დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1079 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 171, 30/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016118 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1079
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:
,,141. საქართველოს პრეზიდენტის დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად ქვეყნის შიგნით მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სადღეღამისო ხარჯებისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ეძლევათ დღეში 50 ლარი, ხოლო მივლინებიდან დაბრუნების დღეს უნაზღაურდებათ მხოლოდ ამ ბრძანებულებით დადგენილი ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა.“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-18 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) არა უგვიანეს 1 თვისა, ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ წესის 141 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა მხოლოდ მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები - არასამსახურებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები