დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 595 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111010025, 10/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016336 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 595
2011 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით დამტკიცებულ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ( დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
,,101 . საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამ ი ნისტროს მოსამსახურეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად .".
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები