„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1663-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.018620
1663-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
420000000.05.001.018620
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.04.2016, სარეგისტრაციო კოდი: 420000000.05.001.018099) პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელის და ტექნიკოსის უფლება-მოვალეობანი და მათ მიერ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი

1. საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც ფლობს 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარულ მოწყობილობას, აგრეთვე ტექნიკოსი, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს, ვალდებული არიან:

ა) აწარმოონ სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელშიც აღირიცხება მოწყობილობის მომსახურება და მოხმარებული მაცივარაგენტების რაოდენობა. სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების  თაობაზე“;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ყოველწლიურად, 1 მარტამდე შესათანხმებლად წარუდგინონ ინფორმაცია გასულ წელს მოხმარებული მაცივარაგენტების რაოდენობის შესახებ.

2. მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელისა და ტექნიკოსის მიერ თავიანთ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.“;

ბ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:

„მუხლი 541. მაცივარაგენტების ატმოსფეროში გაფრქვევის რეგულირება

1. მაცივარაგენტების ატმოსფეროში გაფრქვევის შესამცირებლად საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულოა საქართველოს სტანდარტის – „სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების“ მოთხოვნათა შესრულება.

2. უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად მაცივარაგენტზე  მომუშავე მოწყობილობის მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს.

3. სერტიფიცირების ვალდებულება ეკისრება ყველა ტექნიკოსს, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს.

4. სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით.

5. ტექნიკოსთა სერტიფიცირების სისტემის დანერგვას და მათ სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1663-რს