„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3716-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 160020020.05.001.017789
3716-IIს
12/06/2015
ვებგვერდი, 24/06/2015
160020020.05.001.017789
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 მუხლები:

„მუხლი 41. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე არასრულწლოვანი

1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან მოწმეს ამ უფლებით შეუძლია ისარგებლოს, თუ იგი გადახდისუუნაროა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობს აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი, თუ იგი ბრალდებულია.

მუხლი 42. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედი ჯგუფი

 იურიდიული დახმარების სამსახურში ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანს პირველი მოთხოვნისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივნისი 2015 წ.

N3716-IIს