„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2479-Xრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 160020020.05.001.020766
2479-Xრს-Xმპ
22/12/2022
ვებგვერდი, 29/12/2022
160020020.05.001.020766
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) მე-5 მუხლის 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის, როდესაც მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის გამოცემის საკითხს განიხილავს სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21​13 მუხლით დადგენილი წესით, მიუხედავად ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის გადახდისუნარიანობისა, თუ მან ადვოკატი ზოგადი წესით არ აირჩია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 დეკემბერი 2022 წ.

N2479-Xრს-Xმპ