დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 10/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.080.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №26
2007 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება:
1. ბრძანებულებით დამტკიცებული მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის (დანართი №1) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებისა (გარდა ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა).“.
2. ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №3 დანართის შენიშვნებს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-6 პუნქტი:
„6. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და ქალაქ თბილისის მერს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები