„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1971-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 160020020.05.001.018772
1971-IIს
22/02/2018
ვებგვერდი, 26/02/2018
160020020.05.001.018772
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 და 2პუნქტები:

„24. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის/სავარაუდო მსხვერპლისათვის, როდესაც მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად   დამცავი ორდერის გამოცემის საკითხს განიხილავს სასამართლო  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლით  დადგენილი წესით, მიუხედავად ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის გადახდისუნარიანობისა, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი.

25. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს ამ კანონის 231 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან, მიუხედავად მსხვერპლის გადახდისუნარიანობისა, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი.“.

2. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2პუნქტი:

„21. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის წესით საბჭოს წევრად უნდა აირჩიოს მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატი, რომელსაც აქვს საადვოკატო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.“;

ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია. საბჭოს ის წევრი, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია, შეირჩევა 1 წლის ვადით, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-8−მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ საბჭოს წევრად არჩეული პირების შემადგენლობა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საბჭოს წევრად წარდგენილი პირების შემადგენლობა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ყოველწლიურად განახლდება 1/3-ით.

9. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ 2-ჯერ.“. 

3. 231 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 231. იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის დროებითი წესები

1. გადახდისუუნარო პირისთვის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაწილში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა), საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე ეხება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე და მეექვსე წიგნებიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან,  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“, აგრეთვე აღნიშნული კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს.

2. საბჭო უფლებამოსილია 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე დამატებით განსაზღვროს ის საკითხები, რომლებიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში და რომლებთან დაკავშირებით  იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) სამსახურმა უნდა უზრუნველყოს პირის გადახდისუუნარობისა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით.

3. თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომელიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში, ამ საქმესთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში მისი განხილვა გაერთიანებული სასარჩელო წესითაა შესაძლებელი. საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შემთხვევაში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) ხორციელდება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება ადმინისტრაციულ საქმეებზე (გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც უკავშირდება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს ან გამომდინარეობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ან/და საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“) ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობაზე გავრცელდეს 2016 წლის 15 ივნისიდან.

5. ამ მუხლის მოქმედება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ საკითხებზე გავრცელდეს 2018 წლის 1 მარტიდან.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 232 მუხლი:

„მუხლი 232. საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის დროებითი წესი

1. 2018 წელს ერთჯერადად საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 4 წლით, გარდა იურიდიული დახმარების ბიუროების მიერ შერჩეული წევრისა.

2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის პირველი წლის გასვლის შემდეგ, მათ მიერ შერჩეული 3-3 წევრიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და საქართველოს სახალხო დამცველმა წილისყრით შეარჩიონ საბჭოს ის წევრები, რომელთა უფლებამოსილების დარჩენილი ვადაც განისაზღვრება 1, 2 და 3 წლით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი წევრი არჩეულ იქნეს ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი ვადითა და წესით.

4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ათვლა იწყება საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის განსაზღვრისთანავე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 თებერვალი 2018 წ.

N1971-IIს