„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 968
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 30/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 160.020.020.05.001.003.462
  • Word
968
30/12/2008
სსმ, 41, 30/12/2008
160.020.020.05.001.003.462
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით, თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი, მსჯავრდებული გადახდისუუნაროა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. განსაკუთრებულ შემთხვევებში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება იმ პირისათვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით.“.

3. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები“.

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

 ,,მუხლი 81. სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები

სამსახური დამოუკიდებლად ასრულებს მისთვის დაკისრებულ ამოცანებს. დაუშვებელია მის საქმიანობაზე ზემოქმედება.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურის საქმიანობის, ამ კანონის, სამსახურის დებულებისა და სხვა აქტების შესრულების, გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ეფექტიანობის ზედამხედველობა დირექტორის ანგარიშებისა და სამსახურის მონიტორინგის საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-10 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო ორგანო – სამსახურის მონიტორინგის საბჭო (შემდგომში – საბჭო).

2. საბჭო შედგება 7 წევრისაგან, რომელთაგან ერთი წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს, ერთი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, ერთი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა ან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრს, ხოლო ერთი – ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს. საბჭოს საქმიანობაში წევრის სახით მონაწილეობს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საბჭოს სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ დირექტორი და იურიდიული დახმარების ბიუროს 2 წარმომადგენელი.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო.“.

8. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. საბჭოს ფუნქციები

საბჭო:

ა) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

ბ) ყოველი წლის დასაწყისში ამტკიცებს სამსახურის სტრატეგიას, ახორციელებს მონიტორინგს სამსახურის სტრატეგიის შესრულებაზე;

გ) სამსახურის ფუნქციონირების დახვეწის მიზნით დირექტორთან შეთანხმებით შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს და განსახილველად წარუდგენს მინისტრს;

დ) ისმენს დირექტორის კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

ე) ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს ისმენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ფინანსურ ანგარიშს;

ვ) ახორციელებს ამ კანონით და საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

9. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) რეესტრში რეგისტრირებულ ადვოკატთა საქმეში ჩართვის პროცედურისა და შრომის ანაზღაურების ოდენობების განსაზღვრა;“.

10. მე-17 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკონსულტაციო ცენტრი“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც არ მოქმედებს იურიდიული დახმარების ბიურო, რეესტრიდან საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს საკონსულტაციო ცენტრი.“.

11. მე-19 და მე-20 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 19. რეესტრი

1. რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლის ან საკონსულტაციო ცენტრის მიმართვის საფუძველზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას სახელმწიფოს ხარჯზე.

2. რეესტრს აწარმოებს სამსახური. რეესტრში ადვოკატის რეგისტრაცია ხორციელდება ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ღია კონკურსის გზით.

3. რეესტრისა და განცხადების ფორმებს ადგენს დირექტორი და ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 20. ანგარიშგების ფორმა

საზოგადოებრივი ადვოკატი, მათ შორის, რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი, ვალდებულია, გაწეული იურიდიული დახმარების შესახებ ანგარიში დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში წარუდგინოს შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებელს ან საკონსულტაციო ცენტრს.“.

12. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი:

ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ან მისი წარმომადგენლის ან/და ახლო ნათესავის მიმართვის საფუძველზე;

ბ) პროცესის მწარმოებელი ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი განიხილავს პირის მიმართვას, არკვევს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს, და იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.“.

13. V თავის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამსახურის საქმიანობის ფინანსური გარანტიები“;

ბ) 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

 ,,მუხლი 221. სამსახურის ბიუჯეტის შემცირება

სამსახურის ბიუჯეტის შემცირება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს თანხმობით.“.

14. 23-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

15. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამონაცვლე.

2. საქართველოს იუსტიციისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

4. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებათა კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – იურიდიული დახმარების სამსახურისათვის.

 მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 30 დეკემბერი.

№968–რს