„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5021-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.018102
5021-IIს
27/04/2016
ვებგვერდი, 13/05/2016
320110000.05.001.018102
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ63“ და „ჰ64“ ქვეპუნქტები:

„ჰ63) ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმა – მულტიპლექსპლატფორმა, რომელიც განკუთვნილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საეთერო მაუწყებლების განსათავსებლად;

64) მაღალი გარჩევადობის ფორმატი – კომისიის მიერ განსაზღვრული ტელემაუწყებლობის სტანდარტი, რომელიც გამოიყენება ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის დაშვების წესის დადგენისას.“.

  2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 522 მუხლი:

 „მუხლი 522. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისა და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის დაშვების წესი

1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვან არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, აგრეთვე მიაწოდონ მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება.

2. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისა და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებელი დაიშვება ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპების და კომისიის მიერ დადგენილი რიგითობის წესისა და პროცედურების დაცვით.

3. კომისიამ ამ მუხლით გათვალისწინებული რიგითობის წესისა და პროცედურების დადგენისას პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლის თარიღს და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ იმ მაუწყებლებს, რომელთა პროგრამებიც მაღალი გარჩევადობის ფორმატით გადაიცემა.

4. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში რიგში პირველ ადგილზე მყოფი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებელი უფლებამოსილია საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლიდან 2 თვის განმავლობაში ჩაერთოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში. თუ აღნიშნული მაუწყებელი 2 თვის განმავლობაში არ გამოიყენებს ამ უფლებას, იგი იმ დროისთვის არსებული რიგის ბოლო ადგილზე გადაინაცვლებს.

5. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არარსებობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 2-თვიანი ვადა აითვლება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის მიერ მოთხოვნილი სამაუწყებლო არეალის დაფარვის შესაძლებლობების მქონე შესაბამის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ადგილის განთავისუფლებისთანავე.

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებელი ვალდებულია ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ჩართვიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაიწყოს საეთერო მაუწყებლობის განხორციელება.

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებელი დაკარგავს ადგილს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში, თუ იგი საეთერო მაუწყებლობას არ ახორციელებს ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნის ან წელიწადში 45 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ მაუწყებელსა და ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულება უქმდება და აღნიშნული მაუწყებელი იმ დროისთვის არსებული რიგის ბოლო ადგილზე გადაინაცვლებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში არ ითვლება ის პერიოდი, როდესაც ტელემაუწყებელი საეთერო მაუწყებლობას ვერ ახორციელებს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ან ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების პირობების დარღვევის ან დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, საგანგებო მდგომარეობა, საომარი მდგომარეობა და სხვა) არსებობის გამო.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადები არ აითვლება და რიგი ავტომატურად გადადის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ შემდეგ მაუწყებელზე, თუ რიგში პირველ ადგილზე მყოფი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებელი წერილობით მიმართავს კომისიას ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში განთავსებაზე ან საეთერო მაუწყებლობის განხორციელების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით.

9. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არარსებობის შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის მიერ მისი მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მიმართოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის დაშვება ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით.

10. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის დაშვებას შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებამდე.“.

მუხლი 2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 1 ივლისამდე მიიღოს შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მაღალი გარჩევადობის ფორმატი და დადგინდება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისა და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი და დაშვების რიგითობის წესი და პროცედურები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 აპრილი 2016 წ.

N5021-IIს