დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 742 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 168, 14/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №742
2006 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულებით დამტკიცებული მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის (დანართი №1) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. სამთავრობო დელეგაციის წევრებს, ამ ბრძანებულების №3 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლებს და დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებს, ამავე დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა თანმხლებ პირებს და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა პირად დაცვას სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები