დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 869-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 160020020.05.001.102793 |
|
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) მე-5 მუხლის 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უცხოელისთვის, მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ან თავშესაფრის მაძიებლისთვის უზრუნველყოფილია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში. ამასთანავე, ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია იმ თავშესაფრის მაძიებლისთვის ან იმ საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის, რომლის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავაც უნდა განიხილოს სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII30 თავით გათვალისწინებულ საქმესთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, იმ შემთხვევაში, თუ მან ადვოკატი ზოგადი წესით არ აირჩია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N869-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები