ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1514
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 06/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.05.001.001.846
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო

ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ფუნქციებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1 591 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აბონენტი – ბოლო მომხმარებელი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან წინასწარ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;

ბ) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემა – ტექნოლოგიური სისტემა, ტექნიკური საშუალებები და მათთან დაკავშირებული საოპერაციო მართვის პროგრამული უზრუნველყოფის რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფს აბონენტის მიერ ინდივიდუალური, კოდირებული ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიღებას;

გ) ადგილობრივი დაშვების ქსელი – ადგილობრივი მომსახურების ზონაში ოპერატორის სადენიანი (ელექტროსადენიანი ან ოპტიკურ-ბოჭკოვანი) საკაბელოსახაზო მეურნეობა ან უსადენო (ფიქსირებული რადიოსიხშირული ან ღია ოპტიკური) დაშვების ტექნიკური საშუალებები ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ ტერმინალურ მოწყობილობასა და საკომუტაციო ან გადამცემ სადგურს შორის გამოძახებების ან საინფორმაციო სიგნალების გასატარებლად, ციფრული მაუწყებლობის სიგნალების გადასაცემად;

დ) ადგილობრივი მომსახურების ზონა – მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული (ტერიტორიული) სეგმენტი, სადაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ბოლო მომხმარებლისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;

ე) ავტორიზაცია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით;

ვ) ავტორიზებული პირი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი);

ზ) ავტორიზებული პირების ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ორი ან მეტი ავტორიზებული პირის ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ბაზრის ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუნქტურა და კონკურენციის მახასიათებლები მათი შეთანხმებულად მოქმედებისა და ბაზარზე არაკონკურენტული უპირატესობის ერთობლივად მოპოვების შესაძლებლობას იძლევა, მაშინაც კი, თუ მათ შორის არ არსებობს სტრუქტურული ან სხვა სახის, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები;

თ) ამოწურვადი რესურსი – რადიოსიხშირული სპექტრი ან/და ნუმერაციის რესურსი;

ი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება აუქციონის საფუძველზე ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა წესით და რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

კ) არაპირდაპირი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან, ან მათი გამოყენებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მომხმარებლის ან მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება სხვა ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორის ქსელების გავლით;

ლ) აუქციონი – კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოპოვების ფორმა, რომლის დროსაც ლიცენზია მიენიჭება აუქციონში გამარჯვებულ მაძიებელს;

მ) მომსახურების ბაზრის კონიუნქტურა – მომსახურების ბაზრის სტრუქტურული და დინამიკური ფაქტორებისა და მომსახურების კონკრეტულ სახეზე მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებით ბაზარზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა;

ნ) ბილინგის ინფორმაცია – მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ან ოპერატორის ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთვის (ტრაფიკის) და მათი საოპერაციო რესურსების გარკვეულ პერიოდში გამოყენებული მოცულობის შესახებ მონაცემები, რომელთაც ოპერატორები აწვდიან ერთმანეთს ან ბოლო მომხმარებელს ანგარიშსწორების ჩატარების მიზნით;

ო) ბოლო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებლისათვის;

პ) გადაპირება – ლიცენზიის მფლობელის მიერ მის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების ამ კანონით გათვალისწინებული წესით ნაწილობრივი ან სრული დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ;

ჟ) გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისი – ციფრული მაუწყებლობის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მომსახურების სახეების სამომხმარებლო რესურსებისა და ციფრული მაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონალური რესურსების დამაკავშირებელი პროგრამული ინტერფეისი;

რ) დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:

რ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის საკუთარი ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ბ) ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებითა და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებითა და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.გ) თანალოკაციის ფართობით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.დ) ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით) სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ე) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.ზ) ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით ან საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

ს) დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მსურველი – ავტორიზებული პირი, რომელიც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორისაგან მოითხოვს ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებას და/ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;

ტ) დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელსაც მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, ან ამ ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ოპერატორის დაშვება ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება;

უ) დაშვების (ურთიერთჩართვის) წერტილი – თანალოკაციის ფართობზე განთავსებული წერტილი, სადაც მთავრდება ერთი ოპერატორის და იწყება მეორე ოპერატორის დაშვებასთან ან/და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა;

ფ) დაშვების (ურთიერთჩართვის) ტარიფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის საფასური;

ქ) ეკონომიკური საქმიანობა – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საქმიანობა;

ღ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს;

ყ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები (ელექტრო-კავშირგაბმულობის ქსელები) – გამოძახებებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სიგნალების ელექტრონული დამუშავების, დამისამართების (კომუტაციის), გატარების და გადაცემის ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც მოიცავს სადენიან (მათ შორის, ოპტიკურბოჭკოვან), თანამგზავრულ, რადიოსიხშირულ ან ოპტიკურ აღჭურვილობას, სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებს და საოპერაციო ტექნიკურ რესურსებს, მათ შორის, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, მათ შორის, ინტერნეტის) და მობილური კომუნიკაციების, ციფრული მაუწყებლობის, საეთერო და საკაბელო ქსელებს. სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ორგანოების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა ითვალისწინებს ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების არსებობასაც;

შ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა – ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა, ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობა, აგრეთვე ქსელის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება;

ჩ) ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელი – ქსელი, რომელიც შექმნილია არაკომერციული მიზნით, ფუნქციონირებს შიდასაწარმოო საჭიროებისათვის და ჩართულია საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში;

ც) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი – ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებას, ასევე მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;

ძ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან დაშვებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;

წ) ერთობლივი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კონკრეტული ელემენტის განცალკევებად ფუნქციონალურ რესურსებთან ან სიმძლავრეებთან ორი ან მეტი მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება;

ჭ) ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე თავისი საქმიანობისას ფლობს და იყენებს ქსელის შესაბამისი ელემენტების ან მათი ფუნქციონალური რესურსების სრულ სპექტრს, მნიშვნელოვნად აკონტროლებს კონკრეტული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მთლიან პროცესს;

ხ) ზღვრული ტარიფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ტარიფის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი ზედა ზღვარი;

ჯ) თანალოკაცია – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდების მიზნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ გამოყოფილ სათანადო სიდიდის თანალოკაციის ფართობზე მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება და მისი ტექნიკური საშუალებების განთავსებისა და საოპერაციო მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფა;

ჰ) ინტერფეისი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, საოპერაციო პროგრამული რესურსებისა და სისტემების ურთიერთმოქმედების ფიზიკური ან ლოგიკური ფორმატი, რომელიც განსაზღვრულია საერთო ფუნქციონალური, ელექტრული, ოპტიკური, კონსტრუქციული და სხვა თავსებადობის მახასიათებლებით, პროტოკოლის მიმართ ერთგვაროვანი მოთხოვნებით;

1) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

2) კონკურენციის წინასწარი რეგულირება – კომისიის მიერ ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენა და მისთვის ამ კანონით წინასწარ განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება;

3 ) ლიცენზია – სპეციალური ნებართვა, რომელიც პირს განსაზღვრული ვადითა და პირობებით ანიჭებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას;

4) მიწოდების მხარის ჩანაცვლება – მომსახურების ბაზარზე დამკვიდრებული კონკურენციის პირობებში ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლისათვის ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდების შესაძლებლობა;

5) მნიშვნელოვანი წილის შეძენა – ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის საწესდებო კაპიტალში იმ ოდენობის წილის შეძენა, რომელიც განაპირობებს ამ პირის საქმიანობის მნიშვნელოვან კონტროლს (საკონტროლო წილი). მნიშვნელოვანი წილის შეძენა განაპირობებს პირების ურთიერთდამოკიდებულებას;

6) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ავტორიზებულ პირს არ ჰყავს კონკურენტები, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისაგან ან მისი კონკურენტული პოზიცია საშუალებას აძლევს მას, ცალმხრივად არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზრის ამ სეგმენტზე და შეზღუდოს კონკურენცია;

7) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტები – მომსახურების ბაზარზე ჩამოყალიბებული ტარიფების, კონიუნქტურის, კონკურენციის, მოთხოვნისა და მიწოდების მხარეების ჩანაცვლების ფაქტორების გათვალისწინებით გამოყოფილი მომსახურების სახეები, ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჩათვლით;

8) მომსახურების ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრები – კონკურენციის ერთგვაროვანი პირობებით გამოყოფილი მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული (ტერიტორიული) სეგმენტი;

9) მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;

10) მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა – აბონენტის ან ბოლო მომხმარებლის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაღებად განკუთვნილი, მობილური ან ფიქსირებულ მისამართზე განთავსებული ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც არ არის ოპერატორის ქსელის ნაწილი, თუმცა დაკავშირებულია მასთან;

11) მოთხოვნის მხარის ჩანაცვლება – მომხმარებლის მიერ ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახის არჩევის შესაძლებლობა, რომელიც მეტნაკლებად იმავე საფასურით, ხარისხითა და მოცულობით აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს;

12) მომსახურების ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტები – მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტები, სადაც ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების ან მათი ქსელების სტრუქტურული კავშირის გამო ბაზრის ერთ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება შესაძლებელია მათ ცალ-ცალკე ან ურთიერთშეთანხმებულად გამოიყენონ სხვა სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოსაპოვებლად ან გასაძლიერებლად;

13) ნუმერაციის სისტემა – სიმბოლოების განსაზღვრული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების პროცესში ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის ან მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის;

14 ) ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისას ან/და ნუმერაციის რესურსის მინიჭებისას ;

15) პირდაპირი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის უშუალოდ დაშვება;

16) რეგულირების საფასური – ამ კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი საფასური;

17) სააბონენტო ნუმერაცია – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული ციფრული სისტემა აბონენტის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის;

18) საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ერთიანი სისტემა, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლებლისთვის საზოგადოებისათვის შეუზღუდავად ხელმისაწვდომი, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად;

19) საზიანო ხელშეშლა – ხელშეშლა, რომელიც საზიანო გავლენას ახდენს რადიოდანადგარზე ან/და მომხმარებლის ტერმინალურ მოწყობილობაზე;

20) სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჭირო სახით იდენტიფიცირებული მოწყობილობა ან მომსახურება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;

21) სიმძლავრე – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტის ფუნქციონალური რესურსის რაოდენობრივი მახასიათებელი;

22) ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელები – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელისგან ფიზიკურად განცალკევებული ქსელები, რომლებიც შექმნილია არაკომერციული მიზნით, სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად;

23) სპეციფიკური ვალდებულება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება;

24) სტრუქტურული ქვედანაყოფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის შიდაორგანიზაციული სტრუქტურის ფუნქციური ქვედანაყოფი, რომელიც ავტორიზებული პირის საქმიანობიდან გამომდინარე ასრულებს კონკრეტულ სამუშაოს და ახორციელებს განსაზღვრული სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას;

25) ტექნიკური საშუალებები – ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებებისა და საინფორმაციო სიგნალების ფორმირების, დამუშავების, გატარების, გადაცემის ან მიღების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის აღჭურვილობა და საშუალებები;

26) ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი – პრინციპი, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი გადაწყვეტილებების მიღებისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეს და არა ამ მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებულ ტექნოლოგიებს;

27) ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორი – პირი, რომელიც ფლობს და საქმიანობს ტრანზიტული გატარების ან გადაცემის ქსელის ელემენტებით და მათი გამოყენებით აერთებს ერთ ან რამდენიმე ადგილობრივი მომსახურების ზონაში მოქმედი სხვადასხვა ოპერატორების ქსელებს, ან ახორციელებს სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ან ციფრული მაუწყებლობის საინფორმაციო სიგნალების გატარებას ან/და გადაცემას;

28) ტრაფიკი – ოპერატორის ქსელის ელემენტებისა და ტექნიკური საშუალებების ჯამური დატვირთვა დროის ინტერვალში;

29) ურთიერთჩართვა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით;

30) (ამოღებულია - 28.12.2005, №2564);

31(ამოღებულია - 28.12.2005, №2564) ;

32(ამოღებულია - 28.12.2005, №2564) ;

33) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);

34) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები – სახის, ხარისხის, საფასურის და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფუნქციონალურად ერთგვაროვანი მომსახურების სახეები, რომლებიც ერთობლიობაში იმდენად მსგავსია, რომ მომხმარებელი ცვლის ან მზადაა შეცვალოს ერთი მომსახურება მეორეთი;

35) ურთიერთოპერაბელურობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ინტერფეისების, აგრეთვე ტექნიკური, საოპერაციო და ფუნქციონალური მახასიათებლების ურთიერთთავსებადობა ან/და ურთიერთმართვადობა;

36) ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო მომსახურება – ტელემაუწყებლობა, რომლის პროგრამების წარმოება, რედაქტირება და მომხმარებლისთვის მიწოდება უზრუნველყოფილია ფართოეკრანიან (16/9) ფორმატში;

37) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შემადგენელი, ფუნქციონალურად განცალკევებული (ან განცალკევებადი) ტექნიკური ან ტექნოლოგიური საშუალებები, მათი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსები და სიმძლავრეები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით უზრუნველყოფს: გამოძახებებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებას, გადაცემას, დამისამართებას (კომუტაციას); ბილინგის ინფორმაციის შეგროვებას; ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების პირობების მართვას და ურთიერთოპერაბელურობას; სააბონენტო ნომრების პორტაბელურობას; ოპერატორის საოპერაციო, საცნობარო, დამხმარე და საგანგებო მომსახურებას; ქსელების სინქრონიზაციასა და სიგნალიზაციას; გამოძახებებთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზებში შეღწევას; მულტიმედიას; ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას; კონვერსიას, კოდირებას, უსაფრთხოების დაცვას; პეიჯინგს; ციფრული მონაცემების ტელედამუშავებას და ინტერნეტის ან სხვა პროტოკოლის გამოყენებით გადაცემას და სხვა;

38) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფასთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული ქსელის ელემენტები ან ტექნიკური საშუალებები და მათი ფუნქციონალური რესურსები, მათ შორის, ციფრული მაუწყებლობის მიწოდებასთან დაკავშირებული აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემის რესურსები;

39) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის თავისუფალი ელემენტი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტი, მისი ფუნქციონალური რესურსი ან სიმძლავრე, რომელიც არ არის დატვირთული და რომლის გამოყენებაც ტექნიკური და საოპერაციო მოთხოვნების დაცვით შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად;

40) შერწყმა – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ორი ავტორიზებული პირის გაერთიანება ერთ სამეწარმეო პირად, რომელიც თავდაპირველი ავტორიზებული პირების სამართალმემკვიდრეა;

41) ციფრული ტელემაუწყებლობის აღჭურვილობა – ბოლო მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა, რომელიც მიერთებულია სატელევიზიო მიმღებთან ან ინტეგრირებულია მასში და განკუთვნილია ციფრული, ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების მისაღებად;

42) ლიცენზიის გაუქმება – ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადება;

43) პირი – ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი;

44) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, საჰაერო, რადიოსარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედები და სახაზო ტრაქტები ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსები, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებისათვის ან/და გადაცემისათვის;

45) მაუწყებლობის ტრანზიტი – ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

46) სააბონენტო ნომრის პორტაბელურობა (ტრანსლირება) – ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) არჩევანის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირის სხვა ავტორიზებული პირით შეცვლისას;

47 ) ნებართვა – ამ კანონით გათვალისწინებული წესითა და ვადით პირისათვის მინიჭებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება;

48 ) საოპერაციო აქტივი − არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია , რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით ;

49 ) რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება − პირის მიერ, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, საქმიანობისათვის რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება კომისიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე;

50 ) ნებართვის გაუქმება – ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადება;

51) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი − ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი შესაბამისი ელემენტებით (მათ შორის, მულტიპლექსპლატფორმა), რომელიც გამოიყენება ციფრული ტელემაუწყებლობის გასავრცელებლად;

52) მულტიპლექსპლატფორმა − ელექტრონული სისტემა, რომელიც აერთიანებს ტელეპროგრამებს და მათთან დაკავშირებულ მონაცემებს, აგრეთვე სხვა შესაბამის მონაცემებს ციფრულ ფორმატში, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში გასავრცელებლად.

53) რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთი (რადიოსიხშირული დიაპაზონი) – ევროპის ფარგლებში ან/და საერთაშორისო დონეზე ჰარმონიზებული ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დანაწილებული/შემოფარგლული და „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ განსაზღვრული დაწყვილებული ან დაუწყვილებელი რადიოსიხშირული რესურსი;

54) მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობა – კომისიის მიერ დადგენილი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ერთი და იმავე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად;

55) რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალური ოდენობა – რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის მეგაჰერცებით ან პროცენტებით გამოხატული მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დგინდება აუქციონის გამოცხადების შესახებ ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით;

„ჰ 56) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა – კავშირგაბმულობის ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით;

57) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურითა და დადგენილი ინტერფეისებით, კავშირგაბმულობის ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსებით/მონტაჟით;

58) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – კავშირგაბმულობის ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე მიერთების გარეშე, სპეციალური ტექნიკური ან/და პროგრამული საშუალებების გამოყენებით;

 

59) მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურაში არის შუალედური რგოლი უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემასა და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურას შორის და უზრუნველყოფს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციისა და დეაქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ტექნიკურ აღსრულებას;

60) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია − ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება;

61) ობიექტი – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 31-ე ნაწილით განსაზღვრული ობიექტი, აგრეთვე „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტი;

62) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები − მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები; კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;

63) ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმა – მულტიპლექსპლატფორმა, რომელიც განკუთვნილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საეთერო მაუწყებლების განსათავსებლად;

64) მაღალი გარჩევადობის ფორმატი – კომისიის მიერ განსაზღვრული ტელემაუწყებლობის სტანდარტი, რომელიც გამოიყენება ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის დაშვების წესის დადგენისას;

65) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 37-ე ნაწილით განსაზღვრული იდენტიფიკატორი, აგრეთვე „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იდენტიფიკატორი;

66) უფლებამოსილი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო;

[ჰ 67 ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა:

67 .ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში შესული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში, ავტომატურ რეჟიმში და მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას;

67 .ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების მიზნით ობიექტის მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ ბრძანების ინიციირებით მისი გეოლოკაციის რეალურ დროში და მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას;  (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან)]

68) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების დროებითი ან მუდმივი განთავსებით/მონტაჟით;

69) უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემა – კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურის შემადგენელი პროგრამული ინტერფეისი, რომლითაც უფლებამოსილი ორგანო ახდენს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციისა და დეაქტივაციის შესახებ ბრძანებათა დისტანციურ ინიციირებას და რომელიც გადაჭერილი ინფორმაციის მიღების საბოლოო პუნქტია.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 201 4  წლის  20  თებერვლის კანონი №2039  - ვებგვერდი, 27.02.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს  კანონი №2632  - ვებგვერდი, 12.08.2014წ.
საქართველოს 2014  წლის 30 ნოემბრის  კანონი №2871 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი 5021  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №480  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

     მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

1. საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქე და იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობენ საქართველოს სამეწარმეო პირისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზნები და პრინციპები

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა და საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემდეგი ძირითადი პრინციპების შესაბამისად:

ა) საქმიანობისას და მიღებული შედეგების გამოყენებისას იურიდიულ და ფიზიკურ პირთა თანასწორუფლებიანობა;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობაში მონოპოლიური მდგომარეობის დაუშვებლობა და მომსახურების ბაზრის ლიბერალიზაცია;

გ) თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარება;

დ) ავტორიზებული პირებისათვის ექსკლუზიური უფლებამოსილებების მინიჭებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობისას ექსკლუზიური ხელშეკრულებების დადების დაუშვებლობა;

ე) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის გამოცდილების დანერგვის, ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვისა და ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობა;

ვ) მომსახურების სახეების გაფართოებისა და ტექნიკური ნორმების შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფა;

ზ) მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა;

თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საერთაშორისო ინტეგრაცია;

ი) აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა;

კ) კომისიის მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა, ობიექტურობა, არადისკრიმინაციულობა, გამჭვირვალობა და ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

    მუხლი 5. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია.

    მუხლი 6. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და წარმართვა

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებათა გათვალისწინებით შეიმუშავებს საქართველოს მთავრობა და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში.

3. კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით.

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4319 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1036  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 7. ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების მართვა და ფლობა

ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების მართვისა და ფლობის უფლება აქვთ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ორგანოებს. მათი სტრუქტურა და ორგანიზაციული საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1036  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

მუხლი 8. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

1. ინფორმაცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მომხმარებლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული ქსელების მეშვეობით მომხმარებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია საიდუმლოა და მისი დაცვა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული ყველა სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოება. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მუშაკები და სხვა პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ ინფორმაციის საიდუმლოებას, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც უფლებამოსილი ორგანო ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, ახორციელებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებებს და ამ კანონის 8 3 მუხლით განსაზღვრულ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირებას.

4. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია საგამოძიებო ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს გადასცეს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით მომხმარებლის მიერ განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის შესახებ ინფორმაცია მისი გადაცემისთანავე, დაუყოვნებლივ, ავტომატურად უნდა განადგურდეს. აღნიშნული ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ ამ კანონის 8 1 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტისათვის.   

6. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს (შემოწმება, განცხადების განხილვა).

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2637 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2014  წლის 30 ნოემბრის  კანონი №2871 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №480  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.  

    მუხლი 81. უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვება სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით

1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით:

ა) საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა ან/და მასთან დაკავშირებული/მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები;

ბ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას მოსთხოვოს, იქონიოს მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაცემული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემისთვის რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობით განსაზღვრული არქიტექტურისა და ინტერფეისების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული და ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობების ორგანიზების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების შემდგომ ღონისძიებებს ახორციელებს უშუალოდ, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ტექნიკური და სამართლებრივი მონაწილეობის გარეშე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლებით დადგენილი წესით.

3. კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით.

4. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კომუნიკაციის ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით გადაჭერის ორგანიზებისა და განხორციელების და ტექნიკური მოპოვების წესი განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2637 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2014  წლის 30 ნოემბრის  კანონი №2871 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №480  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

     მუხლი 82. მონაცემთა გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და ინფორმაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის მიწოდება 

ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ უნდა აღრიცხოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე და 136-ე მუხლებით დადგენილი წესებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის ფაქტები და სათანადო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2637 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2014  წლის 30 ნოემბრის  კანონი №2871 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.  

    მუხლი 83. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება

1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2014  წლის 30 ნოემბრის  კანონი №2871 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3929  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №480  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.  

    [მუხლი 8 4 . გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა

1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს იმ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელური და სასადგურე ინფრასტრუქტურიდან, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მიღების შესაძლებლობა და ამ მიზნით აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს შესაბამისი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის შემდგომ ღონისძიებებს უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს უშუალოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 3 მუხლით და„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლებით დადგენილი წესით.

2. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“-ში შესული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის შესაძლებლობას.

3. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის არქიტექტურა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.  (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან)]

საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №480  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

    მუხლი 9. საერთაშორისო თანამშრომლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში და უცხო ქვეყნების ელექტრონული კომუნ იკაციების ადმინისტრაციებთან ურთიერთობისას საქართველოს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა, აგრეთვე კომისია საქართველოს მთავრობის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში.

3. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოთა საერთაშორისო გაერთიანებებში საქართველოს წარმოადგენს კომისია. საქართველოს წარმოდგენის უფლებამოსილება კომისიას უნარჩუნდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, რომლებშიც იგი უკვე გაწევრებულია.

4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უცხო ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების ადმინისტრაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას საქართველოს მთავრობა და კომისია იცავენ საქართველოს ინტერესებს.  

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1 591 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

 

თავი II. კომისია

    მუხლი 10. კომისიის სტატუსი, მისი ფორმირებისა და საქმიანობის წესი

1. კომისიის სტატუსი, მისი ფორმირებისა და საქმიანობის წესი, კომისიის თავმჯდომარის უფლებები და მოვალეობები, კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა, უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კომისიის სამართლებრივი აქტები, აგრეთვე კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ინტერესთა კონფლიქტის გარემოებები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის დებულებით.

2. კომისიის დებულება მტკიცდება კომისიის დადგენილებით.

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310

    მუხლი 11. კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის ფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების მფლობელი ავტორიზებული პირების მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა.

3. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია;

ბ) ამოწურვადი რესურსების მართვა, მათი ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფისა და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარების მიზნით რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა და გაუქმება;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

დ) ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სერტიფიცირების, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური მოწყობილობების სერტიფიცირების რეგლამენტის შესაბამისად;

ე) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება;

ვ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ზ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სა ლიცენზი ან/და სა ნებართვ პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

თ) საზოგადოებასთან ღია, საჯარო და გამჭვირვალე ურთიერთობა;

ი) რადიოელექტრონული საშუალებების ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და მისი საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის ღონისძიებათა კოორდინაცია;

კ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა საკუთარი უფლებამოსილებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) სამოყვარულო რადიოკავშირის დამყარებისა და სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესების განსაზღვრა;

მ) სხვა ფუნქციები, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონიდან და კომისიის ამოცანებიდან;

ნ) ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელთა შორის ლიცენზიით ან/და ნებართვით მინიჭებული უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის VI თავით დადგენილი წესებით;

ო) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცება, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის ადმინისტრატორის ღია კონკურსის წესით გამოვლენა, მასთან ხელშეკრულების გაფორმება და სახელშეკრულებო პირობების შესრულების მონიტორინგი.

პ) ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა;

ჟ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოობის დაცულობის ხარისხის კონტროლი.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2637 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.

    მუხლი 12. კომისიის ბიუჯეტი

1. კომისია ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს და აქვეყნებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახულია კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიისა და მისი აპარატის სახელფასო უზრუნველყოფის ხარჯები, აგრეთვე შემოსავალი.

11. კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დაფარვის შემდეგ დარჩენილი საბიუჯეტო სახსრები, არსებობის შემთხვევაში, მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

3. რეგულირების საფასური არის კომისიის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყარო, დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. რეგულირების ყოველწლიური საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ავტორიზებული პირები, ხოლო მაუწყებლობის სფეროში – „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები.

4. რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4867 - სსმ I, №21, 18.06.2007 წ., მუხ.182

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3450 - სსმ I, №42, 22.07.2010 წ., მუხ.269

    მუხლი 13. კომისიის ანგარიში

1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს მოქმედი წესების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება არა უმეტეს წელიწადში ერთხელ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორს. სატენდერო კომისიის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია.

2. კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.

3. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობას უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვონ და მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1036  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

 

თავი III. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია, ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები

    მუხლი 14. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის საფუძვლები

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ საქმიანობის ავტორიზაციის საფუძველზე.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირება ხორციელდება ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად.

3. საქმიანობის ავტორიზაცია არ არის საჭირო, თუ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები და საშუალებები გამოიყენება:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის;

ბ) საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის ორგანიზებისათვის, რომელიც იქმნება არაკომერციული მიზნით, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის შიდასაკომუნიკაციო კავშირის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

    მუხლი 15. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს;

ბ) აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას.

    უხლი 16. ავტორიზაციის დეკლარაცია

1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია.

2. დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

გ) საქმიანობის ან/და მომსახურების სახეები, რომლის ავტორიზაციასაც მოითხოვს ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი;

დ) ქსელის ან/და მომსახურების მოკლე აღწერილობა.

3. დეკლარაციას უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, აგრეთვე იურიდიული პირის წესდებისა და ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1968 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.257

    მუხლი 17. ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრი

1. კომისია აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს, რომელშიც შეიტანება დეკლარაციის მონაცემები.

2. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არსებულ მონაცემებს.

    უხლი 18. ერთიანი ავტორიზაციის წესი

1. კომისია ახორციელებს:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ავტორიზაციას;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციას.

2. დეკლარაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით.

3. თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

4. ავტორიზებულ პირებზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

5. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებას, ან განზრახული აქვს საქმიანობის მოდიფიცირება, იგი ვალდებულია 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას ამის თაობაზე. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

6. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით.

7. პირს უფლება აქვს დაიწყოს საქმიანობა ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის დღიდან.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

    მუხლი 19. ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები

1. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია:

ა) საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მოსთხოვოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება;

ბ) თავისი საქმიანობისას, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს ამოწურვადი რესურსით და დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები;

გ) ამ კანონით დადგენილი წესით, მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები;

დ)  (ამოღებულია - 28.12.2005, №2564) ;

ე) კომისიის სამართლებრივი აქტი გაასაჩივროს სასამართლოში.

2. ავტორიზებული პირი ვალდებულია:

ა) სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

ბ) შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

გ) თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება;

ე) შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა;

ვ) არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;

ზ) უზრუნველყოს მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვა;

თ) უზრუნველყოს გამოყოფილი ნუმერაციის რესურსის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ყველა ბოლო მომხმარებლისათვის, ამ კანონით დადგენილი პირობების დაცვით;

ი) უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით სარგებლობისას მომხმარებლის უსაფრთხოების წესების დაცვა;

კ) უზრუნველყოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას ელექტრომაგნიტური თავსებადობა და ხელშეშლებისა და მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა;

ლ) გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი;

მ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები;

ნ) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის გამოყენებითა და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა (ტრანსლირება) კომისიის მიერ დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების შესაბამისად;

ო) შეასრულოს მისთვის, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლისთვის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დაკისრებული ვალდებულებები.

 2 1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გარდა:

ა) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად:

ა.ა) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში იქონიოს კომუნიკაციის რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის და მხარდაჭერის მქონე სასადგურე აპარატურის, მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის მქონე მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის, შესაბამისი აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ქონას და პერიოდულ განახლებას, აგრეთვე უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და გამართული ფუნქციონირება;

ა.ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას დაეხმაროს მის წარმომადგენლებს და უზრუნველყოს მათი დაუბრკოლებელი დაშვება ინფრასტრუქტურის შესაბამის კომპონენტებთან, აგრეთვე უზრუნველყოს სათანადო აპარატურის უსასყიდლო განთავსება/მონტაჟი, მისი უსაფრთხოება და გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;

ა.გ) გონივრული ვადით ადრე წერილობით აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს იმ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარულ ტექნიკურ შესაძლებლობაზე;

ა.დ) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება;

ა.ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განხორციელებისას დაეხმაროს მის წარმომადგენლებს და ტექნიკურად უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების იმ ვადით და წესით შენახვა, რომლებიც აუცილებელია უფლებამოსილი პირის მიერ მათი კოპირების ტექნიკური პროცესის განხორციელებისთვის;

ბ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად შეასრულოს ამ პუნქტის „ა.ბ“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აგრეთვე უზრუნველყოს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლების დაუბრკოლებელი დაშვება შესაბამის აპარატურასთან დღე-ღამის ნებისმიერ დროს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განსახორციელებლად;

[გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის შესაძლებლობის ქონის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, ვალდებულია:

გ.ა)იქონიოს მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის და მხარდაჭერის მქონე სასადგურე აპარატურა და უზრუნველყოს მისი პერიოდული განახლება;

გ.ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის 8 4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას დაეხმაროს მის წარმომადგენლებს და უზრუნველყოს მათი დაუბრკოლებელი დაშვება ინფრასტრუქტურის შესაბამის კომპონენტებთან, აგრეთვე უზრუნველყოს სათანადო აპარატურის უსასყიდლო განთავსება/მონტაჟი, მისი უსაფრთხოება და გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;  (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან)]

დ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, ვალდებულია დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოსაძიებლად იქონიოს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობა;

ე) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.“.

3. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5561 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №480  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

    მუხლი 191. ავტორიზაციის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:

ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით;

ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;

გ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

2. ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე.

3. ავტორიზაცია შეჩერდება:

ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით;

ბ) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

გ) დარღვევის აღმოფხვრამდე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით, მოტივისა და საფუძვლის მითითებით ეცნობება ავტორიზებულ პირს.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.

7. ავტორიზაცია გაუქმდება:

ა) ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული;

ბ) ავტორიზებული პირის გარდაცვალებისას ან ლიკვიდაციისას.

8. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი  №3693  - ვებგვერდი, 15.06.2015წ.

 

თავი IV. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება

    მუხლი 20. კონკურენციის რეგულირების მიზნები და კომისიის ამოცანები

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების მიზნებია:

ა) ავტორიზებული პირების საქმიანობისას თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა და ეფექტიანი კონკურენციის წახალისება;

ბ) ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებსა და საშუალებებში ინვესტიციების წახალისება და ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა;

გ) რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება;

დ) ავტორიზებული პირების საქმიანობის მარეგულირებელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული რისკების მართვის გამჭვირვალე სტრუქტურის უზრუნველყოფა;

ე) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების საქმიანობის, შერწყმისა და წილის შეძენის დროს გამჭვირვალე, ობიექტური და ეფექტიანი მარეგულირებელი რეჟიმის არსებობა.

2. კომისიის ამოცანებია:

ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება;

ბ) ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას ბოლო მომხმარებლების დისკრიმინაციის დაუშვებლობა, მათი უფლებების დაცვა, მიწოდებული მომსახურების სახეებზე სუბსიდირების დაუშვებლობა საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებთან და ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებასთან თანაბარი ხელმისაწვდომობა;

დ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა მიერ იმ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რომლებიც მათ შეიძლება დაეკისროს ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად;

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობისას გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების უზრუნველყოფა.

    მუხლი 21. კონკურენციის წინასწარი რეგულირება, მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის პრინციპები

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის წინასწარი რეგულირება ხორციელდება კომისიის მიერ განსაზღვრული მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების, ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით.

2. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების და გეოგრაფიული საზღვრების განმსაზღვრელი კრიტერიუმების მიხედვით კომისია განსაზღვრავს კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით.

3. მომსახურების ბაზრის კვლევასა და ანალიზს, რომლებიც ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენის მიზნით, კომისია ატარებს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც მტკიცდება კომისიის დადგენილებით.

4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის რეგულირების უზრუნველყოფა, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის უზრუნველყოფა და ამ სეგმენტებზე პირველადი და მეორეული კრიტერიუმების შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა დადგენა ხორციელდება ობიექტურობის, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის, ფუნქციონალური ეკვივალენტობის (ფუნქციონალური კრიტერიუმების ერთგვაროვანი გამოყენების), მინიმალური საჭირო რეგულირების, პროპორციულად თანაზომადი სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების, ეფექტიანი კონკურენციის წახალისების, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების გათვალისწინებით.

5. მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის ჩატარების, ავტორიზებული პირების მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენის, ასევე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას კომისია ითვალისწინებს საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ შეთანხმებას „მომსახურებისა და ვაჭრობის შესახებ“.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

    მუხლი 22. მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის ეტაპები, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის განსაზღვრის ზოგადი დებულებები

1. მომსახურების ბაზრის კვლევა და ანალიზი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების, ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრა;

ბ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენტუნარიანობის ანალიზის ჩატარება;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა;

დ) პირველადი და მეორეული კრიტერიუმების გათვალისწინებით მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენას და მათთვის ამ კანონის V თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებას კონკრეტული პირობებით.

2. მომსახურების ბაზრის ანალიზის პროცედურები, ასევე ამ თავში აღწერილი სხვა პროცედურები მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3. მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისას კომისია ითვალისწინებს იმ ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლებიც ერთგვაროვნად განსაზღვრავს მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებს.

4. მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენტუნარიანობის ანალიზის ჩატარებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ ანალიზურ ფაქტორებს:

ა) მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე ჩამოყალიბებულ კონიუნქტურას, კონცენტრაციის დონეს და ავტორიზებული პირების მიერ დაკავებულ ფარდობით საბაზრო წილებს;

ბ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მომსახურების სახეებზე მოთხოვნისა და მიწოდების მახასიათებლებს (ელასტიურობა, მოთხოვნის ზრდა და სხვ.), აგრეთვე მოთხოვნისა და მიწოდების მხარეების ჩანაცვლების პირობებს;

გ) პოტენციურად არაკონკურენტული მომსახურების და ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე ჩამოყალიბებული ტარიფების დონეებს და მათ ისტორიულ ცვალებადობას;

დ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირების ფინანსურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მათი ურთიერთდამოკიდებულების ხარისხს და ავტორიზაციის მსურველი პირების მიერ ამ სეგმენტზე საქმიანობის დაწყების შესაძლებლობებს, ბაზარზე შესვლის დამაბრკოლებელ ინფრასტრუქტურულ და დინამიკურ ფაქტორებს, შესაბამის საინვესტიციო რისკებს;

ე) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ვერტიკალურად ინტეგრირებულობის ხარისხს და ხასიათს;

ვ)  (ამოღებულია - 28.12.2005, №2564) ;

ზ) სხვა დაკავშირებულ მახასიათებლებს, რომლებიც განისაზღვრება კომისიის დადგენილებით.

5. მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ასაბუთებს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის არაკონკურენტულობას, მისი კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას, და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია;

ბ) სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით, რომლებიც ასაბუთებენ მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას, და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია;

გ) საკუთარი ინიციატივით.

6. კომისია უფლებამოსილია დისკრეციულად მიიღოს გადაწყვეტილება როგორც მომსახურების მთლიანი ბაზრის, ისე მისი ცალკეული სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე.

7. კონკურენცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიანია, თუ ამ სეგმენტზე არ საქმიანობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი. კონკურენცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ არის ეფექტიანი, თუ ამ სეგმენტზე მოქმედ ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს აქვს ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება. თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებულ პირს აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, მას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება აქვს ასევე ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე.

8. მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი არის ავტორიზებული პირის ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი განისაზღვრება მის მიერ მიღებული შემოსავლების, ბოლო მომხმარებელთა ან აბონენტთა რაოდენობის ან გარკვეულ პერიოდში მიწოდებული მომსახურების ჯამური მოცულობის (ტრაფიკის) წილობრივი მაჩვენებლების, აგრეთვე მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ან ფუნქციონალური რესურსების რეზერვების გათვალისწინებით. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მახასიათებლების გათვალისწინებით კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის გაზომვისა და სათანადო ძირითადი კრიტერიუმის გამოყენების შესახებ.

9. თუ მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შედეგად კომისია დაადგენს, რომ ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს აქვს ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, იგი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ხასიათიდან გამომდინარე, განსაზღვრავს აღნიშნული პირებისათვის დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებს ამ კანონის V თავის შესაბამისად.

10. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენის ძირითადი კრიტერიუმის შესაბამისად ავტორიზებული პირი განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უკავია საბაზრო წილის არანაკლებ 40 პროცენტისა.

11. რამდენიმე ავტორიზებული პირი განიხილება ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე:

ა) ორი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 60 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 25 პროცენტისა;

ბ) სამი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 80 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 15 პროცენტისა.

12. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის დადგენისას და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებისას ძირითადი კრიტერიუმის გარდა გამოიყენება მეორეული კრიტერიუმები, რომლებიც ობიექტურად განსაზღვრავს ძირითადი კრიტერიუმების შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვისა და არაკონკურენტული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობებს. მეორეულ კრიტერიუმებს ანალიზური ფაქტორების გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისია.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

    მუხლი 23. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება

1. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება.

2. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონის V თავით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას.

    მუხლი 24. მომსახურების ბაზრის ანალიზთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება

კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ამ თავით განსაზღვრული კონკურენციის წინასწარი რეგულირებისა და მომსახურების ბაზრის ანალიზის საფუძველზე, გარდა პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ნაწილებისა, ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. ასევე საჯაროდ ქვეყნდება შემდეგი ინფორმაცია:

ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების ჩამონათვალი გეოგრაფიული საზღვრების განმსაზღვრელი კრიტერიუმებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების მითითებით;

ბ) ავტორიზებული პირების სია, რომელთაც მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე აქვთ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება;

გ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები და ამ ვალდებულებების კონკრეტული პირობები;

დ) იმ ძირითადი ან მეორეული კრიტერიუმების აღწერილობა, რომელთა მიხედვითაც ავტორიზებული პირი დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 25. ავტორიზებულ პირთან შერწყმის, ავტორიზებული პირის წილის, აქციებისა და საოპერაციო აქტივის შეძენის რეგულირება

1. ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება:

ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა;

ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია;

გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი.

2. ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 26. შეტყობინების ვალდებულება და ინფორმაციის გამოთხოვა

1. შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე.

2. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

3. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

გ) (ამოღებულია - 01.08.2014, №2632);

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

4. შეტყობინება არ უნდა შეიცავდეს არასწორ ან არასრულ ინფორმაციას.

5. კომისია ამოწმებს შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შესახებ ავტორიზებული პირის შეტყობინებაში მითითებულ, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მონაცემებს. თუ ავტორიზებული პირის შეტყობინება არ შეიცავს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრავს დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს.

6. ავტორიზებული პირების შერწყმისას ან მათ მიერ წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენისას, კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შესაფასებლად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა თაობაზე, სარეგისტრაციო მონაცემები და სხვა.

7. კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს  კანონი №2632  - ვებგვერდი, 12.08.2014წ.

    მუხლი 27. შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება

1. კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

2. შერწყმის ან შეძენის გამოკვლევა აუცილებელია შემდეგი გარემოებების არსებობისას:

) თუ შერწყმის ან შეძენის შემდეგ საცალო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბდება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტების სტრუქტურები , რომლებიც ურთიერთკონტროლის განხორციელების საშუალებით შეძლებენ ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვებას , შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას ;

) თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს , რომელიც ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას როგორც საცალო ბაზრის , ი სე მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ;

) თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ინიციატორი ეკონომიკური აგენტი ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას საცალო ( საბითუმო ) მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და სავარაუდო შერწყმა ხდება იმ ეკონომიკურ აგენტთან ა მნიშვნელოვანი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენა ხდება იმ ეკონომიკური აგენტისგან , რომელიც აღმავალი ( დამავალი ) მიმართულებით მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ( საცალო ) ბაზრის სეგმენტზე ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას.

3. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე შერწყმის ან შეძენის შესახებ კომისიაში წარმოდგენილი შეტყობინება და მისთვის დართული დოკუმენტაცია კონფიდენციალურია.

4. კომისია უფლებამოსილია თანხმობის გაცემის შემთხვევაში მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს ან საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს შემდგომ საქმიანობაში ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის შენარჩუნებას.

5. კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს შერწყმის ან შეძენის პირობების კორექტირება, ან საერთოდ აკრძალოს შერწყმა ან ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენა, თუ მიიჩნევს, რომ შერწყმა ან შეძენა გამოიწვევს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას.

6. კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა).

7. შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე მხარეები უფლებამოსილი არიან, შერწყმის ან შეძენის ნებისმიერ ეტაპზე შესთავაზონ კომისიას საკუთარი წინადადებები მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 28. კომისიის მიერ კონკურენციის უზრუნველყოფის უფლებამოსილებები

1. თუ კომისია დაადგენს ავტორიზებული პირის საქმიანობის შეუსაბამობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველმყოფ პირობებთან, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონით, ან მისთვის, როგორც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისთვის, დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, ან შერწყმის ან წილის შეძენის განხორციელებისას მისთვის დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები.

2. კომისია უფლებამოსილია დააკისროს ან აუკრძალოს გარკვეული მოქმედების შესრულება იმ ავტორიზებულ პირს, რომელიც ბოროტად იყენებს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, ხოლო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები.

3. თუ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც პირდაპირ საშიშროებას უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ადამიანთა ჯანმრთელობას ან რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან საოპერაციო პრობლემები შეუქმნას სხვა მიმწოდებლებს ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მომხმარებლებს, კომისია უფლებამოსილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად უზრუნველყოს აღსრულება უშუალო იძულების გამოყენებით.

4. იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ობიექტურად განაპირობებს ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათს და მიზეზებს, ეკისრება ავტორიზებულ პირს. ობიექტურად დასაბუთებული მტიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს ამ ვალდებულებების პირობებში.

5. კომისიის მიერ დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებში ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შეტანა არ ათავისუფლებს ავტორიზებულ პირს სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობისაგან.

6. კომისიამ შეიძლება შეარჩიოს მხოლოდ ის ობიექტური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს გამოვლენილი დარღვევის უსწრაფეს და ნაკლებდანახარჯიან აღმოფხვრას და არ მიაყენებს ზიანს მომხმარებლებს და შესაბამის ავტორიზებულ პირს.

 

თავი V. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სპეციფიკური ვალდებულებები

    მუხლი 29. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სპეციფიკური ვალდებულებები

1. კომისია უფლებამოსილია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ერთი ან რამდენიმე, ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური ვალდებულება:

ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;

ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;

გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად;

დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;

ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება არ გამორიცხავს ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას.

    მუხლი 30. სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება

1. სპეციფიკური ვალდებულებები ეკისრება მხოლოდ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს.

2. სპეციფიკური ვალდებულებების ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით; თუ კომისიამ არ განსაზღვრა ეს თარიღი, ავტორიზებულმა პირმა კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

3. კომისია უფლებამოსილია დააკონკრეტოს ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები და მათი შესრულების პირობები, აგრეთვე მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ცვლილებები და დამატებები შეიტანოს სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში.

4. კომისიის მიერ ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები უნდა შეესაბამებოდეს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის საბაზრო ძალაუფლებისა და მისი ბოროტად გამოყენების ხასიათს, უნდა იყოს პროპორციულად თანაზომადი და ობიექტურად დასაბუთებული.

5. თუ მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ არსებობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, სპეციფიკური ვალდებულებები უქმდება და ბაზრის შესაბამისი სეგმენტი კონკურენტულად ითვლება.

    მუხლი 31. ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება

1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს:

ა) მისი საქმიანობის ამსახველი ფინანსური საანგარიშგებო დოკუმენტაცია;

ბ) ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ;

გ) ქსელის ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის, გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა, თანალოკაციის ფართობები და ურთიერთჩართვის წერტილები;

დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით;

ე) დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები.

2. ავტორიზებული პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას: ოპერატორის ქსელის ელემენტების, მათი ფუნქციონალური რესურსებისა და თავისუფალი სიმძლავრეების, აგრეთვე დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფების შესახებ, რათა მსურველ ავტორიზებულ პირს არ მოეთხოვოს ქსელის იმ ელემენტებისათვის, ტექნიკური საშუალებებისათვის ან ფუნქციონალური რესურსებისათვის დამატებითი საფასურის გადახდა, რომლებიც მას არ მოუთხოვია.

3. კომისია უფლებამოსილია ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით დაადგინოს, თუ რა არსებით მონაცემებს უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), აგრეთვე დადგენილ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვოს ოპერატორის საჯაროდ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტაში ცვლილებების ან დამატებების შეტანა.

4. კომისიის მიერ ავტორიზებული პირისათვის ადგილობრივი დაშვების ქსელთან შეუზღუდავი დაშვების ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში ადგილობრივი მომსახურების ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) გამოქვეყნება, რომელიც უნდა მოიცავდეს ადგილობრივი დაშვების ქსელთან დაშვების, მათ შორის, ერთობლივი დაშვებისა და კომისიის მიერ დადგენილ სხვა არსებით პირობებს.

5. ინფორმაცია, რომელიც არსებითად დაკავშირებულია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებასთან, დაშვების მსურველის არადისკრიმინაციული, თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფასთან და ხელს უწყობს მის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების პირობების შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებას, არ არის დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის კომერციული საიდუმლოება.

    მუხლი 32. დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება

1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების შეთავაზებისას, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ეკვივალენტური მოთხოვნების პირობებში, ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მსურველი ავტორიზებული პირისათვის არადისკრიმინაციულად (შეუზღუდავად), ერთსა და იმავე ვადებში და ერთნაირი პირობებით მიწოდება.

2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ არადისკრიმინაციული პირობების დადგენა მოიცავს მომსახურების ერთგვაროვანი პირობების, მათ შორის: მომსახურების ხელმისაწვდომობის, ხარისხის, ტარიფების, მიწოდების ვადების, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა არსებითი ინფორმაციის გამჭვირვალეობის, აგრეთვე ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფას.

3. მსურველი ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე არსებითად მსგავსი ურთიერთობების შემთხვევებში, დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის.

4. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი უფლებამოსილია შესთავაზოს მსურველ ავტორიზებულ პირს დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდება უკეთესი პირობებით, ვიდრე ეს მოცემულია მის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებაში (მოწვევის ოფერტაში). უკეთესი პირობების შეთავაზებისას, დისკრიმინაციის დაუშვებლობის მიზნით, ოპერატორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში შეიტანოს ცვლილება თავისი მოწვევის ოფერტის შესაბამის პირობებში.

5. მსურველი ავტორიზებული პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებისაგან (მოწვევის ოფერტისაგან) განსხვავებული პირობებით დაშვების წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია თავის მოწვევის ოფერტაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ან დამატებები, გამოაქვეყნოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების აღნიშნული პირობები.

6.  (ამოღებულია - 28.12.2005, №2564) .

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

    უხლი 33. დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება

1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე.

2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად აწარმოოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება ქსელის ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით.

3. დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვისა და განაწილების, ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ავტორიზებულ პირს სააღრიცხვო, ფინანსური ინფორმაციის, მათ შორის, დანახარჯების განაწილებისა და სხვა ავტორიზებული პირებისგან მიღებული შემოსავლების თაობაზე ინფორმაციის, წარმოდგენა. კომისია უფლებამოსილია ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და კომერციული საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისი გადაწყვეტილებით საჯარო გახადოს ავტორიზებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად ან იმ ნაწილში, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წახალისებას.

4. ვერტიკალურად ინტეგრირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, ან ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორები მსურველი ავტორიზებული პირებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას დისკრიმინაციის აკრძალვის მიზნით ვალდებული არიან უზრუნველყონ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან დაშვების, აგრეთვე მომსახურების ბაზარზე შეთავაზებული საბითუმო და შიდასაწარმოო სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ტრანსფერული ტარიფების გამჭვირვალეობა.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 34. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება.

2. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური სტანდარტების დონეზე.

3. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები, საკმარისი თანალოკაციის ფართობების და ამ ფართობებზე განთავსებულ ურთიერთჩართვის წერტილებში საოპერაციო სიმძლავრეების მიწოდება.

4. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველმა ავტორიზებულმა პირმა თავის განაცხადში ცხადად უნდა ასახოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი და მის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების არსებითი პირობები.

5. მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

6. თუ ხელშეკრულება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი ოპერატორის შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) არსებით პირობებს, ან/და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეიცვალა კანონმდებლობა, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა, შესწორება ან გაუქმება.

7. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარების, აგრეთვე მომხმარებლებისათვის მიწოდებული მომსახურების სახეების გაფართოების და ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით კომისია უფლებამოსილია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს შესაბამისი გადაწყვეტილებით მოსთხოვოს მსურველი ავტორიზებული პირის მიერ მოთხოვნილი პირობების გათვალისწინებით ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება. გადაწყვეტილების მიღებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:

ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განვითარების დონეს;

ბ) დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის ტექნიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს;

გ) დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის ქსელის ელემენტების თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებისა და მოთხოვნილი სიმძლავრეების არსებობას;

დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ გასაწევი ინვესტიციების მოცულობას და შესაბამის საინვესტიციო რისკებს;

ე) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გრძელვადიანი კონკურენციის უზრუნველყოფის აუცილებლობას;

ვ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის უზრუნველყოფას.

8. კომისიის გადაწყვეტილებით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების განცალკევება, რომელთა გამოყენებასაც დასაბუთებულად ითხოვს მსურველი ავტორიზებული პირი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ასეთი განცალკევება მას ადრე არ განუხორციელებია.

9. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების განცალკევებაზე, თუ მისი განხორციელება:

ა) ტექნიკურად ან ტექნოლოგიურად შეუძლებელია ან დაარღვევს ოპერატორის ქსელის მთლიანობას (ინტეგრირებულობას);

ბ) ქსელის ელემენტის მოთხოვნილი სიმძლავრის არასაკმარისობის პირობებში შეზღუდავს სხვა ოპერატორებისათვის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ბოლო მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;

გ) არსებითად არ არის დაკავშირებული მოთხოვნილი დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

    მუხლი 35. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება

1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით.

2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომსახურებისათვის გამოყენებულ ქსელის შესაბამის ელემენტებზე, რესურსების და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, ოპერატორის უფლებას, მიიღოს გაწეულ ინვესტიციებზე გონივრული უკუგება, და ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას.

3. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების დაკისრებისას კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით დაადგინოს:

ა) ავტორიზებული პირის მიერ დაწესებული ტარიფის დანახარჯებზე ორიენტირებულობის და კომისიის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიური წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასაბუთება;

ბ) ავტორიზებული პირის მიერ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული მონაცემების კომისიისთვის წარდგენა;

გ) ავტორიზებული პირების მიერ დადგენილი, კონკურენციის შემზღუდველი ტარიფების ცვლილება;

დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების ზღვრული ტარიფები.

4. დაშვებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაწესებულმა ტარიფმა, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში კომისიის მიერ დადგენილმა ზღვრულმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გრძელვადიანი და ქმედუნარიანი კონკურენცია, ბოლო მომხმარებლების ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება, არ უნდა დაუშვას ოპერატორების მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.

5. კომისია უფლებამოსილია დაადგინოს ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები, რომელთა დაცვა სავალდებულოა ავტორიზებული პირების მიერ სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის.

6. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში ავტორიზებული პირი კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად ქმნის დანახარჯების აღრიცხვის სისტემას, აქვეყნებს მის აღწერას, წარუდგენს კომისიას და ხარჯების აღრიცხვას აწარმოებს ამ სისტემის შესაბამისად.

 

თავი VI.  ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესები

    მუხლი 36. დავის განხილვის დაწყება

1. კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად იყენებს ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებს სურთ ურთიერთობა ამ კანონით მოაწესრიგონ.

2. ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.

3. მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) განმცხადებლის გვარი, სახელი, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ან დაფუძნების აქტის მონაცემები, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

ბ) წარმომადგენლის გვარი, სახელი და საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს;

გ) იმ პირის დასახელება, რომლის წინააღმდეგაც შეტანილია განცხადება;

დ) განმცხადებლის მოთხოვნა;

ე) ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს განმცხადებელი თავის მოთხოვნას;

ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ამ გარემოებებს.

4. განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.

5. განცხადება მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს.

6. თუ განცხადებაში პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია იმგვარ მოთხოვნასთან ან გარემოებასთან, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1968 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.257

    მუხლი 37. დავის განხილვის პრინციპები

1. დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, კომისიის სხდომაზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები.

3. კომისია დავას განიხილავს ღია სხდომაზე, გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. დავის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

    მუხლი 38. მოსამზადებელი სხდომა

1. განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

2. კომისია მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას, მისი ჩატარების დღეს, დროსა და ადგილს.

3. მხარეებმა დავასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები კომისიას უნდა წარუდგინონ მოსამზადებელ სხდომამდე ან უშუალოდ სხდომაზე.

4. მხარე უფლებამოსილია მოსამზადებელ სხდომამდე ან უშუალოდ სხდომაზე კომისიას წარუდგინოს შეგებებული განცხადება (საპასუხო მოთხოვნა) ძირითად განცხადებასთან ერთად განსახილველად. შეგებებული განცხადების წარდგენა შესაძლებელია ამ მუხლით დადგენილი წესით.

5. განმცხადებელი უფლებამოსილია გაეცნოს შეგებებულ განცხადებას.

6. მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

    მუხლი 39. შეტყობინება და მოწვევა

1. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს ეცნობებათ დავის განხილვის დღე, დრო და ადგილი.

2. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, დავის განხილვაზე იწვევს მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

3. შეტყობინება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით, აგრეთვე შესაძლებელია ჩაბარდეს მხარეებს მოსამზადებელი სხდომის დასრულებისთანავე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

ა) კომისიის მისამართს;

ბ) კომისიის სხდომის დღის, დროისა და ადგილის მითითებას;

გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იწვევენ ამა თუ იმ პირს;

დ) კომისიაში მოსაწვევი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული;

ე) მხარეების მიმართ წინადადებას, წარმოადგინონ მათ ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება;

ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს.

4. შეტყობინებასთან ერთად კომისია მხარეებს უგზავნის ან ჩააბარებს დავის თაობაზე განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. კომისია დავის თაობაზე განცხადების შემტან მხარეს უგზავნის ან ჩააბარებს მეორე მხარის შეგებებული განცხადების ასლს, თუ ის შემოვიდა კომისიაში შეტყობინების გაგზავნის დროისთვის. კომისიაში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი შეიძლება გაეგზავნოს მხარეებს მას შემდეგაც, როცა შეტყობინება უკვე გაგზავნილი ან ჩაბარებულია.

5. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია მხარეები მოწვეულ იქნენ კომისიის სხდომაზე ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის მეშვეობით.

    მუხლი 40. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება

1. მხარეებმა უნდა დაამტკიცონ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებენ საკუთარ მოთხოვნებს.

2. გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მოწმეთა ჩვენებით, ექსპერტთა და სპეციალისტთა დასკვნებით, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.

3. წერილობითი მტკიცებულებებია დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. წერილობითი მტკიცებულების წარდგენა, როგორც წესი, ხდება დედნის სახით.

4. მოწმედ იკითხება პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.

5. კონკრეტულ საკითხზე განმარტების ან დასკვნის მისაცემად შეიძლება ექსპერტის მოწვევა.

6. კომისია აფასებს მტკიცებულებებს, რაც ემყარება მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

    მუხლი 41. დავის განხილვა

1. დავის განხილვა მხარის (მხარეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადაიდება კომისიის შემდეგი სხდომისთვის. არასაპატიო მიზეზით განმეორებითი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომისიის მიერ დავის განხილვას.

2. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება საქმის გარემოებების მოხსენებით, მხარეთა დასახელებით, დავის საგნისა და საფუძვლის მითითებით.

3. საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის პროცესი იწყება მხარეთაგან ახსნა-განმარტებების მიღებით.

4. სხდომაზე გამოცხადებული მხარის უარი ახსნა-განმარტების მიცემაზე არ აბრკოლებს მეორე მხარისგან ახსნა-განმარტების მიღებას.

5. სხდომის თავმჯდომარე, კომისიის წევრები მხარეებს უსვამენ შეკითხვებს, რომლებიც ხელს უწყობს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას. მხარეები უფლებამოსილი არიან ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები.

6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ყველა არსებით მომენტს, კერძოდ, კომისიის სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს: სხდომის ჩატარების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი; სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო; სხდომის შემადგენლობა და სხდომის მდივანი; საქმის დასახელება; ცნობები წარმომადგენელთა, მოწმეთა, ექსპერტთა და თარჯიმანთა გამოცხადების შესახებ; მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებანი; მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტების მიერ თავიანთი დასკვნების განმარტებები; ცნობები გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ.

    მუხლი 42. დავის გადაწყვეტა

1. დავა არსებითად წყდება კომისიის გადაწყვეტილებით.

2. მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება.

3. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება.

4. კომისია უფლებამოსილია არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

5. განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

6. ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.

7. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

 

თავი VII. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის კონტროლი და პასუხისმგებლობა

მუხლი 43. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის კონტროლი 

1. კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

2. კომისია აკონტროლებს ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი და სპეციალური ქსელებით საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, რომელთა შეუსრულებლობისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები პასუხს აგებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

3. კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების შესრულებას. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია მის/მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.

4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. საჭიროების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია გამოიყენოს ის ადმინისტრაციული უფლებამოსილება, რომელიც მას მინიჭებული აქვს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით, მაგრამ არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 44. მონიტორინგი და შემოწმება

1. ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2. ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით. გარდა ამისა, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს შემოწმება კომისიაში შესული საჩივრის, ექს-პარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე.

3. კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების დროს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებასთან.

4. შემოწმების ჩატარების შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც უნდა მიეთითოს შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა.

5. შემოწმების ჩატარებამდე შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესამოწმებელი პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარუდგინოს პირადობის მოწმობა და თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი უფლებამოსილია შეამოწმოს ავტორიზებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციფიკური საშუალებებით შეამოწმოს ტექნიკური მოწყობილობები, მოსთხოვოს თანამდებობის პირებსა და სხვა მუშაკებს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით.

6. შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ადგენს შემოწმების აქტს, რომელიც შეიტანება სპეციალურად ამისთვის წარმოებულ რეესტრში. შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს: შემოწმების ჩატარების დღე, დრო და ადგილი; შემოწმების ჩატარების საფუძველი; შესამოწმებელი პირის მხრიდან შემოწმებაზე დამსწრე პირის ვინაობა; შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი ადგილზე შემოწმდა (ასლის გადაღების შემთხვევაში ასლი უნდა დაერთოს აქტს); შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი ტექნიკური პარამეტრები; მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (მათი წერილობით მიწოდების შემთხვევაში წერილობითი მასალა უნდა დაერთოს აქტს); შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის კომენტარები (მათი არსებობის შემთხვევაში); შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) სხვა ახსნა-განმარტებანი (მათი არსებობის შემთხვევაში); შემოწმებაზე უფლებამოსილი პირისა და შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის), ხოლო მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში – სულ ცოტა 2 დამსწრე მოწმის ხელმოწერა.

7. თუ შემოწმების აქტის გარეშეც საკმარისი მტკიცებულებები არსებობს დარღვევის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება დამრღვევი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რაც ეცნობება დამრღვევს.

8. თუ შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი პირის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებს, იგი შემოწმების მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს კომისიას შესაბამისი რეაგირებისთვის.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

    მუხლი 45. პასუხისმგებლობა

1. ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

2. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

3. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

4. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის ან დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ნებართვის მფლობელს დააკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით ან მის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 46. სანქციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება

1. გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. გადაწყვეტილების მიღების თაობაზე წერილობით ეცნობება პირს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში.

2. ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების დამრღვევისათვის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. ჯარიმა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. დამრღვევის მიერ ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო კომისიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

4. თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება დაუყოვნებლივ წყდება.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №224 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.140

 

თავი VIII. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის რეგულირება

    მუხლი 47. რადიოსიხშირული სპექტრი

1. გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია საქართველოს საკუთრებაა. გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სფეროში გამოყენებული რადიოსიხშირული სპექტრი არ ექვემდებარება კერძო საკუთრებასა და მუდმივ სარგებლობაში გადაცემას და პრივატიზებას. რადიოსიხშირულ სპექტრს და გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს კუთვნილი საკომუნიკაციო თანამგზავრის პოზიციას იცავს სახელმწიფო.

2. საერთაშორისო წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციის გამოყენებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით განსაზღვრავს რადიოსიხშირეებს, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად – სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად.

3. საჰაერო მოძრავი და საჰაერო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.

4. რადიოსიხშირულ სპექტრს ანაწილებს, აგრეთვე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას არეგულირებს კომისია.

5. რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას ადგენს კომისია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული რადიოსიხშირეების გათვალისწინებით.

6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, აუქციონის ან კონკურსის წესით.

7. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, ამ კანონის 52 1 მუხლით გათვალისწინებული კონკურსის წესით.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 201 4  წლის  20  თებერვლის კანონი №2039  - ვებგვერდი, 27.02.2014წ.

მუხლი 471 . რადიოსახმობების, ამოცნობის ნიშნებისა და რადიოსიხშირეების მინიჭება

1. რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს რადიომოყვარულისთვის რადიოსახმობის მინიჭებას ამ რადიოსიხშირულ ზოლებში რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად.

2. საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს საზღვაო ხომალდისთვის რადიოსახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭებას. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად გამოყოფილი სიხშირული ზოლები უბედურებაში მოხვედრილი საზღვაო ხომალდის მიერ სამაშველო საერთაშორისო სიგნალის გადასაცემად გამოიყენება ამავე რადიორეგლამენტის II ტომის I ნაწილის №13 დანართით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად და კომისიის მიერ ნებართვით მინიჭებას არ საჭიროებს.

3. არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

4. კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირე აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს  კანონი №2632  - ვებგვერდი, 12.08.2014წ.  

    მუხლი 472. რადიოსიხშირული სპექტრის ჰარმონიზაცია

1. რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად მართვისა და გამოყენების მიზნით კომისია უზრუნველყოფს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციას „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანისა და ამავე რადიოსიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების გზით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიები გაიცემა ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად, 15 წლის ვადით, ევროკომისიის გადაწყვეტილებებით ან/და დირექტივებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების დაცვით.

3. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში ევროკომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად დანაწილებული გეგმის თანახმად გაცემული ლიცენზია ექვემდებარება მოდიფიცირებას შემდეგი პირობებით:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის დანიშნულება მოდიფიცირებული უნდა იქნეს ისე, რომ ლიცენზიის მფლობელმა შეძლოს ამოწურვადი რესურსის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, ევროკომისიის გადაწყვეტილებებით ან/და დირექტივებით განსაზღვრული ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პირობების დაცვით ელექტრონული საკომუნიკაციო ავტორიზებული საქმიანობისათვის ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად გამოყენება;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადად უნდა განისაზღვროს კომისიის მიერ ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 წელი, მიუხედავად ლიცენზიის გაცემის/მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვადისა;

გ) ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური ექვემდებარება გადაანგარიშებას კომისიის დადგენილებით განსაზღვრული წესით, შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

გ.ა) კომისია განსაზღვრავს მოდიფიცირებული ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს;

გ.ბ) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საფასურს აკლდება ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი/გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა, რომელიც კომისიის მიერ ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ლიცენზიის გაცემის/მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე პერიოდისთვის გადაანგარიშებული ოდენობის პირდაპირპროპორციულია.

4. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მოდიფიცირება მოითხოვოს ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსის მხოლოდ ნაწილზე, ხოლო დარჩენილი ნაწილი დათმოს. შესაძლებელი უნდა იყოს დათმობილი ნაწილის დამოუკიდებლად გამოყენება ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად. ლიცენზიის ნაწილობრივ დათმობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საფასურს აკლდება კომისიის მიერ ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ლიცენზიის გაცემის/მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე პერიოდისთვის გადაანგარიშებული და ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური.

5. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სრულად თქვას უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მოდიფიცირებაზე და შეწყვიტოს ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობა. ამ შემთხვევაში ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის ინიციატივით გაუქმებულად ითვლება. ლიცენზიის ლიცენზიის მფლობელის ინიციატივით გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს მის მიერ გადახდილი, ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

6. ამ მუხლის საფუძველზე გაცემულ/მოდიფიცირებულ ლიცენზიაზე არ ვრცელდება ამ კანონის 49-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების მოქმედება.

7. ამ მუხლის საფუძველზე მოდიფიცირებული ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის წესსა და გრაფიკს განსაზღვრავს კომისია. გადახდის გრაფიკი არ უნდა ითვალისწინებდეს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 50 პროცენტზე მეტის 1 წლის განმავლობაში გადახდის ვალდებულებას.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია მოდიფიცირებული უნდა იქნეს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციის მიზნით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანიდან 3 თვის განმავლობაში.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს  კანონი №2632  - ვებგვერდი, 12.08.2014წ.

    მუხლი 473. რადიოსიხშირეების შეცვლა, მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობა

1. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის ამ კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს არ აქვს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია.

2. კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის საფუძველზე გაცემული რადიოსიხშირული რესურსი ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეცვალოს „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ განსაზღვრული იმავე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ფარგლებში არსებული იმავე ოდენობის სხვა რადიოსიხშირული რესურსით, თუ ლიცენზიის მფლობელი დანერგილი ტექნოლოგიის ცვლილების გარეშე შეძლებს საქმიანობისა და მომსახურების მიწოდების გაგრძელებას. რადიოსიხშირული რესურსის შეცვლის გამო ლიცენზიის მფლობელის ხარჯის წარმოშობის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ხარჯის დაფარვის დასაბუთებული მოთხოვნით. ხარჯის ოდენობას, გადახდის ფორმასა და პირობებს განსაზღვრავს კომისია რადიოსიხშირული რესურსის შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან მის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნას.

3. ამ კანონის 472 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დაგეგმვისა და დანაწილების მიზნით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ისეთი ცვლილების შეტანისას, რომელიც შეუძლებელს ხდის არსებული და ახალდაგეგმილი ან დანაწილებული რადიოსიხშირეების ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების ერთად შენარჩუნებას, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანაარსებობას, კომისია უფლებამოსილია ამგვარი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს:

ა) არ გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ამის შესახებ ლიცენზიის მფლობელს უნდა ეცნობოს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა 3 წლით ადრე;

ბ) თუ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 წელზე ნაკლები, გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წელზე ნაკლები ვადით. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია:

ბ.ა) შეატყობინოს ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის 10 წელზე ნაკლები ვადით გაგრძელების განზრახვის თაობაზე. ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ლიცენზიის მფლობელის მიერ შეტყობინების მიღებიდან 3 წელზე ნაკლები;

ბ.ბ) ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა გაიანგარიშოს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის (წელი, თვე) მიხედვით;

გ) მოსთხოვოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსის მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობა ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. კომპენსაციის ოდენობა, გადახდის პირობები და ფორმა განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო კომპენსაცია გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომისია ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან მის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნას. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მომსახურების შესასყიდად ტენდერს აცხადებს კომისია. მომსახურების შესყიდვის ხარჯი ანაზღაურდება კომისიის ბიუჯეტიდან ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით;

დ) მასთან შეთანხმებით, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის სანაცვლოდ შესთავაზოს სხვა რადიოსიხშირული რესურსი. ამ რადიოსიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს კომისიის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე განსაზღვრულ კომპენსაციის ოდენობას. შეთავაზებული რადიოსიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულების გაანგარიშებისას:

დ.ა) კომისია ითვალისწინებს შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთში (რადიოსიხშირულ დიაპაზონში) ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებულ აუქციონზე (აუქციონებზე) 1 მეგაჰერცისათვის დაფიქსირებულ საფასურს/საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ.ბ) თუ შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთში (რადიოსიხშირულ დიაპაზონში) ბოლო 1 წლის განმავლობაში აუქციონი არ ჩატარებულა, შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის 1 მეგაჰერცის საფასური გამოიანგარიშება ამ კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

დ.გ) თუ ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აუქციონი არ არის ჩატარებული და კომპენსაციის სანაცვლოდ შეთავაზებულია ამ კანონის 472 მუხლით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსი, კომისია ითვალისწინებს 472 მუხლის საფუძველზე მოდიფიცირებული ლიცენზიით გათვალისწინებული შესაბამისი ამოწურვადი რესურსის 1 მეგაჰერცისათვის გამოანგარიშებულ საფასურს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია უნდა მოიცავდეს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი წლებისა და დათმობილი ამოწურვადი რესურსის ოდენობის პირდაპირპროპორციულად გაანგარიშებულ, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადახდილ თანხას და ქსელის მოშლის ან მოდიფიცირების ხარჯს.

5. კომისია ამ მუხლის საფუძველზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს  კანონი №2632  - ვებგვერდი, 12.08.2014წ.

    მუხლი 48. ნუმერაციის რესურსი

1. ნუმერაციის ეროვნულ სისტემას ადგენს საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით.

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია.

3. კომისია:

ა) ამტკიცებს „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებს“;

ბ) გასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას და ადგენს სანებართვო პირობებს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით;

გ) უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.

4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა და ნებართვის მაძიებლის განცხადება ნებართვის მიღების თაობაზე.

5. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას კომისია გასცემს ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად.

6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო მოსაკრებლისა და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობა ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.

 7. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით.

8. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით. ამ შემთხვევაში კომისიას ნებართვის განახლების შესახებ ინფორმაცია შეაქვს კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენილ ვადაში კომისიისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაუქმებულად ითვლება.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.  

    მუხლი 49. ლიცენზია, ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. კომისია გასცემს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას.

2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომისია გასცემს აუქციონის ან კონკურსის წესით, ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების შესაბამისად.

3. ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით.

31 . ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსი გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსის ოპტიმალური და ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით.

4. ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს, კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით.

5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:

ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;

 ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;

ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 201 4  წლის  20  თებერვლის კანონი №2039  - ვებგვერდი, 27.02.2014წ.

    მუხლი 50. ლიცენზიის მიღების საფუძველი

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა, პირის განცხადება და აუქციონში მისი გამარჯვება.

2. აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, თუ არსებობს:

ა) „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებული თავისუფალი რადიოსიხშირული სპექტრი და პირის მოთხოვნა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის შესახებ. აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში განისაზღვრება აუქციონზე გასატანი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების შესაბამისად;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის განაცხადი, მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ნებისმიერ პირს. ამ შემთხვევაში კომისია აუქციონს მართავს ამ კანონით დადგენილი საერთო წესის საფუძველზე.

3. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს პირს, რომელიც აუქციონის გამოცხადების მომენტისათვის დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად არის ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთზე (რადიოსიხშირულ დიაპაზონზე) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34  

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს  კანონი №2632  - ვებგვერდი, 12.08.2014წ.

    მუხლი 501. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველი

1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა თავისუფალი რადიოსიხშირული რესურსის არსებობისას, კომისიის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე კონკურსის გამოცხადების და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შედეგად.

2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩატარების შესახებ, თუ არსებობს:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებული თავისუფალი რადიოსიხშირული რესურსი;

ბ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის განაცხადი, მთლიანად გადასცეს მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება სხვა პირს, გარდა ამ კანონის 521 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა. ამ შემთხვევაში კომისია კონკურსს ატარებს ამავე კანონის 521 მუხლით დადგენილი წესით.

3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს კომისია ანიჭებს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ტერმინალური მოწყობილობების საიდენტიფიკაციო კოდს ლიცენზიის მოქმედების ვადით.

საქართველოს 201 4  წლის  20  თებერვლის კანონი №2039  - ვებგვერდი, 27.02.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი  №3693  - ვებგვერდი, 15.06.2015წ.

    მუხლი 51. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

2. კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ:

ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;

ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;

გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება და განახლდება გადაპირების მსურველი პირის მიერ ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ.

4. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ კომისიის მიერ ლიცენზიის გადაპირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ამავე კანონით განსაზღვრული წესით ავტორიზაციის გავლის შემდეგ.

5. აუქციონის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას აუქციონის გამართვის მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.  

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს  კანონი №2632  - ვებგვერდი, 12.08.2014წ.

    მუხლი 511. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა

1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს სხვა პირს, გარდა ამ კანონის 521 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, მთლიანად, პირდაპირი გადაპირების წესით, უკონკურსოდ, რისთვისაც დებს პირდაპირი გადაპირების შესახებ ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

2. კომისიის გადაწყვეტილებით, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ გადაპირების მსურველს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება და განახლდება გადაპირების მსურველის მიერ ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ.

4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ კომისიის მიერ ლიცენზიის გადაპირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების და ამავე კანონით განსაზღვრული წესით ავტორიზაციის გავლის შემდეგ.

5. კონკურსის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას კონკურსის ჩატარების მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად გადაცემის მიზნით.

საქართველოს 201 4  წლის  20  თებერვლის კანონი №2039  - ვებგვერდი, 27.02.2014წ.

    მუხლი 52. ლიცენზიის აუქციონის საფუძველზე გაცემა

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სულ ცოტა 1 თვით ადრე ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და განთავსდება ინტერნეტის ქსელში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრები;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობისას მისი გამოყენების ტექნიკური და საოპერაციო პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს საზიანო ხელშეშლებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილებას;

გ) საწყისი ან შეთავაზებული საფასური;

დ) განცხადებათა მიღების დაწყებისა და დამთავრების, აუქციონის გამართვის ვადები;

ე) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული სხვა მონაცემები.

3.  (ამოღებულია - 28.12.2005, №2564) .

4. აუქციონის გამართვის დროს კომისია ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალეობის, საჯაროობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებით.

5. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის მაქსიმალური ოდენობის შეთავაზება, რომლის 30 პროცენტის გადახდა ხორციელდება აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან ინტერნეტის ქსელით.

6. ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30 პროცენტის გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა ხორციელდება ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

7. თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიზანია ავტორიზებული საქმიანობის დაწყება (მომსახურების გაწევის დაწყება) და შესაბამისად მის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის თანახმად მიღების მიზნით აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. აუქციონში გამარჯვებულ პირს ეძლევა დამატებითი ვადა აღნიშნული შეუსაბამობის გამოსასწორებლად.

8. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა.

81 . დაუშვებელია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 6 თვით ერთი წლის განმავლობაში.

9. ამ კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად უნდა უზრუნველყოს:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა და ექსპლუატაცია ლიცენზიით განსაზღვრულ თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ოპერატორისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდება;

დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით, შესაბამისი ავტორიზაციის საფუძველზე, განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მომხმარებლებისათვის (მათ შორის, ბოლო მომხმარებლებისათვის) მომსახურების მიწოდება.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3453 - სსმ I, №29, 26.07.2006 წ., მუხ.230

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.   

    მუხლი 521. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესი

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

2. კონკურსის ჩატარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეები და მათი გამოყენების შესაბამისი გეოგრაფიული არეალი;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ტექნიკური და საოპერაციო პირობები საზიანო ხელშეშლის და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილებისათვის;

გ) საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური, რომელსაც კომისია ადგენს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე;

დ) დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც უნდა დაერთოს საკონკურსო განცხადებას;

ე) მოსამზადებელი სხდომის, ზეპირი მოსმენისა და კონკურსის ჩატარების თარიღები;

ვ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის პირობები;

ზ) საკონკურსო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შეფასების კრიტერიუმები და შესაბამისი ინდიკატორები;

თ) კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძვლები;

ი) სხვა მონაცემები – კომისიის გადაწყვეტილებით.

3. კომისია უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას და მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის განმავლობაში საკონკურსო განცხადებების მიღებას.

4. ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს საკონკურსო განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

გ) კომისიის გადაწყვეტილებით, თუ კონკურსი გამოცხადებულია ერთზე მეტი ლიცენზიის მოსაპოვებლად, − შესაბამისი ლიცენზია/ლიცენზიები.

5. კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს და სხვა საჯარო მოხელეს;

ბ) პოლიტიკურ პარტიას;

გ) იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს სახელმწიფო ან ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

6. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა, ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ოდენობაზე – საბანკო გარანტია;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;

გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველყოფის ტექნიკური წინადადება, რომელშიც მითითებულია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;

დ) ტელემაუწყებლებისათვის შეთავაზებული სატარიფო პირობები;

ე) საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე მეტის გადახდის შემოთავაზების შემთხვევაში – შესაბამისი შემოთავაზება;

ვ) სხვა დოკუმენტაცია – კომისიის გადაწყვეტილებით.

7. საკონკურსო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც განიხილება საკონკურსო განცხადებები და ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით იხსნება აღნიშნულ განცხადებებზე თანდართული დალუქული დოკუმენტაცია. ლიცენზიის მაძიებლების მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია მათ განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. იკრძალება კომისიისთვის საკონკურსო განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება.

8. საკონკურსო განცხადებები და მათზე თანდართული დოკუმენტაცია მომდევნო 20 დღის ვადაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო გაცნობისათვის.

9. საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კომისია ატარებს ზეპირ მოსმენას.

10. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ან არ უზრუნველყოფს დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ან თუ ის დოკუმენტაციას არასრულყოფილად წარმოადგენს, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძვლების დადგენის შემთხვევაში – მისი დისკვალიფიკაციის შესახებ.

11. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

12. კონკურსის ჩატარებისას კომისია ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებით.

13. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ, რომელიც დეტალურად დასაბუთებული უნდა იყოს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან/და ინტერნეტით.

14. კონკურსში გამარჯვებულზე ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე მეტის გადახდის შემოთავაზების შემთხვევაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე მეტი გადაიხდება ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

15. თუ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებების ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის თანახმად მიღების მიზნით კონკურსში გამარჯვებული უფლებამოსილია წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებისგან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის მათ კონკურსში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ მომდევნო 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა აღნიშნული შეუსაბამობის გამოსწორებისათვის.

16. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა.

17. ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის და ამ რესურსის გამოყენებით განხორციელებული პრაქტიკული საქმიანობის შეწყვეტა დასაშვებია კომისიისთვის წინასწარ, 6 თვით ადრე შეტყობინების პირობით.

18. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დაწყების მიზნით უნდა უზრუნველყოს:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა და ექსპლუატაცია ლიცენზიით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით, შესაბამისი ავტორიზაციის საფუძველზე, სატელევიზიო სიგნალის გავრცელება და ამ გზით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ტელემაუწყებლების დაშვება.

საქართველოს 201 4  წლის  20  თებერვლის კანონი №2039  - ვებგვერდი, 27.02.2014წ.  

    მუხლი 522. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისა და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის დაშვების წესი

1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვან არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, აგრეთვე მიაწოდონ მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება.

2. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისა და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებელი დაიშვება ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპების და კომისიის მიერ დადგენილი რიგითობის წესისა და პროცედურების დაცვით.

3. კომისიამ ამ მუხლით გათვალისწინებული რიგითობის წესისა და პროცედურების დადგენისას პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლის თარიღს და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ იმ მაუწყებლებს, რომელთა პროგრამებიც მაღალი გარჩევადობის ფორმატით გადაიცემა.

4. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში რიგში პირველ ადგილზე მყოფი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებელი უფლებამოსილია საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლიდან 2 თვის განმავლობაში ჩაერთოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში. თუ აღნიშნული მაუწყებელი 2 თვის განმავლობაში არ გამოიყენებს ამ უფლებას, იგი იმ დროისთვის არსებული რიგის ბოლო ადგილზე გადაინაცვლებს.

5. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არარსებობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 2-თვიანი ვადა აითვლება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის მიერ მოთხოვნილი სამაუწყებლო არეალის დაფარვის შესაძლებლობების მქონე შესაბამის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ადგილის განთავისუფლებისთანავე.

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებელი ვალდებულია ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ჩართვიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაიწყოს საეთერო მაუწყებლობის განხორციელება.

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებელი დაკარგავს ადგილს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში, თუ იგი საეთერო მაუწყებლობას არ ახორციელებს ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნის ან წელიწადში 45 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ მაუწყებელსა და ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულება უქმდება და აღნიშნული მაუწყებელი იმ დროისთვის არსებული რიგის ბოლო ადგილზე გადაინაცვლებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში არ ითვლება ის პერიოდი, როდესაც ტელემაუწყებელი საეთერო მაუწყებლობას ვერ ახორციელებს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების პირობების დარღვევის ან დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, საგანგებო მდგომარეობა, საომარი მდგომარეობა და სხვა) არსებობის გამო.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადები არ აითვლება და რიგი ავტომატურად გადადის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ შემდეგ მაუწყებელზე, თუ რიგში პირველ ადგილზე მყოფი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებელი წერილობით მიმართავს კომისიას ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში განთავსებაზე ან საეთერო მაუწყებლობის განხორციელების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით.

9. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არარსებობის შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის მიერ მისი მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მიმართოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის დაშვება ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით.

10. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის დაშვებას შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებამდე.

საქართველოს 2016 წლის  27   აპრილის კანონი  5021  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

    მუხლი 53. ლიცენზიის მოდიფიცირება

1. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

2. ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

    მუხლი 54. ლიცენზიის/ნებართვის გაუქმება

1. ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების საფუძველია:

ა) ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მოთხოვნა;

ბ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 6 თვით ერთი წლის განმავლობაში;

გ) ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა;

დ) სალიცენზიო პირობების დარღვევა ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში;

ე) სანებართვო პირობების დარღვევა ნებართვის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

2. ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ კომისიას.

3. ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის/ ნებართვის მფლობელს მის მიერ გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

4. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 55. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიით სარგებლობა, მიწათსარგებლობა, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების დაცვა

1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებებისა და ნაგებობების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესს და მათი დაცვის ზონებს. სახაზო ნაგებობების დაცვის ზონაში ნებისმიერი მიწის სამუშაოების ჩატარება შეიძლება მხოლოდ სახაზო ნაგებობების მფლობელთან შეთანხმებით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კომისიასთან კოორდინირებულად შეიმუშავებენ მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე და მიწის ნაკვეთებზე ავტორიზებული პირებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სისტემების, ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, აღჭურვილობებისა და დამატებითი რესურსების განთავსებისათვის უფლების მინიჭების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ პროცედურებს.

3. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს უფლება აქვთ მიწისა და ობიექტების მფლობელებთან (მესაკუთრეებთან) შეთანხმების საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციები გაიყვანონ მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, ხიდებზე, გვირაბებში, ქუჩებში, საინჟინრო ნაგებობებში, კოლექტორებსა და დაცულ ზონებში.

4. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ სოციალური ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობასა და რეკონსტრუქციას, ვალდებული არიან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში გაითვალისწინონ და აწარმოონ საინჟინრო ნაგებობების დაპროექტება, მშენებლობა ან რეკონსტრუქცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების განთავსების მიზნით.

5. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების დაპროექტების, მშენებლობისა და მონტაჟის სამუშაოები სრულდება მშენებლობის დამკვეთის ხარჯზე, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების მშენებლობისათვის დადგენილი ტექნიკური სტანდარტების დაცვით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

 

თავი IX. ციფრული მაუწყებლობა და ინდივიდუალური დაშვების სისტემები

    მუხლი 56. ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო მომსახურება

1. საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორები, რომლებიც საქმიანობენ ადგილობრივი დაშვების ქსელის საშუალებებით ბოლო მომხმარებლებისთვის ციფრული მაუწყებლობის მიწოდების სფეროში, ვალდებული არიან იმგვარად უზრუნველყონ თავიანთი ქსელებისა და ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები, რომ შეძლონ ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო სიგნალების გადაცემა და პროგრამების განაწილება (დისტრიბუცია).

2. ციფრული მაუწყებლობის მიმწოდებელი ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორი, რომელიც ახორციელებს ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო სიგნალების ბოლო მომხმარებლისთვის ტრანზიტულად განაწილებას (დისტრიბუციას), ვალდებულია სათანადოდ უზრუნველყოს თავისი ქსელის ტექნიკური საშუალებების მახასიათებლები და ფართოფორმატიანი სატელევიზიო პროგრამების ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდება ფორმატის შენარჩუნებით.

    მუხლი 57. ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების ურთიერთოპერაბელურობა და მისი უზრუნველყოფა

1. ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ღია გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისის გამოყენება. ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ შორის, აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებთან, მსურველი ავტორიზებული პირების შეუზღუდავი დაშვება.

2. ციფრული ტელემაუწყებლობის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ავტორიზებულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ურთიერთოპერაბელურობა და ღია გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისების შესაბამისობა დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებთან, ასევე უნდა მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია არჩეული გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისის მახასიათებლების შესახებ.

3. ციფრული ტელემაუწყებლობის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ავტორიზებულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების მიმწოდებლებისათვის სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით ყველა იმ არსებითი მნიშვნელობის ინფორმაციის მიწოდება, რომელიც უზრუნველყოფს მსურველი ავტორიზებული პირების შეუზღუდავ დაშვებას მათ ტექნიკურ საშუალებებთან, ფუნქციონალურ რესურსებთან და საოპერაციო სიმძლავრეებთან.

4. ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების და ციფრული მაუწყებლობის სააბონენტო აღჭურვილობის მიმწოდებელმა ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების ურთიერთოპერაბელურობა, აგრეთვე არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობებით ყველა იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ტელემაუწყებლობის მომსახურების შეუფერხებლად და ხარისხიანად მიწოდებას.

5. ციფრული მაუწყებლობის სააბონენტო აღჭურვილობამ, რომელიც განკუთვნილია ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის სიგნალების მისაღებად, უნდა უზრუნველყოს:

ა) ამ კანონით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად დადგენილი კოდირების ალგორითმით მიღებული კოდირებული სიგნალების გაშიფვრა;

ბ) ციფრული ტელემაუწყებლობის გადაცემული სიგნალების გარკვევით და ხარისხიანად გამოსახვა სატელევიზიო ეკრანზე;

გ) ციფრული ინტერაქტიული მაუწყებლობის მომსახურების სახეების ბოლო მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მიწოდება;

დ) ტექნიკური საშუალებებისა და მომსახურების სახეების ურთიერთოპერაბელურობა.

 

თავი X. სტანდარტიზაცია, სერტიფიკაცია და მეტროლოგიური ნორმების დაცვა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

    მუხლი 58. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი სტანდარტები

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები შეესაბამება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს.

    მუხლი 59. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირება

1. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირება ხორციელდება კომისიის მიერ დამტკიცებული რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის შესაბამისად.

2. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირებას ახორციელებენ სერტიფიცირების საგამოცდო ცენტრები და ლაბორატორიები, რომლებიც კომისიის წარდგინებით აკრედიტებული არიან საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოში. აკრედიტებული საგამოცდო ცენტრის (ლაბორატორიის) მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების დარღვევისას კომისიის წარდგინების საფუძველზე აკრედიტაცია უქმდება.

3. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირება ხორციელდება შესაბამისი ტექნიკური ნორმების დაცვით.

    მუხლი 60. ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებების მეტროლოგიური ნორმების დაცვა

1. ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებების მეტროლოგიურ ნორმებს იცავენ სერტიფიცირების საგამოცდო ცენტრები და ლაბორატორიები.

2. კომისია დადგენილი წესით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში არეგულირებს და აკონტროლებს ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებების მეტროლოგიური ნორმების დაცვას.

 

თავი XI.  მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

    მუხლი 61. (ამოღებულია)

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

    მუხლი 62. მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მომსახურების ზოგადი წესები

1. მომხმარებელს აქვს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის უფლება.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია.

3. მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის, გაწეული ან არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების, საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის ინფორმაციის შესახებ.

4. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს;

ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ;

გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს;

დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს;

ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ;

ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს;

ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს;

თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.

5. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და ზედამხედველობს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ამ ხარისხის დაცვას.

6. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი აბონენტი უფასო საცნობარო მომსახურებით, მათ შორის, ბილინგის ინფორმაციისა და დავალიანების შესახებ უფასო საინფორმაციო მომსახურებით და შესაბამისი ანგარიშით.

 7. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი აბონენტისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოს საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომრები.

8. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტს განსაზღვრავს კომისია ნორმატიული აქტით.

    მუხლი 63. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელსა და ბოლო მომხმარებელს შორის დავის განხილვის წესი

1. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელსა და ბოლო მომხმარებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ურთიერთობა რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შექმნას საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების ეფექტიანი შიდა მექანიზმი. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს თავად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს ან/და კომისიას ან პირდაპირ სასამართლოს.

3. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საჩივარი განიხილოს 15 დღის ვადაში.

4.  (ამოღებულია - 28.12.2005, №2564) ;

5. მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, აგრეთვე დაკავშირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებთან, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

6. ზეპირი მოსმენის სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა გამოკვლევა, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა და დამსწრე პირთა მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლების განხორციელება.

7. ბოლო მომხმარებელსა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს ამ კანონის V თავით დადგენილი წესით, თუ ამ თავით არ არის დადგენილი განსხვავებული წესი.

8. ზეპირი მოსმენის შესახებ დგება ოქმი. ოქმში უნდა მიეთითოს: ადმინისტრაციული წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა მოსმენა; ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება; განხილვის წელი, თვე და რიცხვი, დრო და ადგილი; სხდომის თავმჯდომარის, ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარის, ექსპერტის, მოწმის ვინაობა; ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი განცხადების მოკლე მიმოხილვა; მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებების მოკლე აღწერა; შემთხვევის ადგილის (არსებობის შემთხვევაში) დათვალიერების შედეგის აღწერა.

9. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ოქმს და გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები ოქმის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ კომისია ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ.

10. ზეპირი მოსმენის ძირითადი მიზანია დავის მხარეთა მორიგებით გადაწყვეტა.

11. ზეპირი მოსმენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მხარეებისთვის სავალდებულოა შესასრულებლად. გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს კომისიის მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა ზეპირ მოსმენაში.

12. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევი პირის მიმართ სანქციების გამოყენებისა და დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

 

თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 64. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში კომისია ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზირებული პირის ავტომატურ ავტორიზაციას ამ კანონის შესაბამისად და გასცემს სათანადო მოწმობებს, აგრეთვე ახდენს იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების ამ კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით.

2. ყველა პირი, რომელიც ამოწურვად რესურსს იყენებს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემაზე გადასვლა განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორები, საუწყებო ქსელების მფლობელი პირები და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ქსელის სისტემათა შესაბამისობა ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასთან.

4.  (ამოღებულია - 28.12.2005, №2564) ;

5. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 მაისამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს „საფოსტო კავშირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.

6. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი.

7. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“;

ბ) „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების შესახებ;

გ) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე;

დ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ დამტკიცების თაობაზე;

ე) „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე;

ვ) „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე.

71 . კომისიამ 2012 წლის 1 თებერვლამდე:

ა) მიიღოს დადგენილება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ დამტკიცების შესახებ;

ბ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილება შეუსაბამოს ამ კანონს.

8. ავტორიზაციის სისტემაზე სრულყოფილად გადასვლამდე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზიის მფლობელმა, რომელიც თავის საქმიანობაში იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს (გარდა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისა და იმ ლიცენზიის მფლობელებისა, რომლებსაც რადიოსიხშირეები მიენიჭათ შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ან სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგის დაცვის და ეკოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებათა ჩასატარებლად საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის), „რადიოსxიშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების შესახებ“ კომისიის ნორმატიული აქტის მიღებამდე, ეს რადიოსიხშირეები გამოიყენოს მხოლოდ მის ლიცენზიაში განსაზღვრული საქმიანობისათვის.

9. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი და ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში აღიარებული ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები განსაზღვრულია „რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტით“.

10 . (ამოღებულია – 08.04.2011, №4526).

11. (ამოღებულია - 27.06.2008, №67).

12. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ძალადაკარგულად ცნოს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №10 დადგენილება.

13. (ამოღებულია - 01.08.2014, №2632).

14. უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპეციალურ ანგარიშზე არსებული თანხა მიიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

15.  (ამოღებულია - 27.06.2008, №67).

16. კომისიამ 2011 წლის 1 მაისამდე მიიღოს დადგენილება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“.

17. ამ კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის იმ მფლობელებმა, რომლებსაც პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განსაზღვრული არ აქვთ, პრაქტიკული საქმიანობა დაიწყონ 2011 წლის 1 სექტემბრამდე.

18 . პირები, რომლებზედაც 2012 წლის 1 თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია ან რომლებსაც ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მინიჭებული ჰქონდათ კომისიის გადაწყვეტილებით, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი ვადის განმავლობაში.

19. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2015 წლის 1 სექტემბრამდე სათანადო აქტით განსაზღვროს ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №888 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.292

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს  კანონი №2632  - ვებგვერდი, 12.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3929  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

    მუხლი 641. კანონის მოქმედება

თუ ამ კანონით დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიების გაცემისა და სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების განხორციელების „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებული წესი, აგრეთვე პასუხისმგებლობის განსხვავებული ფორმა ან/და ოდენობა, გამოიყენება ეს კანონი.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

    მუხლი 65. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს კომისიის:

ა) 2000 წლის 1 სექტემბრის დადგენილება „კავშირგაბმულობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

ბ) 2001 წლის 10 ივლისის დადგენილება „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

გ) 2002 წლის 20 დეკემბრის დადგენილება „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე.

2. ამ კანონის შესაბამისად კომისიის მიერ ნორმატიული აქტის მიღებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც აწესრიგებს კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ ურთიერთობებს.

    მუხლი 66. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 45-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის 45-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 2 ივნისი

№1514-Iს

27. 22/03/2017 - საქართველოს კანონი - 480-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5021-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 14/04/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/625,640 - ვებგვერდი, 22/04/2016 24. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3929-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 23. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3693-IIს - ვებგვერდი, 15/06/2015 22. 30/11/2014 - საქართველოს კანონი - 2871-Iს - ვებგვერდი, 30/11/2014 21. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2637-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2632-რს - ვებგვერდი, 12/08/2014 19. 20/02/2014 - საქართველოს კანონი - 2039-IIს - ვებგვერდი, 27/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1591-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 17. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1036-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6328-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 15. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5546-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 14. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5561 - ვებგვერდი, 111228057, 28/12/2011 13. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5293-IIს - ვებგვერდი, 111208012, 08/12/2011 12. 08/04/2011 - საქართველოს კანონი - 4526-Iს - ვებგვერდი, 110502024, 02/05/2011 11. 09/03/2011 - საქართველოს კანონი - 4319-Iს - ვებგვერდი, 110322020, 22/03/2011 10. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 9. 16/07/2010 - საქართველოს კანონი - 3450 - სსმ, 42, 22/07/2010 8. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1968 - სსმ, 35, 19/11/2009 7. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 888 - სსმ, 40, 29/12/2008 6. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 224 - სსმ, 17, 28/07/2008 5. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 67 - სსმ, 12, 14/07/2008 4. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4867 - სსმ, 21, 18/06/2007 3. 08/12/2006 - საქართველოს კანონი - 3921 - სსმ, 46, 13/12/2006 2. 14/07/2006 - საქართველოს კანონი - 3453 - სსმ, 29, 26/07/2006 1. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2564 - სსმ, 4, 18/01/2006
totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.