დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 25/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.080.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №96
2008 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი
| მოსამსახურეთა თანამდებობის დასახელება | სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით |
| საქართველოს მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი | 80 |
| საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი |
80 |
| საქართველოს გენერალური პროკურორი | 80 |
| საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე | 80 |
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი | 80 |
| საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი | 80 |
| ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე | 80 |
| ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე | 80 |
| საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი | 80 |
| საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი |
80 |
| საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი | 80 |
| საქართველოს სახალხო დამცველი | 70 |
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე | 70 |
| საქართველოს მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი | 70 |
| საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე | 70 |
| საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი | 70 |
| სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი | 70 |
| საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე | 70 |
| საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე | 70 |
| საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი | 70 |
| ქ. თბილისის მერი | 70 |
| ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები | 70 |
| საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი | 70 |
| საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები | 70 |
| ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე | 70 |
| საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი | 70 |
| საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი | 70 |
| ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და მინისტრი | 60 |
| საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე | 60 |
| საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი | 60 |
| საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი | 40 |
| საქართველოს მთავრობის კანცელარიის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი | 40 |
| ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი | 40 |
| საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი | 40 |
| საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი | 30. |
შენიშვნები:
1. საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 150 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.
3. სამთავრობო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება გამოვიდნენ საქართველოს სახელით.
4. მოსამსახურეებს უფლება აქვთ მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი.
5. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრს და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოსამსახურეს მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.“.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები