„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1374-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 160020020.05.001.103012
1374-Vმს-XIმპ
04/03/2026
ვებგვერდი, 05/03/2026
160020020.05.001.103012
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) 25 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2​​5. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, მიუხედავად მისი გადახდისუუნარობისა, თუ ეს საქმე ეხება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე და მეექვსე წიგნებიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან, საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“ და აღნიშნული კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს, დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან და ამ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტით ან იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალით, ამ საქმეზე იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოში მისი განხილვა გაერთიანებული სასარჩელო წესითაა შესაძლებელი. აღნიშნული საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შემთხვევაში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) ხორციელდება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გათვალისწინებულია ამ პუნქტით ან იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალით.“;

ბ) 26 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დგინდება იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმების საფუძველზე.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მის მიერ წინასწარ განსაზღვრული იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმების საფუძველზე შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება იმ პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. იურიდიული დახმარების სამსახური

1. იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე.

2. სამსახურის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 და მე-14 მუხლების მოქმედება.

3. სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სამსახურის დირექტორი (შემდგომ − დირექტორი) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.

5. სამსახური შედგება სამსახურის აპარატისგან (შემდგომ – აპარატი), ამ კანონის საფუძველზე შექმნილი იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისგან.

6. სამსახურის დებულებასა და სამსახურის სტრატეგიას, აგრეთვე სამსახურის საშტატო ნუსხასა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის ზღვრულ ოდენობას დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

3. 82 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-10−121 მუხლები ამოღებულ იქნეს.

5. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. დირექტორი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. დირექტორი ახორციელებს ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირთან ურთიერთობაში.

3. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს არანაკლებ 30 წლის, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლისა და ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

4. დირექტორს არ აქვს საადვოკატო ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების უფლება, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობებისა.

5. დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

6. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის შესაბამისად. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების (უფლებამოსილების შეწყვეტის) საფუძველია მის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა.

მუხლი 14. დირექტორის ფუნქციები

1. დირექტორის ფუნქციებია:

ა) სამსახურის ხელმძღვანელობა, იურიდიული დახმარების ბიუროს, საკონსულტაციო ცენტრისა და მიმწოდებლის საქმიანობის ზედამხედველობა;

ბ) სამსახურის დებულებისა და სამსახურის სტრატეგიის შემუშავება და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

გ) სამსახურის სტრატეგიის შესრულების მონიტორინგის განხორციელება;

დ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ე) სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის ზღვრული ოდენობის დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

ვ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის ზღვრული ოდენობის ფარგლებში თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობების განსაზღვრა;

ზ) სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ნიმუშისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სამსახურის ბიუჯეტის პროექტისა და სამსახურის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ი) იურიდიული დახმარების ბიუროს, საკონსულტაციო ცენტრის შექმნა და გაუქმება, აგრეთვე იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრა;

კ) იურიდიული დახმარების ბიუროს, საკონსულტაციო ცენტრის, მიმწოდებლისა და რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის ანგარიშგების წესისა და ფორმის დამტკიცება;

ლ) რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურის, შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცება;

მ) რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის მიერ კვალიფიციური იურიდიული დახმარების გაწევის უზრუნველყოფა და გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი სამსახურის დებულებით დადგენილი წესით;

ნ) სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცება;

ო) სამსახურის მიერ სტატისტიკის წარმოების კოორდინაცია და მისი ანალიზი;

პ) აპარატის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობებზე დანიშვნა და თანამდებობებიდან გათავისუფლება, აგრეთვე მათ მიმართ დისციპლინური ზემოქმედებისა და წახალისების ღონისძიებათა გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცება და მათი შესრულების ზედამხედველობა;

რ) იურიდიული დახმარების ბიუროს, საკონსულტაციო ცენტრისა და მიმწოდებლის საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრების, აგრეთვე იურიდიულ დახმარებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის განხილვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ს) ამ კანონის მე-5 მუხლის 2​6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმების დამტკიცება, რომელთა საფუძველზედაც მან შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ;

ტ) სასწავლო კურსებისა და სემინარების ჩატარების უზრუნველყოფა სამსახურის თანამშრომელთა და საზოგადოებრივ ადვოკატთა გადასამზადებლად და მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

უ) სამსახურის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) სამსახურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ქ) სამსახურის საქმიანობის პოპულარიზაციის უზრუნველყოფა;

ღ) იურიდიული დახმარებისა და იურიდიული კონსულტაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შესასწავლად კვლევის განხორციელება;

ყ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;

შ) ამ კანონითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. დირექტორი უფლებამოსილია იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელს, ადვოკატსა და კონსულტანტს შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულებები საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით.

3. დირექტორის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.“.

6. მე-16 მუხლის მე-8−მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

7. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეესტრისა და განცხადების ფორმებს ამტკიცებს დირექტორი.“.

 8. 21-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატი სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაწევისთვის იღებს ხელფასს, ხოლო მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული დახმარება ანაზღაურდება დირექტორის მიერ დამტკიცებული შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გაცემის წესის შესაბამისად.“.

9. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით.“.

10. 221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 221. სამსახურის ბიუჯეტის შემცირება

სამსახურის ბიუჯეტის შემცირება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ სამსახურის თანხმობით.“.

11. 232 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. 2026 წლის 1 მაისიდან იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს შეუწყდეს უფლებამოსილება და მიეცეს კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. 2026 წლის 1 მაისიდან იურიდიული დახმარების საბჭოს და იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებს შეუწყდეთ უფლებამოსილებები.

4. იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე (გამოცემამდე).

5. იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებს უგრძელდებათ უფლებამოსილება/შრომითი ურთიერთობები.

6. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

4 მარტი 2026 წ.

N1374-Vმს-XIმპ