დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4112-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 27/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 160020020.05.001.016136 |
საქართველოს კანონი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს კანონი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაწილში, გარდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევისა, ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
№4112–რს
დოკუმენტის კომენტარები