დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3368-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 160020020.05.001.017684 |
|
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია იმ პირისათვის, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც უნდა განიხილოს სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV11 თავით გათვალისწინებულ საქმეებთან დაკავშირებით, აგრეთვე იმ მხარდაჭერის მიმღებისთვის, რომელიც არის მხარე სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, იმ შემთხვევაში, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი.“. 2. 121 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) თუ იგი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „დ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საბჭო ცნობად იღებს, რის შედეგადაც საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.“. 3. მე-13 მუხლის: ა) მე-7 პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) თუ იგი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ1“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საბჭო ცნობად იღებს, რის შედეგადაც დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.“.
მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 22 პუნქტისა იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული დახმარების უზრუნველყოფას სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მხარდაჭერის მიმღები მხარისათვის, ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 22 პუნქტი იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული დახმარების უზრუნველყოფას სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მხარდაჭერის მიმღები მხარისათვის, ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან. |
ქუთაისი, 20 მარტი 2015 წ. N3368-IIს |
დოკუმენტის კომენტარები