დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 961 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 158, 29/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №961
2009 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესს (№1 დანართი) 151 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 152 პუნქტი:
„152. უცხო ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებებით მივლინებისას მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე. ამასთანავე, მოსამსახურეებს უნაზღაურდებათ ამ ბრძანებულების №2 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები