,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 473
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 82, 08/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
473
07/07/2010
სსმ, 82, 08/07/2010
000000000.00.000.000000
,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №473

2010 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №3 დანართში სიტყვები: ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი“, ხოლო სიტყვები: ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე“;

ბ) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №3 დანართის შენიშვნების მე-5 პუნქტში სიტყვები: ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსს,“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს,“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი