დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3929-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 320110000.05.001.017846 |
|
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 83 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სათანადო აქტით.“. 2. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი: „19. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2015 წლის 1 სექტემბრამდე სათანადო აქტით განსაზღვროს ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. |
ქუთაისი, 8 ივლისი 2015 წ. N3929-რს |
დოკუმენტის კომენტარები