"მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 316
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110614014, 14/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016248
  • Word
316
13/06/2011
ვებგვერდი, 110614014, 14/06/2011
010340000.08.002.016248
"მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №316

2011 წლის 13 ივნისი

. თბილისი

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებისა, გარდა ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული გამონაკლისების მიუხედავად, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულების ანაზღაურება დაუშვებელია, თუ ფრენის (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობის დროს ერთი ფრენის) ხანგრძლივობა 5 საათზე ნაკლებია (მათ შორის, მგზავრობის ხარჯის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად ანაზღაურებისას).“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №1 დანართ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 პუნქტი:

 „181. ამ ბრძანებულების №3 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებმავე პუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეთ  შესაბამისი საბუთების ამ წესის მე-18 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენის შემთხვევაშიც.“;

) ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №1 დანართის შენიშვნს მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ამ წესის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მივლინების შემთხვევებზე.’’.

2.  ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ.  სააკაშვილი