დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 465 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 144, 01/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №465
2008 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
�მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად �მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტის �ა� ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი რედაქციის 151 პუნქტი:
�151. �ღია ცის შესახებ� ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი ნორმებით, ამასთან, მოსამსახურეს დამატებით უნაზღაურდება ამ ბრძანებულების №2 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის 30%.�.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები