იურიდიული დახმარების შესახებ

იურიდიული დახმარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4955
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 02/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 160.020.020.05.001.002.895
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4955
19/06/2007
სსმ, 24, 02/07/2007
160.020.020.05.001.002.895
იურიდიული დახმარების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (04/05/2017 - 22/02/2018)

საქართველოს კანონი

იურიდიული დახმარების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

1. ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული დაცვის უფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი, სოციალურ მოთხოვნილებაზე ორიენტირებული, მდგრადი და საიმედო იურიდიული დახმარების სისტემის და საბიუჯეტო სახსრების გამჭირვალე და შედეგიანი ხარჯვისათვის იურიდიული დახმარების ადმინისტრირების ეფექტიანი სისტემის შექმნა.

2. ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.

3. იურიდიული დახმარება ეფუძნება კანონიერების, მხარეთა თანასწორობის პრინციპებს და უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით დაუბრკოლებელ სარგებლობას.

4. ამ კანონით დადგენილი წესით იურიდიული კონსულტაცია გაიწევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იურიდიული დახმარება – სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფოს ხარჯზე;

ბ) იურიდიული კონსულტაცია – ყველასთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი რჩევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;

გ) მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მონაცემების საფუძველზე შედგენილი იურიდიული დახმარების განმახორციელებელი ადვოკატების სია;

დ) საზოგადოებრივი ადვოკატი – იურიდიული დახმარების ბიუროს, იურიდიული დახმარების მიმწოდებლის ან რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას;

ე) იურიდიული დახმარების მიმწოდებელი (შემდგომში – მიმწოდებელი) – იურიდიული დახმარების განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ადვოკატი;

ვ) იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი – საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს;

ზ) გადახდისუუნარო პირი – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.

 

თავი II. იურიდიული დახმარება

    მუხლი 3. იურიდიული დახმარების სახეები

ამ კანონის მიზნებისათვის, იურიდიული დახმარების სახეებია:

ა) სამართლებრივი დოკუმენტების (განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და სხვა დოკუმენტები) შედგენა;

ბ) ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და გამართლებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში;

გ) დაზარალებულის დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევებში; 

დ) წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით;

ე) წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს  2014  წლის 26 დეკემბრის კანონი №3013 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.

    მუხლი 4. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი

ფიზიკურ პირს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე. 

    მუხლი 41. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე არასრულწლოვანი

1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან მოწმეს ამ უფლებით შეუძლია ისარგებლოს, თუ იგი გადახდისუუნაროა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობს აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი, თუ იგი ბრალდებულია.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3716 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. 

   მუხლი 42. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედი ჯგუფი

იურიდიული დახმარების სამსახურში ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანს პირველი მოთხოვნისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებით.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3716 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. 

    მუხლი 5. იურიდიული დახმარების გაწევის პირობები

1. იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით, თუ ბრალდებული, მსჯავრდებული ან/და გამართლებული გადახდისუუნაროა.

2. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობა, აგრეთვე ადმინისტრაციულ საქმეზე ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა უზრუნველყოფილია, თუ პირი გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა (მისი სასამართლოში წარმომადგენლობა, ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა) მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე.

21. იურიდიული დახმარების სამსახური გადახდისუუნარო პირისთვის უზრუნველყოფს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის მიუხედავად.

22. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია იმ პირისათვის, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც უნდა განიხილოს სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV11 თავით გათვალისწინებულ საქმეებთან დაკავშირებით, აგრეთვე იმ მხარდაჭერის მიმღებისთვის, რომელიც არის მხარე სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, იმ შემთხვევაში, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი. (22 პუნქტი იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული დახმარების უზრუნველყოფას სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მხარდაჭერის მიმღები მხარისათვის, ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან)

2 3. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია იმ თავშესაფრის მაძიებლისათვის, აგრეთვე იმ საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის, რომლის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავაც უნდა განიხილოს სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 6 თავით გათვალისწინებულ საქმესთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, იმ შემთხვევაში, თუ მან ადვოკატი ზოგადი წესით არ აირჩია. 

3. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება იმ პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი. 

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს  2014  წლის 26 დეკემბრის კანონი №3013 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს  2015  წლის  20  მარტის   კანონი  №3368 –  ვებგვერდი , 31.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 17  ივლისის კანონი  №4064  - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი №5103 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 1  დეკემბრის კანონი №48   - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

     მუხლი 6. პირის გადახდისუუნარობის დადგენა

1. იმ პირთა კატეგორიებს, რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის გადახდისუუნაროდ ითვლებიან, და გადახდისუუნარობის დადასტურების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. საჭიროების შემთხვევაში პირის გადახდისუუნარობის დადგენის მიზნით იურიდიული დახმარების ბიურო ან მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სათანადო ინფორმაცია.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

    მუხლი 7. იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება

1. თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გადაწყვეტილება გამოიტანა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის სასარგებლოდ, იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირმა იურიდიული დახმარება მიიღო გადახდისუუნარობის შესახებ ყალბი, ცრუ ინფორმაციის წარდგენით, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მისთვის გაწეული იურიდიული დახმარების ხარჯები.

 

თავი III. იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა და საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

    მუხლი 8. იურიდიული დახმარების სამსახური

1. იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე.

2. სამსახურის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-11, მე-12 და მე-14 მუხლების მოქმედება.

3. სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სამსახურის დირექტორი (შემდგომ − დირექტორი) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს. სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტი დადგენილებით მოიწონებს მას ან სამსახურს მიმართავს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრის ან/და მისი საქმიანობის გაუმჯობესების მოთხოვნით.

5. თუ საქართველოს პარლამენტი სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ ან სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნის, რომ არსებობს დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, იგი მიიღებს დადგენილებას დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია ამ პუნქტში მითითებული საფუძვლებით დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილება მიიღოს აგრეთვე იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინებით.

6. სამსახური შედგება სამსახურის აპარატისაგან (შემდგომ – აპარატი), ამ კანონის საფუძველზე შექმნილი იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრებისაგან.

7. სამსახურის დებულებას დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს იურიდიული დახმარების საბჭო.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

მუხლი 8 1 . სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიები

სამსახური დამოუკიდებლად ასრულებს მისთვის დაკისრებულ ამოცანებს. დაუშვებელია მის საქმიანობაზე ზემოქმედება.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340  

    მუხლი 82. საქმიანობა, რომელიც წინასწარ თანხმობას საჭიროებს

1. სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით შეიძლება:

ა) აიღოს სესხი; 

ბ) განახორციელოს თავდებობა;

გ) განსაზღვროს სამსახურის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი;

დ) განსაზღვროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები.

2. სამსახურმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება:

ა) შეიძინოს, გაასხვისოს და დატვირთოს უძრავი ქონება;

ბ) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

    მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

    მუხლი 10. იურიდიული დახმარების საბჭო

1. სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კოლეგიური ორგანო − იურიდიული დახმარების საბჭო (შემდგომ − საბჭო).

2. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთაგან 3 წევრს ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, 3 წევრს − საქართველოს სახალხო დამცველი, 1 წევრს იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატთაგან შეარჩევენ იურიდიული დახმარების ბიუროები, 1 წევრს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთაგან წარადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1 წევრს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისაგან − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. საქართველოს სახალხო დამცველი საბჭოს 1 წევრს წარადგენს თავისი აპარატის შემადგენლობიდან.

4. საქართველოს სახალხო დამცველი საბჭოს 2 წევრს შეარჩევს ღია კონკურსის წესით, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისაგან, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე.

5. საქართველოს სახალხო დამცველმა ღია კონკურსის წესით საბჭოს წევრად უნდა შეარჩიოს საზოგადოებრივი აღიარებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრი არ შეიძლება ახორციელებდეს საადვოკატო საქმიანობას.

6. საბჭოს წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი და ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრის გამოწვევა დაუშვებელია.

7. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

8. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია. საბჭოს ის წევრი, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია, შეირჩევა 1 წლის ვადით, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-8−მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.

9. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია.

10. საბჭოს სხდომაში დირექტორი მონაწილეობს სათათბირო ხმის უფლებით.

11. საბჭოს სხდომა საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს სხდომის დახურვას. საბჭოს სხდომაზე დასწრების წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით.

12. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო.

13. საბჭო იკრიბება 2 თვეში ერთხელ მაინც.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4254 - ვებგვერდი, 01.03.2011წ.    

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

      მუხლი 11. საბჭოს ფუნქციები და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. საბჭო:

ა) კონკურსის წესით ირჩევს დირექტორს და ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში იღებს გადაწყვეტილებას დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;

ბ) ამტკიცებს სამსახურის სტრატეგიას და ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს;

გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის დებულებას, ხოლო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით − საბჭოს დებულებას;

დ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესსა და კრიტერიუმებს;

ე) ამტკიცებს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზედაც დირექტორმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ;

ვ) დირექტორის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის შექმნისა და გაუქმების თაობაზე, განსაზღვრავს იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის სამოქმედო ტერიტორიებს;

ზ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხის ზღვრულ ოდენობას;

თ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურას, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობას და გაცემის წესს;

ი) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლისა და რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის ანგარიშგების წესსა და ფორმას;

კ) ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს ისმენს დირექტორის ფინანსურ ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

ლ) ისმენს დირექტორის მიმდინარე და წლიურ ანგარიშებს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

მ) სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს დირექტორს და საბჭოს დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს;

ნ) საჭიროების შემთხვევაში ისმენს იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშს, აგრეთვე მათ წინადადებებს სამსახურის საქმიანობის ოპტიმიზაციის თაობაზე;

ო) უფლებამოსილია მოისმინოს სამსახურში დასაქმებული პირის პრეტენზია დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით;

პ) უფლებამოსილია განახორციელოს კვლევა, რომლის მიზანია იურიდიული დახმარებისა და იურიდიული კონსულტაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შესწავლა;

ჟ) პოპულარიზაციას უწევს სამსახურის საქმიანობას;

რ) ახორციელებს ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ბ,“ „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.

3. საბჭოს ის წევრი, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია, არ მონაწილეობს კენჭისყრაში, თუ საბჭო განიხილავს დირექტორის არჩევისა და დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხებს.

4. საბჭოს ემსახურება სამდივნო, რომლის საშტატო ნუსხას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო. სამდივნოს თანამშრომლებს საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. სამდივნოს თანამშრომლები სამსახურის თანამშრომლები არიან.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340  
საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

    მუხლი 12. საბჭოს თავმჯდომარე

1. საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე) აირჩევა საბჭოს წევრებისგან, საბჭოს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, 1 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. თავმჯდომარის არჩევის, მისი უფლებამოსილების გაგრძელებისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილების ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კენჭისყრაში მონაწილე ყველა წევრი.

3. თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს და საბჭოს სახელით შედგენილ სხვა დოკუმენტებს, საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს დებულების პროექტს.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.   

   მუხლი 121. საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები

1. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;

1) თუ იგი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) ზედიზედ სამჯერ არასაპატიო მიზეზით საბჭოს სხდომებზე დაუსწრებლობის შემთხვევაში;

ე) გარდაცვალების შემთხვევაში;

ვ) თუ იგი დაინიშნა მოსამართლედ ან პროკურორად;

ზ) თუ იგი არის თანამდებობრივად გამწესებული საბჭოს წევრი და მას შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება;

თ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1“, „დ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საბჭო ცნობად იღებს, რის შედეგადაც საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს  2015  წლის  20  მარტის   კანონი  №3368 –  ვებგვერდი , 31.03.2015წ.

    მუხლი 13. დირექტორი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საბჭო შეარჩევს ღია კონკურსის წესით, 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დირექტორად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. დირექტორი ახორციელებს ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, აღასრულებს საბჭოს გადაწყვეტილებებს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

3. დირექტორად შეიძლება შერჩეულ იქნეს არანაკლებ 30 წლის, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლისა და ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

4. დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს საბჭოს წევრი. უფლებამოსილების ვადის განმავლობაში დირექტორს არ აქვს საადვოკატო ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების უფლება, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობებისა.

5. დირექტორზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

6. თუ ამ კანონითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ერთპიროვნულად მისაღები გადაწყვეტილების მიმართ დირექტორს აქვს პირადი ინტერესი, იგი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წერილობით აცნობოს საბჭოს, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 

7. დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;

1) თუ იგი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) თუ მან დაარღვია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;

ე) თუ იგი უხეშად ან სისტემატურად არღვევს კანონს, სამსახურის დებულებას, არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს; 

ვ) გარდაცვალების შემთხვევაში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ 1“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საბჭო ცნობად იღებს, რის შედეგადაც დირექტორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს  2015  წლის  20  მარტის   კანონი  №3368 –  ვებგვერდი , 31.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  კანონი  №4359  - ვებგვერდი,  11.11. 2015 წ.
საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი  №136  - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

    მუხლი 14. დირექტორის ფუნქციები

1. დირექტორის ფუნქციებია:

ა) სამსახურის ხელმძღვანელობა, საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის საქმიანობის ზედამხედველობა;

ბ) სამსახურის დებულებისა და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე წინადადების შემუშავება და დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა;

გ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საბჭოსთან შეთანხმებით, საქართველოს პარლამენტისთვის სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

დ) საბჭოს მიერ დამტკიცებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობების განსაზღვრა;

ე) საბჭოსთან შეთანხმებით სამსახურის სიმბოლიკის დამტკიცება;

ვ) საბჭოსთან შეთანხმებით სამსახურის ბიუჯეტის პროექტისა და სამსახურის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენა;

ზ) იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის შექმნისა და გაუქმების თაობაზე, აგრეთვე იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებათა პროექტების საბჭოსთვის წარდგენა;

თ) საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლისა და რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის ანგარიშგების წესისა და ფორმის შემუშავება და დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა;

ი) რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურის, შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გაცემის წესის შემუშავება და დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა;

კ) რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის მიერ კვალიფიციური იურიდიული დახმარების გაწევის უზრუნველყოფა და გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი სამსახურის დებულებით დადგენილი წესით;

ლ) სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცება;

მ) სამსახურის მიერ სტატისტიკის წარმოების კოორდინაცია და მისი ანალიზი;

ნ) აპარატის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, მათ მიმართ დისციპლინური ზემოქმედებისა და წახალისების ღონისძიებათა გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ო) სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების შემუშავება, დასამტკიცებლად საბჭოსთვის წარდგენა და მისი შესრულების ზედამხედველობა;

პ) საკონსულტაციო ცენტრის, იურიდიული დახმარების ბიუროსა და მიმწოდებლის საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრების, აგრეთვე იურიდიულ დახმარებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის განხილვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) სასწავლო კურსებისა და სემინარების ჩატარების უზრუნველყოფა სამსახურის თანამშრომელთა და საზოგადოებრივ ადვოკატთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

რ) სამსახურის საქმიანობის შესახებ მიმდინარე და წლიური ანგარიშების საბჭოსთვის წარდგენა;

ს) ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს სამსახურის საქმიანობის შესახებ ფინანსური ანგარიშის საბჭოსთვის წარდგენა;

ტ) სამსახურის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

უ) სამსახურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ფ) სამსახურის საქმიანობის პოპულარიზაციის უზრუნველყოფა;

ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;

ღ) ამ კანონითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. დირექტორი უფლებამოსილია იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელს, ადვოკატსა და კონსულტანტს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყვიტოს მხოლოდ საბჭოს თანხმობით, გარდა პირადი განცხადებით განთავისუფლების შემთხვევისა, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით.

3. დირექტორის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340   
საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

    მუხლი 15. აპარატი

სამსახურის ეფექტიანი მართვის მიზნით იქმნება აპარატი, რომლის ფორმირების წესი, სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

    მუხლი 16. იურიდიული დახმარების ბიურო

1. იურიდიული დახმარების ბიურო არის სამსახურის შემადგენელი ერთეული, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესითა და თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს იურიდიულ დახმარებას.

2. იურიდიული დახმარების ბიურო პასუხისმგებელია თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში კვალიფიციური იურიდიული დახმარების უზრუნველყოფისა და იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა ინტერესების მაქსიმალური დაცვისათვის, რათა მათ შეძლონ, სრულად ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით.

3. იურიდიული დახმარების ბიუროს შემადგენლობაში შედიან იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელი, ადვოკატები, კონსულტანტები და ადმინისტრაციული პერსონალი.

4. იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

5. დაუშვებელია იურიდიული დახმარების ბიუროს საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება.

6. იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები მოქმედებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის შესაბამისად.

7. იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელის, ადვოკატების, კონსულტანტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის უფლებამოსილებანი განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

8. იურიდიული დახმარების ბიუროები იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატთაგან ყოველწლიურად შეარჩევენ საბჭოს 1 წევრს.

9. იურიდიული დახმარების ბიუროს მიერ საბჭოში წარდგენილი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 2 თვისა თითოეული იურიდიული დახმარების ბიურო უფლებამოსილია საბჭოს წევრად ასარჩევად წარადგინოს 1 კანდიდატი. იურიდიული დახმარების ბიურო თავის შემადგენლობაში შემავალ ადვოკატთაგან საბჭოს წევრობის კანდიდატს შეარჩევს ფარული კენჭისყრით, ამავე ბიუროს ადვოკატთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კენჭისყრის შედეგად ორი ან ორზე მეტი ადვოკატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას დააგროვებს.

10. იურიდიული დახმარების ბიუროებიდან შერჩეული თითოეული კანდიდატი კენჭისყრიდან 3 კვირის ვადაში წარმოადგენს სამოქმედო პროგრამას მომავალი 1 წლის განმავლობაში მის მიერ საბჭოში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით. კანდიდატები კენჭს უყრიან წარმოდგენილ სამოქმედო პროგრამებს. კენჭისყრაში არ მონაწილეობს ის კანდიდატი, რომლის სამოქმედო პროგრამასაც ეყრება კენჭი. საბჭოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომლის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო პროგრამაც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. კენჭისყრის შედეგად ორი ან ორზე მეტი კანდიდატის სამოქმედო პროგრამების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში ამ პროგრამებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. საბჭოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომლის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო პროგრამაც სხვა კანდიდატების სამოქმედო პროგრამებზე მეტ ხმას დააგროვებს.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

 

მუხლი 17. საკონსულტაციო ცენტრი

1. იურიდიული კონსულტაცია ხორციელდება იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის ფარგლებში შექმნილ საკონსულტაციო ცენტრებში. იურიდიული კონსულტაციის ხანგრძლივობაა არა უმეტეს ერთი საათისა.

2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, მიიღოს იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ საკონსულტაციო ცენტრში, საცხოვრებელი ადგილისა და ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად.

3. საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც არ მოქმედებს იურიდიული დახმარების ბიურო, რეესტრიდან საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს საკონსულტაციო ცენტრი.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

    მუხლი 18. მიმწოდებელი

მიმწოდებელი არის ტენდერის საფუძველზე შერჩეული კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ადვოკატი, რომელიც ახორციელებს იურიდიულ დახმარებას ამ კანონის საფუძველზე და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში.

მუხლი 19 . რეესტრი

1. რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლის ან საკონსულტაციო ცენტრის მიმართვის საფუძველზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას სახელმწიფოს ხარჯზე.

2. რეესტრს აწარმოებს სამსახური. რეესტრში ადვოკატის რეგისტრაცია ხორციელდება ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ღია კონკურსის გზით.

3. რეესტრისა და განცხადების ფორმებს ადგენს დირექტორი და ამტკიცებს საბჭო.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

    მუხლი 20. ანგარიშგების ფორმა

საზოგადოებრივი ადვოკატი, მათ შორის, რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი, ვალდებულია, გაწეული იურიდიული დახმარების შესახებ ანგარიში დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში წარუდგინოს შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებელს ან საკონსულტაციო ცენტრს.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

 

თავი IV. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა

    მუხლი 21. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მისი შრომის ანაზღაურება

1. სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი:

ა) ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან/და გამართლებულის ან მისი წარმომადგენლის ან/და ახლო ნათესავის მიმართვის საფუძველზე;

ბ) პროცესის მწარმოებელი ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე. 

2. ბრალდებულს, მსჯავრდებულს ან/და გამართლებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს საზოგადოებრივ ადვოკატს და მოიწვიოს იგი. პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უზრუნველყოს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

2 1. საზოგადოებრივი ადვოკატის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი:

ა) უშუალოდ იმ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რომელიც ითხოვს იურიდიულ დახმარებას;

ბ) სასამართლოს დასაბუთებული განჩინების საფუძველზე.

3. იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი დაუყოვნებლივ განიხილავს პირის მიმართვას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით, არკვევს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს, და 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის ან მის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის შესახებ.

4. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სამსახურის დირექტორთან, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი – სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვის პროცედურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

6. საქმეში ჩართული საზოგადოებრივი ადვოკატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ კანონით, სამსახურის დებულებითა და საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას.

7. იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატი სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაწევისათვის იღებს ხელფასს, ხოლო მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული დახმარება ანაზღაურდება საბჭოს მიერ დამტკიცებული შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გაცემის წესის შესაბამისად.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს  2014  წლის 26 დეკემბრის კანონი №3013 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.

   მუხლი 211. საზოგადოებრივი ადვოკატის დამოუკიდებლობის გარანტიები

საზოგადოებრივი ადვოკატი საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. დაუშვებელია საზოგადოებრივი ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე მის მიმართ სანქციის გამოყენება ან სანქციის გამოყენების მუქარა იმ საქმიანობის გამო, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ადვოკატთა ეთიკის კოდექსს.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

 

თავი V. სამსახურის საქმიანობის ფინანსური გარანტიები

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

    მუხლი 22. სამსახურის დაფინანსების წყაროები

1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) შემოწირულებები და გრანტები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სამსახურის სახელმწიფო დაფინანსება განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით.

3. სამსახურის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება საბჭოსთან შეთანხმებით და საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის საფუძველზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის კანონი №1779  - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

მუხლი 22 1 . სამსახურის ბიუჯეტის შემცირება

სამსახურის ბიუჯეტის შემცირება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს თანხმობით.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

 

თავი VI. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 23. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. (ამოღებულია).

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. 2009 წლის 1 იანვრამდე სისხლის სამართლის პროცესში იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია ამ კანონით დადგენილი წესით ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340  

მუხლი 231. იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის დროებითი წესები

1. გადახდისუუნარო პირისთვის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნაწილში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა), საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2015 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე და მეექვსე წიგნებიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, აგრეთვე აღნიშნული კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს.

2. საბჭო უფლებამოსილია 2015 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 1 იანვრამდე დამატებით განსაზღვროს ის საკითხები, რომლებიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში და რომლებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) სამსახურმა უნდა უზრუნველყოს პირის გადახდისუუნარობისა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით.

3. თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომელიც არ არის მოცემული ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში, ამ საქმესთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) 2015 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში მისი განხილვა გაერთიანებული სასარჩელო წესით არის შესაძლებელი. საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შემთხვევაში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) ხორციელდება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია ამ მუხლის პირველ პუნქტში ან საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება ადმინისტრაციულ საქმეზე ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობაზე გავრცელდეს 2016 წლის 15 ივნისიდან.

საქართველოს  2014  წლის 26 დეკემბრის კანონი №3013 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი №5103 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.

    მუხლი 24. (ამოღებულია)

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

 

თავი VII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 25. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №308 ბრძანება.

    მუხლი 26. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ეს კანონი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოში წარმომადგენლობის ნაწილში, გარდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის განხორციელების შემთხვევებისა, ამოქმედდეს 2015 წლის 15 აპრილიდან, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ნაწილში – გამოქვეყნებისთანავე.

2 1. ეს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის (გარდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლისა) ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში წარმომადგენლობის ნაწილში ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.

3. ეს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელების შემთხვევებში ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან.

4. ეს კანონი ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობის ნაწილში, გარდა პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვის შემთხვევისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის განხორციელების შემთხვევისა, ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2008 წლის 7 ოქტომბრის კანონი №325 - სსმ I, №24, 20.10.2008 წ., მუხ.163

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4112 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ., მუხ.484

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4254 - ვებგვერდი, 01.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6400 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2014  წლის  17  ოქტომბრის კანონი №2700 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.
საქართველოს  2014  წლის 26 დეკემბრის კანონი №3013 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს 2017 წლის  4 მაისის   კანონი  №777  - ვებგვერდი, 25.05.2017წ.

საქართველოს პრეზიდენტი               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 19 ივნისი

№4955–Iს

30. 05/09/2024 - საქართველოს კანონი - 4416-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2024 29. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2571-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 28. 22/12/2022 - საქართველოს კანონი - 2479-Xრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2022 27. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2217-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 26. 21/06/2022 - საქართველოს კანონი - 1660-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 01/07/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6830-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 21/05/2020 - საქართველოს კანონი - 5916-სს - ვებგვერდი, 25/05/2020 23. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5016-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 22. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4317-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 21. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3886-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 20. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3606-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 19. 30/05/2018 - საქართველოს კანონი - 2388-IIს - ვებგვერდი, 12/06/2018 18. 22/02/2018 - საქართველოს კანონი - 1971-IIს - ვებგვერდი, 26/02/2018 17. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 777-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 16. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 136-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 15. 01/12/2016 - საქართველოს კანონი - 48-Iს - ვებგვერდი, 15/12/2016 14. 27/05/2016 - საქართველოს კანონი - 5103-IIს - ვებგვერდი, 01/06/2016 13. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4359-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 12. 17/07/2015 - საქართველოს კანონი - 4064-რს - ვებგვერდი, 29/07/2015 11. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3716-IIს - ვებგვერდი, 24/06/2015 10. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3368-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 3013-რს - ვებგვერდი, 31/12/2014 8. 17/10/2014 - საქართველოს კანონი - 2700-Iს - ვებგვერდი, 31/10/2014 7. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1779-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6400-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 5. 25/02/2011 - საქართველოს კანონი - 4254-Iს - ვებგვერდი, 110301066, 01/03/2011 4. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4112-რს - სსმ, 75, 27/12/2010 3. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 2. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 968 - სსმ, 41, 30/12/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 07/10/2008 - საქართველოს კანონი - 325 - სსმ, 24, 20/10/2008