„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1577-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.020574
1577-VIIIმს-Xმპ
24/05/2022
ვებგვერდი, 06/06/2022
320110000.05.001.020574
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ71“ ქვეპუნქტი:

„ჰ71) მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემა − ტექნიკური სისტემა, რომელიც იძლევა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული ან მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ძებნის ინიციირების შესახებ ან/და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) შესახებ პოლიციის ან სხვა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მიერ მოთხოვნის წარდგენისა და წარდგენილი მოთხოვნის გაუქმების შესაძლებლობას, ამასთანავე, დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული ან მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელში აქტივაციის (მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) შემთხვევაში აქტივაცია მოიცავს აქტივაციის მცდელობის შემთხვევებს) შესახებ ინფორმაციის პოლიციისთვის ან სხვა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდების შესაძლებლობას.“.

2. მე-19 მუხლის 21 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, ვალდებულია დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული ან მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოსაძიებლად იქონიოს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობა, ამასთანავე, უზრუნველყოს მათი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიან სისტემაში ჩართვა;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“−„დ3“ ქვეპუნქტები:

„დ1) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში შესაბამის საგამოძიებო ორგანოს აცნობოს დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირებისა და საჭიროების შემთხვევაში მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) შესახებ, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი  წესით მიაწოდოს შესაბამის ორგანოს ინფორმაცია სატელეფონო ნომრისა და მისი მფლობელის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ. გამომძიებლისა და პროკურორის მიერ შესაბამისი მოთხოვნის ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენის შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის უტყუარობის დასადასტურებლად საკმარისია მასზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა;

2) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მესაკუთრის განცხადება დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების მიზნით მისი აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაციის პოლიციისთვის მიწოდების თაობაზე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ამ მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების, სატელეფონო ნომრისა და მისი მფლობელის, აღნიშნული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ აცნობოს პოლიციას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია პოლიციას უნდა მიეწოდოს განმცხადებლის წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. განმცხადებელი ვალდებულია დაადასტუროს დაკარგულ მობილურ საკომუნიკაციო აღჭურვილობაზე მისი საკუთრების უფლება;

3) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არსებობს პოლიციის მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების მიზნით მისი აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ამ მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების, მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების), სატელეფონო ნომრისა და მისი მფლობელის, აღნიშნული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ აცნობოს პოლიციას. პოლიციის მიერ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენის შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის უტყუარობის დასადასტურებლად საკმარისია მასზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობისა და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება;“.

მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ 2022 წლის 1 სექტემბრამდე ნორმატიული აქტით განსაზღვროს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობის მოთხოვნები.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

24 მაისი 2022 წ.

N1577-VIIIმს-Xმპ