დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1036-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/09/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 320110000.05.001.017051 |
|
მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში.“. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების მართვა და ფლობა ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების მართვისა და ფლობის უფლება აქვთ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ორგანოებს. მათი სტრუქტურა და ორგანიზაციული საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“. 3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.“. მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ და სხვა შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უზრუნველყონ ამავე კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების მიღება. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამართლებრივი აქტების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტები. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 6 სექტემბერი 2013 წ. N1036-Iს |
დოკუმენტის კომენტარები