„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1329-VIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.020515
1329-VIIრს-Xმპ
30/12/2021
ვებგვერდი, 13/01/2022
320110000.05.001.020515
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს (შემოწმება, განცხადების განხილვა).“.

2. 82 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 82. მონაცემთა გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და ინფორმაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მიწოდება

ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ უნდა აღრიცხოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე და 136-ე მუხლებით დადგენილი წესებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის გადაცემის ფაქტები და სათანადო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 დეკემბერი 2021 წ.

N1329-VIIრს-Xმპ