„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110415024, 15/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016208
  • Word
206
15/04/2011
ვებგვერდი, 110415024, 15/04/2011
010340000.08.002.016208
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №206

2011 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული 1 დანართის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებისა, გარდა ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული გამონაკლისების მიუხედავად, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულების ანაზღაურება დაუშვებელია, თუ შესაბამისი მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 5 საათზე ნაკლებია (მათ შორის, მგზავრობის ხარჯის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად ანაზღაურებისას).“;

ბ) 1 დანართის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. ამ წესის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მივლინების შემთხვევებზე.’’.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი