„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2871-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017551
2871-Iს
30/11/2014
ვებგვერდი, 30/11/2014
320110000.05.001.017551
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ56“−„ჰ62“ ქვეპუნქტები:

„ჰ56) ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობა − წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურითა და დადგენილი ინტერფეისებით, გადაცემის პროცესში მყოფი კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების შესაძლებლობა;

57) მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა − სპეციალური კომპიუტერული სისტემა, რომელიც ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურაში არის შუამავალი რგოლი სამართალდამცავი ორგანოს მონიტორინგის სისტემასა და მომსახურების მიმწოდებლის ინფრასტრუქტურას შორის და რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის აქტივაციისა და დეაქტივაციის შესახებ სამართალდამცავი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ტექნიკურ აღსრულებას; 

58) სამართალდამცავი ორგანოს მონიტორინგის სისტემა − პროგრამული ინტერფეისი, რომლის მეშვეობითაც ხდება ობიექტის აქტივაციის შესახებ ბრძანების ინიციირება და რომელიც არის გადაჭერილი ინფორმაციის მიღების საბოლოო პუნქტი;

59) ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი − მოსამართლის განჩინებით/პროკურორის მოტივირებული დადგენილებით განსაზღვრული კონკრეტული იდენტიფიკატორი;

60) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია − ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება;

61) უფლებამოსილი ორგანო − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 32-ე ნაწილით განსაზღვრული ორგანო;

62) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები − მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები; კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები.“.

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის შესახებ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს.“.

3. 8და 82 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით განხორციელებულ კომუნიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდება

უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას უნდა ჰქონდეს მისი ქსელების მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემისთვის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობა.

მუხლი 82. მონაცემთა გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და ინფორმაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის მიწოდება

ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ უნდა აღრიცხოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე და 136-ე მუხლებით დადგენილი წესებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის ფაქტები და სათანადო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 მუხლი:

„მუხლი 83. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება

1. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განსახორციელებლად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს უფლება აქვს:

ა) ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, სასადგურე აპარატურიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ განათავსოს მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა და სხვა სათანადო აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების შემდგომ ღონისძიებებს უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს უშუალოდ, სასამართლოს განჩინების ან პროკურორის მოტივირებული დადგენილების საფუძველზე;

ბ) განახორციელოს კავშირგაბმულობის არხში არსებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და მათი 2 წლის ვადით შენახვა. ამ შემთხვევაში ინფორმაციის კავშირგაბმულობის არხიდან/კომპიუტერული სისტემიდან მოხსნის და ფიქსაციის შემდგომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს აღნიშნულ კოპირებულ მონაცემთა ბანკებიდან, სასამართლოს განჩინების ან პროკურორის მოტივირებული დადგენილების საფუძველზე.

2. ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო აქტით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ნოემბერი 2014 წ.

N2871-Iს