დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6830-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 160020020.05.001.019993 |
|
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 მუხლი: „მუხლი 43. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს: ა) საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის საადვოკატო მომსახურების გაწევას სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის, წარმომადგენლობას ადმინისტრაციული წარმოებისას და სამართლებრივ კონსულტაციას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის იურიდიული დახმარების სამსახურის ყველა ტერიტორიული ერთეულის სავალდებულო ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მომსახურებისა და შენობა-ნაგებობების შიდა და გარე ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას; გ) კადრების გადამზადებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით.“. მუხლი 2. იურიდიული დახმარების სამსახურმა 2035 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად განახორციელოს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
თბილისი, 14 ივლისი 2020 წ. N6830-რს |
დოკუმენტის კომენტარები