„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 403
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 66, 10/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
403
10/06/2010
სსმ, 66, 10/06/2010
000000000.00.000.000000
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №403

2010 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების №1 დანართის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

18. მივლინების დამთავრებიდან:

ა) არა უგვიანეს 45 დღისა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ წესის მე-15 პუნქტითა და ამ ბრძანებულების №3 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულმა თანამდებობის პირებმა დაწესებულებას ასევე უნდა წარუდგინონ ამავე პუნქტებით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები;

ბ) არა უგვიანეს ერთი თვისა ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი