დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
იურიდიული დახმარების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4955 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/06/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 02/07/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 160.020.020.05.001.002.895 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (22/12/2022 - 09/02/2023)
1. ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული დაცვის უფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი, სოციალურ მოთხოვნილებაზე ორიენტირებული, მდგრადი და საიმედო იურიდიული დახმარების სისტემის და საბიუჯეტო სახსრების გამჭირვალე და შედეგიანი ხარჯვისათვის იურიდიული დახმარების ადმინისტრირების ეფექტიანი სისტემის შექმნა.
2. ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.
3. იურიდიული დახმარება ეფუძნება კანონიერების, მხარეთა თანასწორობის პრინციპებს და უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით დაუბრკოლებელ სარგებლობას.
4. ამ კანონით დადგენილი წესით იურიდიული კონსულტაცია გაიწევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იურიდიული დახმარება – სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფოს ხარჯზე;
ბ) იურიდიული კონსულტაცია – ყველასთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი რჩევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
გ) მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მონაცემების საფუძველზე შედგენილი იურიდიული დახმარების განმახორციელებელი ადვოკატების სია;
დ) საზოგადოებრივი ადვოკატი – იურიდიული დახმარების ბიუროს, იურიდიული დახმარების მიმწოდებლის ან რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას;
ე) იურიდიული დახმარების მიმწოდებელი (შემდგომში – მიმწოდებელი) – იურიდიული დახმარების განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ადვოკატი;
ვ) იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი – საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს;
ზ) გადახდისუუნარო პირი – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.
მუხლი 3. იურიდიული დახმარების სახეები
ამ კანონის მიზნებისათვის, იურიდიული დახმარების სახეებია:
ა) სამართლებრივი დოკუმენტების (განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და სხვა დოკუმენტები) შედგენა;
ბ) ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და გამართლებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში;
გ) დაზარალებულის დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევებში;
დ) წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით;
ე) წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
მუხლი 4. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი
ფიზიკურ პირს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.
მუხლი 41. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე არასრულწლოვანი
1. არასრულწლოვანი სარგებლობს უფასო იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).
2. იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ყველა არასრულწლოვნისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, აგრეთვე ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების საშუალებით.
3. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3716 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2388 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5016 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5916 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
მუხლი 42. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედი ჯგუფი
იურიდიული დახმარების სამსახურში ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანს პირველი მოთხოვნისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებით.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3716 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
მუხლი 43. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის საადვოკატო მომსახურების გაწევას სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის, წარმომადგენლობას ადმინისტრაციული წარმოებისას და სამართლებრივ კონსულტაციას;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის იურიდიული დახმარების სამსახურის ყველა ტერიტორიული ერთეულის სავალდებულო ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მომსახურებისა და შენობა-ნაგებობების შიდა და გარე ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას;
გ) კადრების გადამზადებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6830 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 5. იურიდიული დახმარების გაწევის პირობები
1. იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით, თუ ბრალდებული, მსჯავრდებული ან/და გამართლებული გადახდისუუნაროა.
2. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობა, აგრეთვე ადმინისტრაციულ საქმეზე ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა უზრუნველყოფილია, თუ პირი გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა (მისი სასამართლოში წარმომადგენლობა, ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა) მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე.
21. იურიდიული დახმარების სამსახური გადახდისუუნარო პირისთვის უზრუნველყოფს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის მიუხედავად.
22. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია იმ პირისათვის, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც უნდა განიხილოს სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV11 თავით გათვალისწინებულ საქმეებთან დაკავშირებით, აგრეთვე იმ მხარდაჭერის მიმღებისთვის, რომელიც არის მხარე სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, იმ შემთხვევაში, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი.
2 3. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია იმ თავშესაფრის მაძიებლისათვის, აგრეთვე იმ საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის, რომლის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავაც უნდა განიხილოს სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 6 თავით გათვალისწინებულ საქმესთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, იმ შემთხვევაში, თუ მან ადვოკატი ზოგადი წესით არ აირჩია.
2 4. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის/სავარაუდო მსხვერპლისათვის, როდესაც მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის გამოცემის საკითხს განიხილავს სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21 13 მუხლით დადგენილი წესით, მიუხედავად ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის გადახდისუნარიანობისა, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი.
[2 4 . ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის, როდესაც მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის გამოცემის საკითხს განიხილავს სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21 13 მუხლით დადგენილი წესით, მიუხედავად ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის გადახდისუნარიანობისა, თუ მან ადვოკატი ზოგადი წესით არ აირჩია. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)]
25. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, მიუხედავად მისი გადახდისუუნარობისა, თუ ეს საქმე ეხება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე და მეექვსე წიგნებიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან, საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“ და აღნიშნული კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს, დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან და ამ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტით ან იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალით, ამ საქმეზე იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოში მისი განხილვა გაერთიანებული სასარჩელო წესითაა შესაძლებელი. აღნიშნული საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შემთხვევაში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) ხორციელდება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გათვალისწინებულია ამ პუნქტით ან იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალით.
26. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად მიიჩნევა, სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით), ხოლო აღნიშნული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად არ მიიჩნევა, უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით) და ამ კანონით დადგენილი წესით დასტურდება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:
ა) იურიდიული დახმარების სამსახურისთვის მიმართვამდე 12 თვის განმავლობაში პირის, როგორც ფიზიკური პირის, დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობა შესაბამისი ცნობის გაცემის მომენტისთვის არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში აღნიშნულ ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს. სხვადასხვა ან ერთ კომერციულ ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობის შემთხვევაში ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება აღნიშნულ ანგარიშებზე არსებული თანხების ჯამური ოდენობა;
ბ) პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დგინდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმების საფუძველზე.
3. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება იმ პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი.
მუხლი 6. პირის გადახდისუუნარობის დადგენა
1. იმ პირთა კატეგორიებს, რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის გადახდისუუნაროდ ითვლებიან, და გადახდისუუნარობის დადასტურების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. საჭიროების შემთხვევაში პირის გადახდისუუნარობის დადგენის მიზნით იურიდიული დახმარების ბიურო ან მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სათანადო ინფორმაცია.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად არ მიიჩნევა, ამავე კანონის მე-5 მუხლის 26 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადასტურებლად იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართავს და მას შესაბამის წერილობით დოკუმენტაციას წარუდგენს.
2. იურიდიული დახმარების სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას, ამ კანონის მე-5 მუხლის 26 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული კვალიფიკაციის დადგენის მიზნით შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოსგან. ეს ორგანო ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მას დაუყოვნებლივ მიაწოდოს.
3. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას თავად მოიძიოს ამ კანონის მე-5 მუხლის 26 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენისთვის აუცილებელი ინფორმაცია. ყველა ადმინისტრაციული ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებულია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, რომელშიც მითითებულია განმცხადებლის მიერ მისთვის ინფორმაციის მოპოვების უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე, დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ მიაწოდოს იურიდიული დახმარების სამსახურს ინფორმაცია შესაბამისი პირის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. აღნიშნული პირის წერილობით თანხმობაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და დაწესებულებებისგან გამოთხოვის უფლებამოსილების იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ერთჯერადად გადაცემის თაობაზე.
მუხლი 7. იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება
1. თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გადაწყვეტილება გამოიტანა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის სასარგებლოდ, იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირმა იურიდიული დახმარება მიიღო გადახდისუუნარობის შესახებ ყალბი, ცრუ ინფორმაციის წარდგენით, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მისთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარჯები.
თავი III. იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
მუხლი 8. იურიდიული დახმარების სამსახური
1. იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე.
2. სამსახურის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-11, მე-12 და მე-14 მუხლების მოქმედება.
3. სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახურის დირექტორი (შემდგომ − დირექტორი) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
5. (ამოღებულია - 06.12.2018, №3886).
6. სამსახური შედგება სამსახურის აპარატისაგან (შემდგომ – აპარატი), ამ კანონის საფუძველზე შექმნილი იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისაგან.
7. სამსახურის დებულებას დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს იურიდიული დახმარების საბჭო.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
მუხლი 8 1 . სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები
სამსახური დამოუკიდებლად ასრულებს მისთვის დაკისრებულ ამოცანებს. დაუშვებელია მის საქმიანობაზე ზემოქმედება.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
მუხლი 82. საქმიანობა, რომელიც წინასწარ თანხმობას საჭიროებს
1. სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით შეიძლება:
ა) აიღოს სესხი;
ბ) განახორციელოს თავდებობა;
გ) განსაზღვროს სამსახურის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი;
დ) განსაზღვროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები.
2. სამსახურმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება:
ა) შეიძინოს, გაასხვისოს და დატვირთოს უძრავი ქონება;
ბ) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
მუხლი 10. იურიდიული დახმარების საბჭო
1. სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კოლეგიური ორგანო − იურიდიული დახმარების საბჭო (შემდგომ − საბჭო).
2. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთაგან 3 წევრს ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, 3 წევრს − საქართველოს სახალხო დამცველი, 1 წევრს იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატთაგან შეარჩევენ იურიდიული დახმარების ბიუროები, 1 წევრს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთაგან წარადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1 წევრს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისაგან − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
21. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის წესით საბჭოს წევრად უნდა აირჩიოს მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატი, რომელსაც აქვს საადვოკატო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
3. საქართველოს სახალხო დამცველი საბჭოს 1 წევრს წარადგენს თავისი აპარატის შემადგენლობიდან.
4. საქართველოს სახალხო დამცველი საბჭოს 2 წევრს შეარჩევს ღია კონკურსის წესით, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისაგან, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე.
5. საქართველოს სახალხო დამცველმა ღია კონკურსის წესით საბჭოს წევრად უნდა შეარჩიოს საზოგადოებრივი აღიარებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრი არ შეიძლება ახორციელებდეს საადვოკატო საქმიანობას.
6. საბჭოს წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი და ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრის გამოწვევა დაუშვებელია.
7. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
8. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია. საბჭოს ის წევრი, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია, შეირჩევა 1 წლის ვადით, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-8−მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ საბჭოს წევრად არჩეული პირების შემადგენლობა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საბჭოს წევრად წარდგენილი პირების შემადგენლობა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ყოველწლიურად განახლდება 1/3-ით.
9. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ 2-ჯერ.
10. საბჭოს სხდომაში დირექტორი მონაწილეობს სათათბირო ხმის უფლებით.
11. საბჭოს სხდომა საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს სხდომის დახურვას. საბჭოს სხდომაზე დასწრების წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით.
12. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო.
13. საბჭო იკრიბება 2 თვეში ერთხელ მაინც.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4254 - ვებგვერდი, 01.03.2011წ.
მუხლი 11. საბჭოს ფუნქციები და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. საბჭო:
ა) კონკურსის წესით ირჩევს დირექტორს და ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში იღებს გადაწყვეტილებას დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;
ბ) ამტკიცებს სამსახურის სტრატეგიას და ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს;
გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის დებულებას, ხოლო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით − საბჭოს დებულებას;
დ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესსა და კრიტერიუმებს;
ე) ამტკიცებს ამ კანონის მე-5 მუხლის 26 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მძიმე ფინანსური მდგომარეობის დადგენისა და იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზედაც დირექტორმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ;
ვ) დირექტორის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის შექმნისა და გაუქმების თაობაზე, განსაზღვრავს იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის სამოქმედო ტერიტორიებს;
ზ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხის ზღვრულ ოდენობას;
თ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურას, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობას და გაცემის წესს;
ი) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლისა და რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის ანგარიშგების წესსა და ფორმას;
კ) ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს ისმენს დირექტორის ფინანსურ ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
ლ) ისმენს დირექტორის მიმდინარე და წლიურ ანგარიშებს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
მ) სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს დირექტორს და საბჭოს დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს;
ნ) საჭიროების შემთხვევაში ისმენს იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშს, აგრეთვე მათ წინადადებებს სამსახურის საქმიანობის ოპტიმიზაციის თაობაზე;
ო) უფლებამოსილია მოისმინოს სამსახურში დასაქმებული პირის პრეტენზია დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით;
პ) უფლებამოსილია განახორციელოს კვლევა, რომლის მიზანია იურიდიული დახმარებისა და იურიდიული კონსულტაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შესწავლა;
ჟ) პოპულარიზაციას უწევს სამსახურის საქმიანობას;
რ) ახორციელებს ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ბ,“ „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.
3. საბჭოს ის წევრი, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია, არ მონაწილეობს კენჭისყრაში, თუ საბჭო განიხილავს დირექტორის არჩევისა და დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხებს.
4. საბჭოს ემსახურება სამდივნო, რომლის საშტატო ნუსხას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო. სამდივნოს თანამშრომლებს საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. სამდივნოს თანამშრომლები სამსახურის თანამშრომლები არიან.
1. საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე) აირჩევა საბჭოს წევრებისგან, საბჭოს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, 1 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. თავმჯდომარის არჩევის, მისი უფლებამოსილების გაგრძელებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილების ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კენჭისყრაში მონაწილე ყველა წევრი.
3. თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს და საბჭოს სახელით შედგენილ სხვა დოკუმენტებს, საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს დებულების პროექტს.
მუხლი 121. საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები
1. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;
გ1) თუ იგი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) ზედიზედ სამჯერ არასაპატიო მიზეზით საბჭოს სხდომებზე დაუსწრებლობის შემთხვევაში;
ე) გარდაცვალების შემთხვევაში;
ვ) თუ იგი დაინიშნა მოსამართლედ ან პროკურორად;
ზ) თუ იგი არის თანამდებობრივად გამწესებული საბჭოს წევრი და მას შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება;
თ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1“, „დ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საბჭო ცნობად იღებს, რის შედეგადაც საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.
1. სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საბჭო შეარჩევს ღია კონკურსის წესით, 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დირექტორად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. დირექტორი ახორციელებს ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, აღასრულებს საბჭოს გადაწყვეტილებებს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში.
3. დირექტორად შეიძლება შერჩეულ იქნეს არანაკლებ 30 წლის, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლისა და ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
4. დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს საბჭოს წევრი. უფლებამოსილების ვადის განმავლობაში დირექტორს არ აქვს საადვოკატო ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების უფლება, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობებისა.
5. დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
6. თუ ამ კანონითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ერთპიროვნულად მისაღები გადაწყვეტილების მიმართ დირექტორს აქვს პირადი ინტერესი, იგი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წერილობით აცნობოს საბჭოს, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
7. დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;
გ1) თუ იგი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) თუ მან დაარღვია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;
ე) თუ იგი უხეშად ან სისტემატურად არღვევს კანონს, სამსახურის დებულებას, არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს;
ვ) გარდაცვალების შემთხვევაში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ 1“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საბჭო ცნობად იღებს, რის შედეგადაც დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.
მუხლი 14. დირექტორის ფუნქციები
1. დირექტორის ფუნქციებია:
ა) სამსახურის ხელმძღვანელობა, საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის საქმიანობის ზედამხედველობა;
ბ) სამსახურის დებულებისა და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე წინადადების შემუშავება და დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა;
გ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საბჭოსთან შეთანხმებით, საქართველოს პარლამენტისთვის სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
დ) საბჭოს მიერ დამტკიცებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობების განსაზღვრა;
ე) საბჭოსთან შეთანხმებით სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ნიმუშისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ვ) საბჭოსთან შეთანხმებით სამსახურის ბიუჯეტის პროექტისა და სამსახურის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენა;
ზ) იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის შექმნისა და გაუქმების თაობაზე, აგრეთვე იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებათა პროექტების საბჭოსთვის წარდგენა;
თ) საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლისა და რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის ანგარიშგების წესისა და ფორმის შემუშავება და დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა;
ი) რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურის, შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გაცემის წესის შემუშავება და დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა;
კ) რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის მიერ კვალიფიციური იურიდიული დახმარების გაწევის უზრუნველყოფა და გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი სამსახურის დებულებით დადგენილი წესით;
ლ) სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცება;
მ) სამსახურის მიერ სტატისტიკის წარმოების კოორდინაცია და მისი ანალიზი;
ნ) აპარატის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, მათ მიმართ დისციპლინური ზემოქმედებისა და წახალისების ღონისძიებათა გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების შემუშავება, დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა და მისი შესრულების ზედამხედველობა;
პ) საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრების, აგრეთვე იურიდიულ დახმარებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის განხილვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჟ) სასწავლო კურსებისა და სემინარების ჩატარების უზრუნველყოფა სამსახურის თანამშრომელთა და საზოგადოებრივ ადვოკატთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
რ) სამსახურის საქმიანობის შესახებ მიმდინარე და წლიური ანგარიშების საბჭოსთვის წარდგენა;
ს) ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს სამსახურის საქმიანობის შესახებ ფინანსური ანგარიშის საბჭოსთვის წარდგენა;
ტ) სამსახურის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
უ) სამსახურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ფ) სამსახურის საქმიანობის პოპულარიზაციის უზრუნველყოფა;
ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;
ღ) ამ კანონითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. დირექტორი უფლებამოსილია იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელს, ადვოკატსა და კონსულტანტს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყვიტოს მხოლოდ საბჭოს თანხმობით, გარდა პირადი განცხადებით განთავისუფლების შემთხვევისა, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით.
3. დირექტორის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.
სამსახურის ეფექტიანი მართვის მიზნით იქმნება აპარატი, რომლის ფორმირების წესი, სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის დებულებით.
მუხლი 16. იურიდიული დახმარების ბიურო
1. იურიდიული დახმარების ბიურო არის სამსახურის შემადგენელი ერთეული, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესითა და თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს იურიდიულ დახმარებას.
2. იურიდიული დახმარების ბიურო პასუხისმგებელია თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში კვალიფიციური იურიდიული დახმარების უზრუნველყოფისა და იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა ინტერესების მაქსიმალური დაცვისათვის, რათა მათ შეძლონ, სრულად ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით.
3. იურიდიული დახმარების ბიუროს შემადგენლობაში შედიან იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელი, ადვოკატები, კონსულტანტები და ადმინისტრაციული პერსონალი.
4. იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. დაუშვებელია იურიდიული დახმარების ბიუროს საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება.
6. იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები მოქმედებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის შესაბამისად.
7. იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელის, ადვოკატების, კონსულტანტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის უფლებამოსილებანი განისაზღვრება სამსახურის დებულებით.
8. იურიდიული დახმარების ბიუროები იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატთაგან ყოველწლიურად შეარჩევენ საბჭოს 1 წევრს.
9. იურიდიული დახმარების ბიუროს მიერ საბჭოში წარდგენილი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 2 თვისა თითოეული იურიდიული დახმარების ბიურო უფლებამოსილია საბჭოს წევრად ასარჩევად წარადგინოს 1 კანდიდატი. იურიდიული დახმარების ბიურო თავის შემადგენლობაში შემავალ ადვოკატთაგან საბჭოს წევრობის კანდიდატს შეარჩევს ფარული კენჭისყრით, ამავე ბიუროს ადვოკატთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კენჭისყრის შედეგად ორი ან ორზე მეტი ადვოკატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას დააგროვებს.
10. იურიდიული დახმარების ბიუროებიდან შერჩეული თითოეული კანდიდატი კენჭისყრიდან 3 კვირის ვადაში წარმოადგენს სამოქმედო პროგრამას მომავალი 1 წლის განმავლობაში მის მიერ საბჭოში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით. კანდიდატები კენჭს უყრიან წარმოდგენილ სამოქმედო პროგრამებს. კენჭისყრაში არ მონაწილეობს ის კანდიდატი, რომლის სამოქმედო პროგრამასაც ეყრება კენჭი. საბჭოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომლის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო პროგრამაც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. კენჭისყრის შედეგად ორი ან ორზე მეტი კანდიდატის სამოქმედო პროგრამების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში ამ პროგრამებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. საბჭოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომლის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო პროგრამაც სხვა კანდიდატების სამოქმედო პროგრამებზე მეტ ხმას დააგროვებს.
მუხლი 17. საკონსულტაციო ცენტრი
1. იურიდიული კონსულტაცია ხორციელდება იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის ფარგლებში შექმნილ საკონსულტაციო ცენტრებში. იურიდიული კონსულტაციის ხანგრძლივობაა არა უმეტეს ერთი საათისა.
2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, მიიღოს იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ საკონსულტაციო ცენტრში, საცხოვრებელი ადგილისა და ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად.
3. საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც არ მოქმედებს იურიდიული დახმარების ბიურო, რეესტრიდან საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს საკონსულტაციო ცენტრი.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
მიმწოდებელი არის ტენდერის საფუძველზე შერჩეული კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ადვოკატი, რომელიც ახორციელებს იურიდიულ დახმარებას ამ კანონის საფუძველზე და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში.
1. რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლის ან საკონსულტაციო ცენტრის მიმართვის საფუძველზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას სახელმწიფოს ხარჯზე.
2. რეესტრს აწარმოებს სამსახური. რეესტრში ადვოკატის რეგისტრაცია ხორციელდება ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ღია კონკურსის გზით.
3. რეესტრისა და განცხადების ფორმებს ადგენს დირექტორი და ამტკიცებს საბჭო.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
საზოგადოებრივი ადვოკატი, მათ შორის, რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი, ვალდებულია, გაწეული იურიდიული დახმარების შესახებ ანგარიში დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში წარუდგინოს შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებელს ან საკონსულტაციო ცენტრს.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
თავი IV. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა
მუხლი 21. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მისი შრომის ანაზღაურება
1. სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი:
ა) ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან/და გამართლებულის ან მისი წარმომადგენლის ან/და ახლო ნათესავის მიმართვის საფუძველზე;
ბ) პროცესის მწარმოებელი ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე.
2. ბრალდებულს, მსჯავრდებულს ან/და გამართლებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს საზოგადოებრივ ადვოკატს და მოიწვიოს იგი. პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უზრუნველყოს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
2 1. საზოგადოებრივი ადვოკატის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი:
ა) უშუალოდ იმ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რომელიც ითხოვს იურიდიულ დახმარებას;
ბ) სასამართლოს დასაბუთებული განჩინების საფუძველზე.
3. იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი დაუყოვნებლივ განიხილავს პირის მიმართვას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით, არკვევს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს, და 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის ან მის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის შესახებ.
4. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სამსახურის დირექტორთან, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი – სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით.
6. საქმეში ჩართული საზოგადოებრივი ადვოკატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ კანონით, სამსახურის დებულებითა და საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას.
7. იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატი სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაწევისათვის იღებს ხელფასს, ხოლო მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული დახმარება ანაზღაურდება საბჭოს მიერ დამტკიცებული შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გაცემის წესის შესაბამისად.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
მუხლი 211. საზოგადოებრივი ადვოკატის დამოუკიდებლობის გარანტიები
საზოგადოებრივი ადვოკატი საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. დაუშვებელია საზოგადოებრივი ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე მის მიმართ სანქციის გამოყენება ან სანქციის გამოყენების მუქარა იმ საქმიანობის გამო, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ადვოკატთა ეთიკის კოდექსს.
თავი V. სამსახურის საქმიანობის ფინანსური გარანტიები
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
მუხლი 22. სამსახურის დაფინანსების წყაროები
1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) შემოწირულებები და გრანტები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სამსახურის სახელმწიფო დაფინანსება განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით.
3. სამსახურის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება საბჭოსთან შეთანხმებით და საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის საფუძველზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 22 1 . სამსახურის ბიუჯეტის შემცირება
სამსახურის ბიუჯეტის შემცირება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს თანხმობით.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
თავი VI. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 23. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. (ამოღებულია).
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. 2009 წლის 1 იანვრამდე სისხლის სამართლის პროცესში იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია ამ კანონით დადგენილი წესით ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
მუხლი 231. იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის დროებითი წესები
1. გადახდისუუნარო პირისთვის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაწილში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა), საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე ეხება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე და მეექვსე წიგნებიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“, აგრეთვე აღნიშნული კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს.
2. საბჭო უფლებამოსილია 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე დამატებით განსაზღვროს ის საკითხები, რომლებიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში და რომლებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) სამსახურმა უნდა უზრუნველყოს პირის გადახდისუუნარობისა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით.
3. თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომელიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში, ამ საქმესთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში მისი განხილვა გაერთიანებული სასარჩელო წესითაა შესაძლებელი. საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შემთხვევაში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) ხორციელდება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება ადმინისტრაციულ საქმეებზე (გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც უკავშირდება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს ან გამომდინარეობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ან/და საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“) ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობაზე გავრცელდეს 2016 წლის 15 ივნისიდან.
5. ამ მუხლის მოქმედება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ საკითხებზე გავრცელდეს 2018 წლის 1 მარტიდან.
მუხლი 232. საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის დროებითი წესი
1. 2018 წელს ერთჯერადად საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 4 წლით, გარდა იურიდიული დახმარების ბიუროების მიერ შერჩეული წევრისა.
2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის პირველი წლის გასვლის შემდეგ, მათ მიერ შერჩეული 3-3 წევრიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და საქართველოს სახალხო დამცველმა წილისყრით შეარჩიონ საბჭოს ის წევრები, რომელთა უფლებამოსილების დარჩენილი ვადაც განისაზღვრება 1, 2 და 3 წლით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი წევრი არჩეულ იქნეს ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი ვადითა და წესით.
4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ათვლა იწყება საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის განსაზღვრისთანავე.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
თავი VII. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 25. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №308 ბრძანება.
1. ეს კანონი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ეს კანონი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოში წარმომადგენლობის ნაწილში, გარდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის განხორციელების შემთხვევებისა, ამოქმედდეს 2015 წლის 15 აპრილიდან, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ნაწილში – გამოქვეყნებისთანავე.
2 1. ეს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის (გარდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლისა) ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში წარმომადგენლობის ნაწილში ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.
3. ეს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელების შემთხვევებში ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან.
4. ეს კანონი ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობის ნაწილში, გარდა პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვის შემთხვევისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის განხორციელების შემთხვევისა, ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2008 წლის 7 ოქტომბრის კანონი №325 - სსმ I, №24, 20.10.2008 წ., მუხ.163
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4112 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ., მუხ.484
საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4254 - ვებგვერდი, 01.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6400 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 19 ივნისი
№4955–Iს
დოკუმენტის კომენტარები