დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 300 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 15/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №300
2007 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) ბრძანებულებით დამტკიცებული მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის:
ა.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის გაწეული ხარჯებისაგან, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები. მაღალი რანგის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა ამ ბრძანებულების №3 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი. ამასთან, №3 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები. სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოსამსახურეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები.“;
ა.ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. მივლინების დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ წესის მე-15 პუნქტით და ამ ბრძანებულების №3 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულმა თანამდებობის პირებმა დაწესებულებას უნდა წარუდგინონ ასევე ამავე პუნქტებით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები;
ბ) ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.“;
ბ) №3 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრს და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოსამსახურეს მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები