომენდებული ქცევა:

ბ.ა) ინფორმაცია მოსახლეობის იმ ჯგუფების შესახებ, რომლებიც რისკის ქვეშ არიან;

ბ.ბ) სავარაუდო სიმპტომების აღწერა;

ბ.გ) რეკომენდებული ზომები, რომლებიც უნდა მიიღონ მოსახლეობის შესაბამისმა ჯგუფებმა;

გ) მომდევნო დღის პროგნოზი:

გ.ა) მოსალოდნელი ინფორმაციული ზღვრის ან/და განგაშის ზღვრის გადაჭარბების გეოგრაფიული არეალის შესახებ;

გ.ბ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი ცვლილების (გაუმჯობესება, სტაბილიზაცია ან გაუარესება) და აღნიშნული ცვლილების მიზეზების შესახებ;

დ) ინფორმაცია დაბინძურების ან/და ზემოქმედების შემცირების მიზნით განსახორციელებელი პრევენციული მოქმედებების შესახებ, ძირითადი წყაროს მითითება, რეკომენდაციები ემისიების შემცირების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების პრაქტიკული დეტალები.

6. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით.“.

12. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში ფთორირებული სათბურის აირების აღრიცხვის, აღდგენის, გაუვნებლების, გამოყენების, ემისიების პრევენციისა და კონტროლის წესები და მათთან დაკავშირებული დამატებითი ღონისძიებები განისაზღვრება „ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6. საქართველოში ფთორირებული სათბურის აირების მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 კარი:

„კარი III1

გარდამავალი ნაწილი

თავი XIX1

გარდამავალი დებულებები

მუხლი 67 1. დასამტკიცებელი/გამოსაცემი ნორმატიული აქტები

1. საქართველოს მთავრობამ:

ა) 2021 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს ტექნიკური რეგლამენტი „ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ“;

ბ) 2022 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს: 

ბ.ა) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა იმ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის, სადაც ატმოსფერულ ჰაერში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ან მიზნობრივ მნიშვნელობას;

ბ.ბ) მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა იმ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის, სადაც ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილ ერთ ან რამდენიმე განგაშის ზღვარს.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა:

ა) 2021 წლის 1 სექტემბრამდე ბრძანებით დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული ზონები და აგლომერაციები;

ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციის შესახებ“.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა, ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტებისა და მე-11 პუნქტით გათვალისწინებული „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი და ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 51მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 მაისი 2020 წ.

N5948-სს