„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2623-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.018911
2623-IIს
27/06/2018
ვებგვერდი, 06/07/2018
320110000.05.001.018911
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) მე-19 მუხლის 21  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, საგანგებო სიტუაციის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნით უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინებისა და სხვა ინფორმაციის გადაცემას „ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ივნისი 2018 წ.

N2623-IIს