დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3286-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 320110000.05.001.019080 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს (შემოწმება, განცხადების განხილვა).“. 2. 82 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 82. მონაცემთა გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და ინფორმაციის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიწოდება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ უნდა აღრიცხოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე და 136-ე მუხლებით დადგენილი წესებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის ფაქტები და სათანადო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 10 მაისიდან. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4241 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4590 – ვებგვერდი, 08.05.2019წ. |
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3286-რს |
დოკუმენტის კომენტარები