დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 231 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 21/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.003.384 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/04/2005 - 04/06/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №231
2005 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე, 39-ე და 134-ე მუხლების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს:
ა) მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი №1 დანართის თანახმად;
ბ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები №2 დანართის თანახმად;
გ) მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი №3 დანართის თანახმად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი
1. სამსახურებრივ მივლინებად ითვლება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით მოსამსახურის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ.
2. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინება შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი.
3. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოსამსახურის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით.
4. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებები აკრედიტებული არიან ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, მათი აკრედიტაციის ქვეყნებში ამ დაწესებულების მოსამსახურეთა მივლინება ჩაითვლება მივლინებად იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს.
5. მივლინებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და ხელფასი.
6. მოსამსახურეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა.
7. სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის გაწეული ხარჯებისაგან. მაღალი რანგის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად ასევე მიეცემა ამ ბრძანებულების №3 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი.
8. სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით.
9. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრება დღეში 15 ლარის ოდენობით, ხოლო ქვეყნის გარეთ – ამ ბრძანებულების №2 დანართის შესაბამისად.
10. მოსამსახურეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯები უნაზღაურდება ამ ბრძანებულების №2 დანართის მიხედვით მოკლევადიანი მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართის მე-4 გრაფით (საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულების მუშაკთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება) განსაზღვრული ნორმებით.
11. თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოსამსახურის მივლინებას მიმღები მხარე უზრუნველყოფს კვების ხარჯებით, მოსამსახურეს უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%.
12. მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით.
13. მოსამსახურემ, რომელიც მიემგზავრება მივლინებაში, სამგზავრო თანხების მისაღებად დაწესებულებაში უნდა წარადგინოს მგზავრობის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
14. ქვეყნის შიგნით მივლინებისას საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურებისათვის მოსამსახურეს ეძლევა თანხა არა უმეტეს საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებისა, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებისას – ამ ბრძანებულების №2 დანართით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
15. თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამთავრობო დელეგაციის მივლინებისას მიმღები მხარე (მიმწვევი) ჯავშნავს სასტუმროს ნომერს, დაქირავებული ნომრის ღირებულება გადაიხდება მისი საფასურის მიუხედავად.
16. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფს მოსამსახურის მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას, მოსამსახურეს მიეცემა მხოლოდ ამ ბრძანებულების №3 დანართით განსაზღვრული დანამატი.
17. მოსამსახურეს სამივლინებო თანხა ავანსის სახით უნდა მიეცეს მივლინებაში გამგზავრებამდე.
18. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ დაწესებულებას 10 დღეში უნდა წარუდგინოს მგზავრობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა – მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.
19. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე ვერ წარუდგენს დაწესებულებას მისთვის ავანსის სახით გაცემული თანხის სრულად დახარჯვის დამადასტურებელ საბუთებს ამ წესის მე-18 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურე ვალდებულია დაწესებულებას დაუბრუნოს ავანსის სახით გაცემულ თანხასა და ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს შორის არსებული სხვაობა. ანგარიშვალდებულ პირებს მორიგი მივლინების ხარჯები არ მიეცემათ ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვაობის დაფარვის გარეშე.
20. ქვეყნის შიგნით მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსამსახურისათვის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის მინიმალური ტარიფების ფარგლებში.
|
|
|
|
| დანართი №2 | ||||
|
|
|
|
|
| ||||
|
|
|
|
|
| ||||
|
|
|
|
|
| ||||
| ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები | ||||||||
|
|
| სადღეღამისო ნორმები |
| |||||
| ქვეყნის დასახელება | უცხოური ვალუტის დასახელება | მოკლევადიანი მივლინებისას | საზღვარგარეთ საქ. დაწესებულების მოსამსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება | საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების სადღეღამისო ნორმა | ||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||||
| ავსტრალია | ავსტრ. დოლარი | 43 | 30 | 105 | ||||
| ავსტრია | ევრო | 49 | 35 | 73 | ||||
| ავღანეთი | აშშ დოლარი | 30 | 21 | 70 | ||||
| აზერბაიჯანი | აშშ დოლარი | 35 | 25 | 75 ბაქოში, 60 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| ალბანეთი | აშშ დოლარი | 48 | 34 | 120 | ||||
| ალჟირი | აშშ დოლარი | 41 | 29 | 40 | ||||
| ამერიკის შეერთებული შტატები | აშშ დოლარი | 60 | 43 | 220 ნიუ-იორკში, 180 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| ანგოლა | აშშ დოლარი | 44 | 31 | 70 | ||||
| ანდორა | შვეიც. ფრანკი | 66 | – | 110 | ||||
| ანტიგუა და ბარბუდა | აშშ დოლარი | 34 | – | 80 | ||||
| არაბეთის გაერთიანებული საემიროები | აშშ დოლარი | 33 | 23 | 100 | ||||
| არგენტინა | აშშ დოლარი | 35 | 25 | 80 | ||||
| ახალი ზელანდია | აშშ დოლარი | 40 | 28 | 80 | ||||
| ბანგლადეში | ევრო | 34 | 24 | 44 | ||||
| ბარბადოსი | აშშ დოლარი | 31 | – | 40 | ||||
| ბახრეინი | აშშ დოლარი | 31 | – | 90 | ||||
| ბაჰამის კუნძულები | აშშ დოლარი | 32 | – | 40 | ||||
| ბელარუსი | აშშ დოლარი | 35 | 25 | 70 მინსკში, 35 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| ბელგია | ევრო | 38 | 27 | 95 | ||||
| ბელიზი | აშშ დოლარი | 31 | – | 40 | ||||
| ბენინი | ევრო | 36 | 25 | 53 | ||||
| ბერმუდის კუნძულები | აშშ დოლარი | 37 | – | 55 | ||||
| ბოლივია | აშშ დოლარი | 30 | 21 | 60 | ||||
| ბოსნია და ჰერცოგოვინა | აშშ დოლარი | 44 | 31 | 90 | ||||
| ბოტსვანა | აშშ დოლარი | 37 | 26 | 80 | ||||
| ბრაზილია | შვეიც. ფრანკი | 54 | 38 | 222 | ||||
| ბრუნეი | აშშ დოლარი | 31 | – | 60 | ||||
| ბულგარეთი | აშშ დოლარი | 41 | 29 | 80 | ||||
| ბურკინა-ფასო | ევრო | 36 | 25 | 58 | ||||
| გაბონი | ევრო | 35 | 25 | 80 | ||||
| გაიანა | აშშ დოლარი | 35 | 25 | 90 | ||||
| გამბია | ევრო | 28 | 19 | 36 | ||||
| განა | აშშ დოლარი | 36 | 25 | 80 | ||||
| გერმანია | ევრო | 57 | 40 | 153 | ||||
| გვატემალა | აშშ დოლარი | 31 | 22 | 40 | ||||
| გვინეა | აშშ დოლარი | 43 | 30 | 100 | ||||
| გვინეა-ბისაუ | აშშ დოლარი | 36 | 25 | 30 | ||||
| გიბრალტარი | აშშ დოლარი | 32 | – | 40 | ||||
| გრენადა | აშშ დოლარი | 32 | – | 40 | ||||
| დანია | დანიური კრონა | 258 | 181 | 800 | ||||
| დიდი ბრიტანეთი | ინგლისური გირ-ვანქა სტერლინგი | 27 | 19 | 100 ლონდონში, 80 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| დომინიკის რესპუბლიკა | აშშ დოლარი | 31 | – | 30 | ||||
| ეგვიპტე | აშშ დოლარი | 32 | 22 | 80 | ||||
| ეთიოპია | ევრო | 43 | 31 | 44 | ||||
| ეკვადორი | აშშ დოლარი | 26 | 18 | 70 | ||||
| ეკვატორული გვინეა | აშშ დოლარი | 35 | 25 | 35 | ||||
| ერაყი | აშშ დოლარი | 30 | 21 | 60 | ||||
| ესპანეთი | ევრო | 45 | 31 | 89 | ||||
| ესტონეთი | აშშ დოლარი | 35 | 30 | 120 ტალინში, 60 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| ვანუატუ | ევრო | 34 | – | 43 | ||||
| ვენესუელა | აშშ დოლარი | 39 | 27 | 70 | ||||
| ვიეტნამი | აშშ დოლარი | 29 | 20 | 45 | ||||
| ზამბია | აშშ დოლარი | 32 | 22 | 105 | ||||
| ზიმბაბვე | აშშ დოლარი | 40 | 28 | 70 | ||||
| თურქეთი | აშშ დოლარი | 43 | 30 | 75 | ||||
| თურქმენეთი | აშშ დოლარი | 35 | 25 | 45 აშხაბადში, 30 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| იამაიკა | აშშ დოლარი | 34 | 24 | 100 | ||||
| იაპონია | იაპონური იენა | 12 150 | 8 500 | 20 000 | ||||
| იემენი | ევრო | 42 | 29 | 44 | ||||
| ინდოეთი | აშშ დოლარი | 30 | 21 | 90 | ||||
| ინდონეზია | აშშ დოლარი | 31 | 22 | 120 | ||||
| იორდანია | აშშ დოლარი | 34 | 24 | 40 | ||||
| ირანი | აშშ დოლარი | 24 | 17 | 75 | ||||
| ირლანდია | ევრო | 32 | 23 | 76 | ||||
| ისლანდია | აშშ დოლარი | 39 | 27 | 60 | ||||
| ისრაელი | აშშ დოლარი | 49 | 34 | 80 | ||||
| იტალია | ევრო | 45 | 32 | 83 | ||||
| სერბია და ჩერნოგორია | აშშ დოლარი | 44 | 31 | 90 ბელგრადში, 70 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| კაბო-ვერდე | აშშ დოლარი | 34 | 24 | 55 | ||||
| კაიმანის კუნძულები | აშშ დოლარი | 43 | – | 90 | ||||
| კამბოჯა | აშშ დოლარი | 31 | 22 | 70 | ||||
| კანადა | აშშ დოლარი | 56 | 39 | 100 | ||||
| კატარი | აშშ დოლარი | 41 | 29 | 85 | ||||
| კენია | აშშ დოლარი | 28 | 20 | 80 | ||||
| კვიპროსი | შვეიც. ფრანკი | 49 | 34 | 77 | ||||
| კოლუმბია | აშშ დოლარი | 31 | 22 | 70 | ||||
| კომორის კუნძულები | აშშ დოლარი | 35 | 25 | 35 | ||||
| კონგო | ევრო | 41 | 29 | 107 | ||||
| კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | აშშ დოლარი | 44 | 31 | 40 | ||||
| კორეის სახალხო დემოკრატ. რესპუბლიკა | აშშ დოლარი | 32 | 22 | 120 | ||||
| კოსტა-რიკა | აშშ დოლარი | 29 | 20 | 60 | ||||
| კოტ-დივუარი | ევრო | 42 | 29 | 71 | ||||
| კუბა | აშშ დოლარი | 32 | 22 | 50 | ||||
| ლაოსი | აშშ დოლარი | 33 | 23 | 75 | ||||
| ლატვია | აშშ დოლარი | 35 | 30 | 120 რიგაში, 65 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| ლესოტო | აშშ დოლარი | 32 | 22 | 40 | ||||
| ლიბანი | აშშ დოლარი | 25 | 18 | 40 | ||||
| ლიბერია | აშშ დოლარი | 43 | 30 | 40 | ||||
| ლიბია | აშშ დოლარი | 24 | 17 | 75 | ||||
| ლიტვა | აშშ დოლარი | 35 | 30 | 100 ვილნიუსში, 60 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| ლიხტენშტეინი | შვეიც. ფრანკი | 56 | – | 63 | ||||
| ლუქსემბურგი | ევრო | 38 | 27 | 74 | ||||
| მადაგასკარი | აშშ დოლარი | 39 | 27 | 70 | ||||
| მავრიკია | აშშ დოლარი | 30 | – | 75 | ||||
| მავრიტანია | აშშ დოლარი | 37 | – | 60 | ||||
| მაკაო | აშშ დოლარი | 28 | – | 55 | ||||
| მაკედონია | აშშ დოლარი | 44 | 31 | 73 | ||||
| მალავი | აშშ დოლარი | 29 | 20 | 35 | ||||
| მალაიზია | მალაიზიური რინგიტი | 69 | 48 | 224 | ||||
| მალდივი | აშშ დოლარი | 23 | 16 | 40 | ||||
| მალი | ევრო | 34 | 24 | 80 | ||||
| მალტა | ევრო | 45 | 32 | 53 | ||||
| მაროკო | ევრო | 36 | 25 | 53 | ||||
| მექსიკა | აშშ დოლარი | 29 | 20 | 60 | ||||
| მიანმა | ევრო | 32 | 22 | 67 | ||||
| მოზამბიკი | აშშ დოლარი | 37 | 26 | 45 | ||||
| მოლდოვა | აშშ დოლარი | 35 | 25 | 50 კიშინიოვში, 35 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| მონაკო | ევრო | 38 | – | 107 | ||||
| მონღოლეთი | აშშ დოლარი | 34 | 24 | 60 | ||||
| ნამიბია | აშშ დოლარი | 41 | 29 | 100 | ||||
| ნეპალი | აშშ დოლარი | 24 | 17 | 50 | ||||
| ნიგერი | ევრო | 33 | 24 | 80 | ||||
| ნიგერია | აშშ დოლარი | 44 | 31 | 90 | ||||
| ნიდერლანდი | ევრო | 41 | 29 | 91 | ||||
| ნიკარაგუა | აშშ დოლარი | 33 | 23 | 80 | ||||
| ნორვეგია | ნორვეგიული კრონა | 252 | 176 | 950 | ||||
| ომანი | აშშ დოლარი | 39 | 27 | 90 | ||||
| პაკისტანი | აშშ დოლარი | 34 | 24 | 90 | ||||
| პალაუს კუნძული | აშშ დოლარი | 29 | – | 50 | ||||
| პანამა | აშშ დოლარი | 35 | 25 | 70 | ||||
| პაპუა-ახალი გვინეა | აშშ დოლარი | 36 | 25 | 120 | ||||
| პარაგვაი | აშშ დოლარი | 27 | – | 40 | ||||
| პერუ | აშშ დოლარი | 31 | 21 | 70 | ||||
| პოლონეთი | აშშ დოლარი | 35 | 25 | 90 | ||||
| პორტუგალია | ევრო | 34 | 24 | 71 | ||||
| პუერტო-რიკო | აშშ დოლარი | 32 | – | 40 | ||||
| რუანდა | აშშ დოლარი | 37 | 26 | 90 | ||||
| რუმინეთი | აშშ დოლარი | 37 | 26 | 90 | ||||
| რუსეთის ფედერაცია | აშშ დოლარი | მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი - 50 დანარჩენი - 35 | მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი - 35 დანარჩენი - 25 | 100 მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, 70 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| საბერძნეთი | ევრო | 39 | 28 | 58 | ||||
| სალვადორი | აშშ დოლარი | 28 | – | 35 | ||||
| სამოა | აშშ დოლარი | 27 | – | 35 | ||||
| სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | აშშ დოლარი | 41 | 29 | 60 | ||||
| სამხრეთ კორეა | აშშ დოლარი | 54 | 38 | 150 | ||||
| სან-მარინო | ევრო | 24 | – | 83 | ||||
| სან-ტომე და პრინსიპი | აშშ დოლარი | 34 | 24 | 35 | ||||
| საუდის არაბეთი | აშშ დოლარი | 51 | 36 | 90 | ||||
| საფრანგეთი | ევრო | 56 | 40 | 107 პარიზში, 84 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები | ევრო | 38 | – | 84 | ||||
| სეიშელის კუნძულები | ევრო | 47 | 33 | 116 | ||||
| სენეგალი | ევრო | 38 | 27 | 62 | ||||
| სენტ-ლუსია | აშშ დოლარი | 32 | 22 | 60 | ||||
| სვაზილენდი | აშშ დოლარი | 27 | – | 40 | ||||
| სიერა-ლეონე | აშშ დოლარი | 33 | 23 | 40 | ||||
| სინგაპური | სინგაპურული დოლარი | 64 | 45 | 210 | ||||
| სირია | აშშ დოლარი | 34 | 24 | 50 | ||||
| სლოვაკეთი | აშშ დოლარი | 24 | 17 | 80 | ||||
| სლოვენია | აშშ დოლარი | 44 | 31 | 80 | ||||
| სომალი | აშშ დოლარი | 39 | 27 | 35 | ||||
| სომხეთი | აშშ დოლარი | 35 | 25 | 65 ერევანში, 55 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| სუდანი | შვეიცარული ფრანკი | 60 | 42 | 167 | ||||
| სურინამი | აშშ დოლარი | 51 | 36 | 45 | ||||
| ტაივანი | აშშ დოლარი | 28 | 20 | 120 | ||||
| ტაილანდი | შვეიცარული ფრანკი | 61 | 43 | 139 | ||||
| ტანზანია | აშშ დოლარი | 39 | 27 | 80 | ||||
| ტაჯიკეთი | აშშ დოლარი | 35 | 25 | 70 დუშანბეში, 60 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| ტოგო | ევრო | 36 | 25 | 36 | ||||
| ტონგა | აშშ დოლარი | 27 | – | 35 | ||||
| ტრინიდადი და ტობაგო | აშშ დოლარი | 34 | – | 60 | ||||
| ტუნისი | ინგლისური გირ-ვანქა სტერლინგი | 24 | 17 | 50 | ||||
| უგანდა | აშშ დოლარი | 36 | 25 | 75 | ||||
| უზბეკეთი | აშშ დოლარი | 35 | 25 | 100 ტაშკენტში, 30 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| უკრაინა | აშშ დოლარი | 35 | 25 | 100 კიევში, 70 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| უნგრეთი | აშშ დოლარი | 27 | 19 | 75 | ||||
| ურუგვაი | აშშ დოლარი | 27 | 19 | 45 | ||||
| ფილიპინები | აშშ დოლარი | 28 | 20 | 150 | ||||
| ფინეთი | ევრო | 39 | 27 | 109 | ||||
| ფიჯი | აშშ დოლარი | 27 | – | 40 | ||||
| ქუვეითი | ქუვეითური დინარი | 8 | 6 | 30 | ||||
| ყაზახეთი | აშშ დოლარი | 40 | 28 | 50 ალმათისა და ასთანაში, 35 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| ყირგიზეთი | აშშ დოლარი | 35 | 25 | 80 ბიშკეკში, 45 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| შვეიცარია | შვეიცარიული ფრანკი | 80 | 56 | 150 | ||||
| შვედეთი | შვედური კრონა | 310 | 220 | 750 | ||||
| შრი-ლანკა | შვეიცარული ფრანკი | 49 | 34 | 125 | ||||
| ჩადი | ევრო | 40 | 13 | 71,2 | ||||
| ჩეხეთი | აშშ დოლარი | 35 | 25 | 90 | ||||
| ჩილე | აშშ დოლარი | 28 | 20 | 60 | ||||
| ჩინეთი | აშშ დოლარი | 30 | 20 | 120 | ||||
| ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | ევრო | 44 | 31 | 71 | ||||
| ხორვატია | აშშ დოლარი | 44 | 31 | 80 ზაგრებში, 60 დანარჩენ ტერიტორიაზე | ||||
| ჰაიტი | აშშ დოლარი | 34 | – | 50 | ||||
| ჰონდურასი | აშშ დოლარი | 31 | – | 40 | ||||
დანართი №3
მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი
| მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება | სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით |
| საქართველოს პრემიერ-მინისტრი | 50 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მინისტრი | 40 |
| საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე | 40 |
| საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე | 40 |
| საქართველოს გენერალური პროკურორი | 40 |
| საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე | 40 |
| საქართველოს სახალხო დამცველი | 40 |
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი | 40 |
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე | 40 |
| ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი (უზენაესი) საბჭოს თავმჯდომარე | 40 |
| ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (მინისტრთა საბჭოს) თავმჯდომარე | 40 |
| საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი | 40 |
| საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი | 40 |
| გენერალური შტაბის უფროსი | 40 |
| საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი | 40 |
| საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე | 40 |
| საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი | 40 |
| საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე | 40 |
| საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი | 40 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მინისტრის მოადგილე | 30 |
| საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი | 30 |
| ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი | 30 |
| საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული | 30 |
| საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე | 30 |
| საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე | 30 |
| საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე | 30 |
| საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე | 30 |
| საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი | 30 |
| ქ. თბილისის მერი | 30 |
| ქ. თბილისის პრემიერი | 30 |
| საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი | 30 |
| საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი | 30 |
| საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი | 30 |
| საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი | 30 |
| საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი | 40 |
| საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი | 30 |
შენიშვნები:
1. საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.
2. სამთავრობო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება გამოვიდნენ საქართველოს სახელით.
3. მოსამსახურეებს უფლება აქვთ მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები