„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3606-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 160020020.05.001.019221
3606-Iს
31/10/2018
ვებგვერდი, 21/11/2018
160020020.05.001.019221
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) 231 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადახდისუუნარო პირისთვის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაწილში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა), საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2018 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე ეხება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე და მეექვსე წიგნებიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ომისა და  თავდაცვის  ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან,  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“, აგრეთვე აღნიშნული კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 ოქტომბერი 2018 წ.

N3606-Iს