„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016771
227
05/04/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
010340000.08.002.016771
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №227

2013 წლის 5 აპრილი

ქ.თბილისი

 

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ  III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის (დანართი №1) შენიშვნას დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი საჯარო მოსამსახურეების სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ ბრძანებულებით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი