დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 510 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110912011, 12/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016314 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №510
2011 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №3 დანართის შენიშვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განისაზღვროს მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სადღეღამისო ნორმის დანამატის ამ დანართით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ოდენობა, ამავე სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები