"მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 958
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 153, 24/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016076
  • Word
958
24/11/2010
სსმ, 153, 24/11/2010
010340000.08.002.016076
"მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 958

2010 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., 48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტის ქვეპუნქტით დამტკიცებული 1 დანართის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

6. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სამშვიდობო ან სხვა სახის ოპერაციების განხორციელების ადგილას საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ ბრძანებულებით დადგენილი ნორმების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი