„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 519
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 87, 19/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
519
19/07/2010
სსმ, 87, 19/07/2010
000000000.00.000.000000
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №519

2010 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III , 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის (დანართი №1) შენიშვნის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას, ამ ბრძანებულების №3 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს – მგზავრობის, ხოლო დასაცავი პირების ვიზიტთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მივლინებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდებათ ამ წესის მე-18 პუნქტის შესაბამისად, დაწესებულებაში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი