„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2564
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 18/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.05.001.002.133
  • Word
2564
28/12/2005
სსმ, 4, 18/01/2006
320.110.000.05.001.002.133
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური – რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობისათვის ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა განისაზღვრება აუქციონის საფუძველზე და რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) გადაპირება – ლიცენზიის მფლობელის მიერ მის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების ამ კანონით გათვალისწინებული წესით ნაწილობრივი ან სრული დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ;“;

გ) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ3) ლიცენზია – სპეციალური ნებართვა, რომელიც პირს განსაზღვრული ვადით ანიჭებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლებას;“;

დ) „ჰ30“, „ჰ31“ და „ჰ32“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) „ჰ41“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ42“ და „ჰ43“ ქვეპუნქტები:

„ჰ42) ლიცენზიის გაუქმება – ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადება;

43) პირი – ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი.“.

2. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.“;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის VI თავით დადგენილი წესებით.“.

3. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დაფარვის შემდეგ დარჩენილი საბიუჯეტო სახსრები, არსებობის შემთხვევაში, მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 1 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.“.

4. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეკლარაციას უნდა დაერთოს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, აგრეთვე იურიდიული პირის წესდებისა და ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი.“.

5. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.“.

6. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 26-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შერწყმის ან წილის შეძენის შედეგად მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ახალჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს საოპერაციო აქტივების ან შესაბამისი წილების გაყიდვა.“.

9. 32-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

11. 43-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა მიერ – აგრეთვე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებას.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. კომისია აკონტროლებს ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი და სპეციალური ქსელებით საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

12. კომისია აკონტროლებს რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებას.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი, 11 და 12 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.“.

12. 44-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2. ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით. გარდა ამისა, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს შემოწმება კომისიაში შესული საჩივრის, ექს-პარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე.

3. კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების დროს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებასთან.

4. შემოწმების ჩატარების შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც უნდა მიეთითოს შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა.

5. შემოწმების ჩატარებამდე შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესამოწმებელი პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარუდგინოს პირადობის მოწმობა და თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი უფლებამოსილია შეამოწმოს ავტორიზებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციფიკური საშუალებებით შეამოწმოს ტექნიკური მოწყობილობები, მოსთხოვოს თანამდებობის პირებსა და სხვა მუშაკებს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით.

6. შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ადგენს შემოწმების აქტს, რომელიც შეიტანება სპეციალურად ამისთვის წარმოებულ რეესტრში. შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს: შემოწმების ჩატარების დღე, დრო და ადგილი; შემოწმების ჩატარების საფუძველი; შესამოწმებელი პირის მხრიდან შემოწმებაზე დამსწრე პირის ვინაობა; შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი ადგილზე შემოწმდა (ასლის გადაღების შემთხვევაში ასლი უნდა დაერთოს აქტს); შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი ტექნიკური პარამეტრები; მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (მათი წერილობით მიწოდების შემთხვევაში წერილობითი მასალა უნდა დაერთოს აქტს); შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის კომენტარები (მათი არსებობის შემთხვევაში); შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) სხვა ახსნა-განმარტებანი (მათი არსებობის შემთხვევაში); შემოწმებაზე უფლებამოსილი პირისა და შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის), ხოლო მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში – სულ ცოტა 2 დამსწრე მოწმის ხელმოწერა.“.

13. 45-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

14. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. გადაწყვეტილების მიღების თაობაზე წერილობით ეცნობება პირს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში.“.

15. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 47. რადიოსიხშირული სპექტრი

1. გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია საქართველოს საკუთრებაა. გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სფეროში გამოყენებული რადიოსიხშირული სპექტრი არ ექვემდებარება კერძო საკუთრებასა და მუდმივ სარგებლობაში გადაცემას და პრივატიზებას. რადიოსიხშირულ სპექტრს და გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს კუთვნილი საკომუნიკაციო თანამგზავრის პოზიციას იცავს სახელმწიფო.

2. საერთაშორისო წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციის გამოყენებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით განსაზღვრავს რადიოსიხშირეებს, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად – სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად.

3. საჰაერო მოძრავი და საჰაერო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.

4. რადიოსიხშირულ სპექტრს ანაწილებს, აგრეთვე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას არეგულირებს კომისია.

5. რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას ადგენს კომისია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული რადიოსიხშირეების გათვალისწინებით.

6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, აუქციონის წესით.“.

16. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 მუხლი:

     „მუხლი 471. რადიოსახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭება

1. რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს რადიომოყვარულისთვის რადიოსახმობის მინიჭებას ამ რადიოსიხშირულ ზოლებში რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად.

2. საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს საზღვაო ხომალდებისთვის რადიოსახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭებას.“.

17. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. კომისია ახორციელებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემას.“.

18. 49-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას კომისია გასცემს ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის ტიპებს, მათი გამართვის პროცედურებს და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის გაანგარიშების წესებს.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით, მას კომისიის გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით.

5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 1 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს, ხოლო თუ ამ წლის განმავლობაში იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, – იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს; ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.“.

19. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 50. ლიცენზიის მიღების საფუძველი

1. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა, პირის განცხადება და აუქციონში მისი გამარჯვება.

2. აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, თუ არსებობს:

ა) რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით გათვალისწინებული თავისუფალი რადიოსიხშირული სპექტრი ან/და ნუმერაციის ეროვნული სისტემით განსაზღვრული ნუმერაციის თავისუფალი რესურსი და პირის მოთხოვნა რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის თაობაზე. აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში განისაზღვრება აუქციონზე გასატანი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის განაცხადი, მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება ნებისმიერ პირს. ამ შემთხვევაში კომისია აუქციონს მართავს ამ კანონით დადგენილი საერთო წესის საფუძველზე.

3. კომისიის გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული სპექტრიდან კომისიის მიერ დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი.“.

20. 51-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების სხვა პირებისთვის გადაცემა“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას და მას დადებიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს კომისიას. კომისიას 3 დღის ვადაში შეაქვს სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სალიცენზიო მოწმობას.

 2. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა ლიცენზიით განსაზღვრული პირობების და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისიას წარუდგენს ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების თაობაზე სათანადო ინფორმაციას და ამ კანონით განსაზღვრული წესით გაივლის ავტორიზაციას.“.

21. 52-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული სხვა მონაცემები.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიზანია ავტორიზებული საქმიანობის დაწყება (მომსახურების გაწევის დაწყება) და შესაბამისად მის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის თანახმად მიღების მიზნით აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. აუქციონში გამარჯვებულ პირს ეძლევა დამატებითი ვადა აღნიშნული შეუსაბამობის გამოსასწორებლად.“.

22. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 54. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიის გაუქმების საფუძველი, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, შეიძლება იყოს:

ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;

ბ) სალიცენზიო პირობების დარღვევა.“.

23. 55-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ადგენს დაცვის ზონებს. დაცვის ზონაში ნებისმიერი მიწის სამუშაოების ჩატარება შეიძლება მხოლოდ ქსელის მფლობელთან შეთანხმებით.“.

24. XI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა“.

25. 61-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

26. 63-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

27. 64-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი.“;

გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტები:

„10. ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, აგრეთვე თუ კომისიის ნებართვით მათზე გაცემულია ნუმერაციის რესურსი, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს ან ნუმერაციის რესურსს შესაბამისი ვადის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

11. არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

12. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ძალადაკარგულად ცნოს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №10 დადგენილება.

13. კომისიის მიერ ლიცენზიის საფუძველზე გაცემული ან/და კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირის შეცვლა ლიცენზიის მოქმედების ან/და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შეიძლება ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ რადიოსიხშირის შეცვლით პირს მიადგა ზიანი, მიყენებული ზიანის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ხოლო გადახდის პირობები და ფორმა – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კომისიის მიერ.

14. უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპეციალურ ანგარიშზე არსებული თანხა მიიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

15. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის იმავე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისათვის პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ კანონის ამოქმედების შემდეგ გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს და სალიცენზიო მოსაკრებელს.“.

28. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 641 მუხლი:

     „მუხლი 641. კანონის მოქმედება

თუ ამ კანონით დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიების გაცემისა და სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების განხორციელების „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებული წესი, აგრეთვე პასუხისმგებლობის განსხვავებული ფორმა ან/და ოდენობა, გამოიყენება ეს კანონი.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2564-რს