საქართველოს ტყის კოდექსი

საქართველოს ტყის კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 2124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28(35), 08/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 390.000.000.05.001.000.599
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2124
22/06/1999
სსმ, 28(35), 08/07/1999
390.000.000.05.001.000.599
საქართველოს ტყის კოდექსი
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 22.05.2020, №5949)

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსი

 

ტყე ბუნებრივი გარემოს გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობის უმთავრესი ელემენტია. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიოსფეროს სტაბილურობის რეგულირებაში, აგრეთვე სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში.

 

კარი I. ზოგადი დებულებანი

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის რეგულირების საგანი

საქართველოს ტყის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტყის ფონდის და მისი რესურსების მოვლასთან, დაცვასთან, აღდგენასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გამოყენების სფეროში

საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გამოყენების სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „გარემოს დაცვის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონების, მიწის კანონმდებლობის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3. საქართველოს ტყის კოდექსის მიზანი

საქართველოს ტყის კოდექსის მიზანია:

ა) ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და კანონიერების განმტკიცება სატყეო ურთიერთობების სფეროში;

ბ) ტყეების მოვლა, დაცვა და აღდგენა კლიმატური, წყალმარეგულირებელი, დაცვითი, კულტურული, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო ბუნებრივი თვისებების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის;

გ) თვითმყოფადი ბუნებრივი და კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების, მათ შორის, მცენარეული საფრისა და ცხოველთა სამყაროს, ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტის, ტყეში არსებული კულტურისა და ბუნების ძეგლების, მცენარეთა იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობებისა და სხვათა მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება და დაცვა, მათი ჰარმონიული ურთიერთგავლენის რეგულირება;

დ) ტყითმოსარგებლეთა უფლებებისა და მოვალეობების დადგენა სატყეო ურთიერთობების სფეროში;

ე) ტყის რესურსების მეცნიერულად დასაბუთებული შესაძლებლობების საფუძველზე მათი მიზნობრივი, კომპლექსური და რაციონალური გამოყენებით საქართველოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება;

ვ) ტყის მეურნეობის წარმართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა.

    მუხლი 4. საქართველოს ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპები

საქართველოს ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპები ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „მდგრადი განვითარების სატყეო პრინციპების შესახებ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის დეკლარაციას და „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს.

    მუხლი 5. კოდექსში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ტყე – გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით ტყისთვის მიკუთვნებული ხეების, მათი გავრცელების არეალში მოქცეული მიწის, აგრეთვე ბუჩქების, ბალახების, ცხოველებისა და სხვათა ერთობლიობას, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და გავლენას ახდენენ ერთმანეთსა და გარემოზე;

ბ) სახელმწიფო ტყე – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტყე;

გ) საქართველოს ტყის ფონდი – სახელმწიფო ტყის ფონდისა და საქართველოში საკუთრების სხვა ფორმებით არსებული ტყეების და მათი რესურსების ერთობლიობა;

დ) სახელმწიფო ტყის ფონდი – საქართველოს სახელმწიფო ტყის, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მიკუთვნებული მიწებისა და მისი რესურსების ერთობლიობა;

ე) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდი – სახელმწიფო ტყის ფონდი, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების გარდა;

ვ) ადგილობრივი ტყის ფონდი – სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ნაწილი, რომელთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებენ მუნიციპალიტეტები;

ზ) ხის მეორეხარისხოვანი მასალები – მერქნიანი მცენარეების ფესვები, ქერქი, ლაფანი, ნეკერი, ძირკვი, ფიჩხი, თესლი, ტოტები;

თ) სატყეო ურთიერთობები – სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებისა და ტყითსარგებლობის დროს წარმოშობილი ურთიერთობები;

ი) ტყითმოსარგებლე – საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ტყითსარგებლობას;

კ) ტყეთმოწყობა – სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის შემადგენელი ნაწილი;

ლ) ტყეკაფი – საქართველოს ტყის ფონდის ტყის განსაზღვრული უბანი, რომელზედაც განსაზღვრულია მოსაჭრელი ხეების ოდენობა და მონიშნულია მოსაჭრელი ხეები;

მ) მოვლითი ჭრა – სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

ნ) ხის უკანონო ჭრა ხეების ნებართვის გარეშე მოჭრა;

ო) კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული ტყის ნაწილი;

პ) ტყის კულტურები – თესვით ან დარგვით გაშენებული ტყის მერქნიან სახეობათა ნარგავები;

ჟ) ვარჯშეუკვრელი კულტურები – ტყის აღდგენის მიზნით გაშენებული ტყის კულტურები ვარჯების ურთიერთგადაფარვამდე;

რ) დაცვითი ნარგაობა – ნიადაგის დაცვის მიზნით გაშენებული მერქნიან მცენარეთა ნარგავები;

ს) სატყეო უბანი – სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა ოპტიმალურად ორგანიზების მიზნით გამოყოფილი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია;

ტ) ხე-ტყის დამზადება – ხეების მოჭრა, სამანქანო გზამდე მოთრევა და დახარისხება;

უ) (ამოღებულია) ;

ფ) ტყის სუბალპური ზოლი – ტყის სუბალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი;

ქ) ჭალის ტყე – ვაკე რელიეფზე მდინარეების აუზში არსებული ტყეები;

ღ) ქვეტყე – მერქნიან და ბუჩქოვან მცენარეთა სახეობების ერთობლიობა, რომლებიც არ ქმნიან და არსებულ პირობებში ვერ შექმნიან კორომის ზედა საბურველს;

ყ) სერტიფიცირება – კომპეტენტური ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის, მისი რესურსების, ტყის დაცვის ღონისძიებების და სხვათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარება;

შ) ხე - ტყე საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი ;

) სოციალური ჭრა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში არაკომერციული მიზნით, მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით უზრუნველყოფის თვის შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება;

) მრგვალი ხე - ტყე (მორი ) ხე - ტყის დამზადების შედეგად (მათ შორის , მოთხრილ - მოტეხილი სგან ) მიღებული , 12 სმ - ზე მეტი (წვრილი ბოლოდან ) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი ;

ძ) ხე-ტყის მარკირება – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის საშუალებით აღრიცხვა;

) სპეციალური ფირნიში ფირნიში, რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე - ტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში; 

სახერხი საამქრო − მრგვალი ხე-ტყის (მორისპირველადი გადამამუშავებელი ობიექტი;

ხ) საკონტროლო ფირნიში − სპეციალური ფირნიშის განუყოფელი ნაწილი, რომელიც სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების შემდეგ აღრიცხვა-ანგარიშგების მიზნით, დადგენილი წესით უნდა წარედგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომ – დეპარტამენტი).

საქართველოს 20 10 წლის 8 აპრილ ის კანონი № 2919 - სსმ I, 21 , 22 . 04 .20 10 წ., მუხ. 119

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4677 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №465 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1672   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6935 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი II. სატყეო ურთიერთობების ობიექტები და სუბიექტები

    მუხლი 6. სატყეო ურთიერთობების ობიექტები

სატყეო ურთიერთობების ობიექტებია საქართველოს ტყის ფონდი და მისი რესურსები.

    მუხლი 7. სახელმწიფო, როგორც სატყეო ურთიერთობების სუბიექტი

1. საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს სახელით მონაწილეობენ სამინისტრო, დეპარტამენტი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომ – ეროვნული სატყეო სააგენტო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომ –  დაცული ტერიტორიების სააგენტო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.

2. სახელმწიფო ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს სახელით მონაწილე ორგანოების უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4418-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4949 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №465 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 8. სატყეო ურთიერთობების სხვა სუბიექტები

სატყეო ურთიერთობების სხვა სუბიექტები არიან საქართველოს ტყის ფონდის მესაკუთრე, საქართველოს საპატრიარქო და ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც სარგებლობენ საქართველოს ტყის ფონდითა და მისი რესურსებით ან ახორციელებენ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს.

 

თავი III. საქართველოს ტყეებზე საკუთრების უფლება

    მუხლი 9. საქართველოს ტყეებზე საკუთრების უფლება

1. საქართველოს ტყის ფონდის მესაკუთრე შეიძლება იყოს სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქო, აგრეთვე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.

2. საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდი არის სახელმწიფოს საკუთრება და მისი განსახელმწიფოებრივების წესი დგინდება“საქართველოს ტყეების განსახელმწიფოებრივების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. სახელმწიფო ტყის ფონდი და მისი რესურსები (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კერძო საკუთრებაში გადაცემული ტყეების გარდა) გაიცემა ფლობისა და სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 10. ტყის მესაკუთრე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ზოგადი უფლება-მოვალეობები

1. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, როგორც ტყის მესაკუთრეების, ზოგადი უფლება-მოვალეობებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მათ საკუთრებაში არსებული ტყით;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთონ მათ საკუთრებაში არსებული ტყის ან მისი ნაწილის უკანონო მფლობელობა ან გამოყენება და ზიანის მიყენების შემთხვევაში მოითხოვონ მისი ანაზღაურება;

გ) სატყეო მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებით იყოლიონ სპეციალისტები, კონსულტანტები და სხვა პერსონალი, მათ შორის, ტყის დაცვის მუშაკები იმ რაოდენობით, რომლის მინიმუმსაც ადგენს საქართველოს კანონმდებლობა;

დ) მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომები მავნებლების, დაავადებების, ხანძრებისა და ტყეზე ყველა სხვა მავნე გავლენის მქონე ფაქტორების აღკვეთის ან ლიკვიდაციის მიზნით;

ე) განკარგონ მათ საკუთრებაში არსებული ტყე ამ კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს დადგენილი წესით წარუდგინონ მათ საკუთრებაში არსებული ტყეების საერთო მდგომარეობის ამსახველი და სხვა აუცილებელი სტატისტიკური მონაცემები;

ზ) უზრუნველყონ ტყეებში რაციონალური მეურნეობის წარმოება;

თ) უზრუნველყონ სახელმწიფოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ მუშაკთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აუცილებელი პირობები, წარუდგინონ მათ სატყეო მეურნეობის შესახებ ყველა საჭირო დოკუმენტი და შეასრულონ მათი კანონიერი მითითებები და მოთხოვნები.

2. საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე საქართველოს საპატრიარქოს უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის დადებული ხელშეკრულებით.

 

კარი II. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა

თავი IV. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ზოგადი საფუძვლები

    მუხლი 11. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში

სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება;

ბ) სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში საქმიანობის კოორდინირება;

გ) საქართველოს ტყეების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და ტყის რესურსებით სარგებლობის ორგანიზება და რეგულირება, სახელმწიფო კონტროლი და მის განსახორციელებლად სპეციალური უფლებამოსილების მინიჭება, ტყის რესურსებით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტების გაცემის წესის დადგენა;

დ) ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის, აგრეთვე ტყის რესურსების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესების დადგენა;

ე) სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და დაფინანსება;

ვ) ეკოლოგიური კატასტროფებით, ეპიდემიებით და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა;

ზ) საქართველოს წითელი ნუსხის წარმოება;

თ) საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვისა და სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის ორგანიზება, ტყის მონიტორინგისა და სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრის წარმოების წესის დადგენა;

ი) ტყეების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და ტყის რესურსებით სარგებლობის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება;

კ) ტყეების დასაცავად ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებების გამოყენების კონტროლი;

ლ) ტყითსარგებლობის წესების დადგენა;

მ) ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაფინანსება და ამ მიზნით გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი;

ნ) ტყითსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესების დადგენა.

საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2325  –  ვებგვერდი, 11.05.2018წ.

    მუხლი 12. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში

სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ტყეების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და ტყის რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

ბ) ტყეების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და ტყის რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე ადგილობრივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

გ) ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაფინანსებაში მონაწილეობა და მათ მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი;

დ) ამ კოდექსით დადგენილი წესით ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემა და ხელშეკრულების დადება;

ე) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისთვის ტყითსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე წინადადებების წარდგენა;

ვ) სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების შეცვლის თაობაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის წინადადებების წარდგენა.

    მუხლი 13. მუნიციპალიტეტების კომპეტენცია ადგილობრივი ტყის ფონდის მართვის სფეროში

ადგილობრივი ტყის ფონდის მართვის სფეროში მუნიციპალიტეტების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ტყეების მოვლის, დაცვის, აღდგენისა და ტყის ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებაში მონაწილეობა და მათ მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი;

დ) ადგილობრივი ტყის ფონდით სარგებლობის მიზნით ტყით სარგებლობის ბილეთის გაცემა;

ე) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის ტყით სარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ წინადადებების წარდგენა;

ვ) სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების უზრუნველყოფა;

თ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადებების წარდგენა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6935 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი V. სახელმწიფო ტყის ფონდის ინსტიტუციური მართვა

    მუხლი 14. სახელმწიფო ტყის ფონდის ინსტიტუციური მართვის მიხედვით დაყოფა

სახელმწიფო ტყის ფონდი ინსტიტუციური მართვის მიხედვით იყოფა:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიებად, რომლებიც მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებში არსებულ და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ ტერიტორიებს;

ბ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდად, რომელიც მოიცავს ადგილობრივ ტყის ფონდსაც.

    მუხლი 15. სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების და მათი რესურსების მართვა

სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიებს და მათ რესურსებს მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

      მუხლი 16. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა

1. სახელმწიფო ტყის ფონდს (ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდის გარდა) ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში მართავს ეროვნული სატყეო სააგენტო.

2. ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მეშვეობით მართავს მუნიციპალიტეტი.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებულ ტყის ფონდს მართავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1465 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.99

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4418-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №465 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4147 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6935 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

     მუხლი 17. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის მართვა

1. მიჩენილია სახელმწიფო ტყის ფონდის უბანი, რომელსაც, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილ შესაბამის ორგანოსთან ერთად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მართავს საქართველოს საპატრიარქო ან სახელმწიფო დაწესებულება.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანს გამოყოფს და საქართველოს საპატრიარქოს ან ამ უბნის მართვით დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილებას ადგენს საქართველოს მთავრობა დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულების ან/და ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს მოტივირებული წინადადების საფუძველზე.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე შეიძლება შეიზღუდოს ან მთლიანად აიკრძალოს ტყითსარგებლობა და მოქალაქეთა ტყეში ყოფნა, თუ ეს მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზანთან შეუთავსებელია. 

4. სატყეო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით მიჩენილ უბანს მართავს ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით.

5. მიჩენილი უბნის გამოყენება იმ პირის მიერ, ვისთვისაც გადაცემულია ეს უბანი, დაიშვება მხოლოდ მიჩენის მიზნისა და სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენისა და მოვლის ღონისძიებების განსახორციელებლად.

6. (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4418-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1031 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

 

თავი VI. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენა და დაყოფა

    მუხლი 18. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენა

1. (ამოღებულია).

2. (ამოღებულია).

3. სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების საზღვრები დგინდება საქართველოს კანონით.

4. საზღვრის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1465 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.99

საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2919 - სსმ I, №21, 22.04.2010 წ., მუხ.119

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4418-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 19. სახელმწიფო ტყის ფონდის დაყოფა

1. სახელმწიფო ტყის ფონდი იყოფა:

ა) ტყით დაფარულ ტერიტორიად;

ბ) ტყით დაუფარავ ტერიტორიად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტერიტორიები დგინდება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესით“, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1412 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.156

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი VII. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 20. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 21. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    უხლი 22. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი VIII. ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის სისტემა

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 23. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვა

1. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვა მოიცავს:

ა) ტყეების მდგომარეობის, მათი სახეობრივი შემადგენლობისა და ხნოვანებითი სტრუქტურის დადგენას, რესურსების რაოდენობრივ და ხარისხობრივ შეფასებას;

ბ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი და იშვიათი, რელიქტური, ენდემური, შეზღუდული გავრცელების არეალის მქონე მცენარეების გამოვლენას;

გ) სახელმწიფო ტყის ფონდის ბიოლოგიურ, პათოლოგიურ და სხვა გამოკვლევებს.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვას თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე ახორციელებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები. მათთან შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვა შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური ან იურიდიული პირის სახსრებით.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესი განისაზღვრება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესით.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

მუხლი 231. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა 

1. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის მიზანია საქართველოს ტყეებისა და მათი რესურსების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, ტყეების მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი და ტყეებთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ საერთაშორისო ანგარიშგება.

2. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მიუხედავად ტერიტორიის საკუთრებისა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის საკუთრებასა და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, შეიძლება განახორციელოს სამინისტრომ ტერიტორიის მესაკუთრესთან შეთანხმებით.

3. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური ან იურიდიული პირის სახსრებით.

4. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის წესი განისაზღვრება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესით“.

  საქართველოს 2018 წლის 4  მაისის  კანონი №2325  –  ვებგვერდი, 11.05.2018წ.

    მუხლი 24. სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის დაგეგმვა

1. სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის დაგეგმვა ხორციელდება ტყის აღრიცხვისა და ტყის მონიტორინგის საფუძველზე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის დაგეგმვა მოიცავს:

ა) 30 გრადუსიდან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ტყითსარგებლობის აუცილებელი მოთხოვნების დადგენას;

ბ) სახელმწიფო ტყის ფონდის იმ უბნების დადგენას, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს მთავარი სარგებლობის, სპეციალური, სოციალური და მოვლითი ჭრები;

გ) ტყის მოვლის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს;

დ) გასატარებელი ღონისძიებების სახეების, მოცულობებისა და მეთოდების განსაზღვრას;

ე) ტყითსარგებლობის უბნების დადგენას და შესაძლო მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობრივ და ხარისხობრივ შეფასებას.

3. სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის დაგეგმვის შედეგად დგება ტყის მართვის ან ტყითსარგებლობის 10-წლიანი გეგმა.

4. ტყის მართვის გეგმას თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე ადგენენ ამ კოდექსის მე-16 მუხლით უფლებამოსილი ორგანოები, ხოლო ტყითსარგებლობის გეგმას ადგენს ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი.

5. ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების შედგენის წესი განისაზღვრება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესით .

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 25. სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგი

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგი არის სახელმწიფო ტყის ფონდის შეფასების, მისი მდგომარეობის დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვების, ანალიზისა და პროგნოზირების სისტემა.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგის მასალები აისახება ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმებში.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს).

4. სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე ახორციელებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები, აგრეთვე ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი.

5. სახელმწიფო ტყის ფონდის მონიტორინგის წესი განისაზღვრება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესით“.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 26. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 27. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2374 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.130

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 28. (ამოღებულია)

საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონი №2295 - სსმ I, №45, 21.12.2009 წ., მუხ.326

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 29. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 30. (ამოღებულია)

საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონი №2295 - სსმ I, №45, 21.12.2009 წ., მუხ.326

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი IX. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვა

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 31. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის განსაკუთრებული მოთხოვნები

ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირებისაკენ, დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1465 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.99

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1939 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.244

საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2919 - სსმ I, №21, 22.04.2010 წ., მუხ.119

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 32. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 33. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა

1. აუცილებლობის შემთხვევაში ან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა შეიძლება საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

2. სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლებას სახელმწიფო ტყის ფონდში და დაცულ ტერიტორიებზე იქ, სადაც დაშვებულია სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობა, ანიჭებს სამინისტრო დაინტერესებულ პირებთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ კოდექსის 31- მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

3. გადაწყვეტილებას ამ კოდექსის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 69-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გაცემისა და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე იღებს საქართველოს მთავრობა ამავე კოდექსის 31-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

4. სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულების მიწებზე სატყეო-სამეურნეო სამუშაოებს მართავს ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანო, ხოლო სპეციალური მიზნით – ტყითმოსარგებლე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

5. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის სამართლებრივი მოთხოვნები განისაზღვრება „ტყითსარგებლობის წესით“.

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1465 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.99

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1939 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.244

საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2919 - სსმ I, №21, 22.04.2010 წ., მუხ.119

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4418-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №465 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

     მუხლი 34. სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სამეურნეო მიზნით გამოყოფა

1. სანერგეების მოწყობის, ტყის კულტურების, ბაღებისა და პლანტაციების გაშენების, სატყეო-სამეურნეო გზების მშენებლობისა და სხვა სამეურნეო მიზნით სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების გამოყოფა ხორციელდება ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი X. მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაში მონაწილეობა

    მუხლი 35. მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაში მონაწილეობა

1. მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ:

ა) მიიღონ სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდის მდგომარეობის შესახებ;

ბ) მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის დაგეგმვის ყველა ღონისძიებაში ნებისმიერ ეტაპზე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისას გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა წესრიგდება იმავე კოდექსის შესაბამისად.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე სახელმწიფო ორგანო იწყებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის წინასწარ შერჩეული სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობების ადგილმდებარეობისა და მოსაჭრელი მერქნული რესურსების რაოდენობის განსა­ზღვრის შესახებ; აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე სახელმწიფო ორგანოს ვებგვერდზე.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

საქართველოს 2017 წლის  1   ივნისის   კანონი №900  - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

    მუხლი 36. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების პასუხისმგებლობა

1. ამ კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოები უზრუნველყოფენ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების განხილვას.

2. ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები, ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნების გარდა, აგრეთვე უზრუნველყოფენ:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის მდგომარეობის შესახებ სხვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა;

ბ) ტყისა და მისი რესურსების მნიშვნელობის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

არი III ტყის დაცვა

თავი XI. საქართველოს ტყის ფონდის დაცვის ზოგადი საფუძვლები

    მუხლი 37. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკური დაცვა

1. სახელმწიფო ტყის ფონდის ფიზიკური დაცვა გულისხმობს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მართვის ორგანოს სამოქმედო ტერიტორიისა) ფიზიკურ დაცვას უკანონო ტყითსარგებლობისაგან და ტყის რესურსების დატაცებისაგან.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკური დაცვის ღონისძიებები იგეგმება სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვისა და მონიტორინგის საფუძველზე.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკური დაცვის ღონისძიებებს გეგმავენ და ახორციელებენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 მუხლითა და მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით უფლებამოსილი ორგანოები ან მათი ზედამხედველობით – ფიზიკური პირები ან იურიდიული პირები.

4. აკრძალულია ხე-ტყის პირველადი გადამუშავება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4147 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 371. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3518 - სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.263

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4147 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 38. სახელმწიფო ტყის ფონდის დაცვის რეჟიმი

1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მდგომარეობის, მისი ბიომრავალფეროვნების, ხელუხლებელი ტყეების თვითმყოფადობის შენარჩუნების, მცენარეთა რელიქტური, ენდემური და სხვა ძვირფასი სახეობების დაცვის მიზნით, ტყის პრიორიტეტული ფუნქციური დანიშნულების, ისტორიული, კულტურული და სხვა ღირებულებების მიხედვით დგინდება სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის დაცვის საერთო ან განსაკუთრებული რეჟიმი.

2. საქართველოს დაცული ტერიტორიების დაცვის რეჟიმი დგინდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონით.

    მუხლი 39. დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი

1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სადაც მოქმედებს დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი, აკრძალულია მთავარი სარგებლობის ჭრების განხორციელება.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმს ადგენენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები.

3. ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის დადგენისა და ამ რეჟიმში ღონისძიებების განხორციელების წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესით“, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №749 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.11

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4418-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №465 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

     მუხლი 40. დაცვის საერთო რეჟიმი

სახელმწიფო სამეურნეო ტყეებსა და მიწებზე, სადაც მოქმედებს დაცვის საერთო რეჟიმი, ვრცელდება ამ კოდექსით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები.

    მუხლი 41. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 42. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2374 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.130

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 43. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი XII. ტყის დაცვა

    მუხლი 44. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 45. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 46. ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვა

ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ” საერთაშორისო კონვენციისა და საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის პრინციპებს. ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზანია ბიოსფეროს სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობების შენარჩუნება და გაუმჯობესება.

    მუხლი 47. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 48. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 49. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

კარი IV. ტყითსარგებლობა

თავი XIII. ტყითსარგებლობის სისტემა

    მუხლი 50. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 51. ტყითსარგებლობის სახეები

1. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე შეიძლება განხორციელდეს ტყითსარგებლობის შემდეგი სახეები:

ა) ხე-ტყის დამზადება;

ბ) სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოება;

გ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების (თესლის, ნაყოფის, ძირკვის, ლაფნის, ფიჩხის, ნეკერის და სხვა) დამზადება;

დ) ტყის არამერქნული რესურსებით (სოკოებით, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეულით, სხვა ბალახეული, ბუჩქოვანი მცენარეებითა და მათი პროდუქტებით) სარგებლობა;

ე) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;

ვ) სპეციალური და მიჩენის მიზნით სარგებლობა;

ზ) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით სარგებლობა;

თ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა;

ი) სამონადირეო მეურნეობის მოწყობა;

კ) თევზის მეურნეობის მოწყობა;

ლ) ნადირობა;

მ) სახელმწიფო ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა;

ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;

ო) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა;

პ) „ტყითსარგებლობის წესით“ განსაზღვრული სხვა საქმიანობა.

2. დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყითსარგებლობის რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელება.

3. დაუშვებელია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ერთსა და იმავე ადგილზე ერთი და იმავე შინაარსის ან/და ისეთი ტყითსარგებლობის უფლების მინიჭება, რომელიც არსობრივად ხელს უშლის ლიცენზიით განსაზღვრული ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებას.

4. ამ კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საპატრიარქოს უფლება აქვს, სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია გამოიყენოს სასულიერო, სარიტუალო ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა მიზნით.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 52. ტყითსარგებლობის ვადები

საქართველოს ტყის ფონდი გაიცემა მოკლევადიანი (1 წლამდე, მათ შორის, სეზონური) და გრძელვადიანი (49 წლამდე) სარგებლობისათვის. გრძელვადიანი სარგებლობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვადაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს ტყის ფონდით სარგებლობის ვადა.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4677 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 53. ტყითსარგებლობის უფლება და მისი განხორციელება

1. ტყითსარგებლობა ხორციელდება ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიით (შემდგომში – გენერალური ლიცენზია), სამონადირეო მეურნეობისა და ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიებით (შემდგომში – სპეციალური ლიცენზია) და ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. ლიცენზირებას არ ექვემდებარება:

ა) სოციალური ჭრების განხორციელება;

ბ) სპეციალური ჭრების განხორციელება;

გ) მოვლითი ჭრების განხორციელება.

3. ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 51- მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყითსარგებლობის სახეებიტყითსარგებლობის წესისშესაბამისად შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე:

ა) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით;

ბ) ხე-ტყის დამზადების ბილეთით;

გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთით.

4. (ამოღებულია – 25.03.2013, №465).

5. (ამოღებულია – 25.03.2013, №465).

6. ნადირობის ობიექტებისათვის მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალს „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4418-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №465 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1672   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 54. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი XIV. ტყითსარგებლობის უფლების მოპოვება

    მუხლი 55. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 56. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 57. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №446 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.131

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 58. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №446 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.131

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 59. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №446 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.131

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 60. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 61. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 62. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 63. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 64. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 65. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 66. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 67. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი XV. ხე-ტყის დამზადება

    მუხლი 68. ხე-ტყის დამზადება

1. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების მიზნით ხორციელდება მთავარი სარგებლობისა და გავლითი ჭრები, თუ უზრუნველყოფილია მერქნის თანაბარი და უწყვეტი მოპოვების პირობები ტყის სასარგებლო ბუნებრივი თვისებებისათვის ზიანის მიუყენებლად.

2. ხე-ტყის დამზადების მიზნით შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე გაწმენდითი, გამოხშირვითი, სარეკონსტრუქციო, სანიტარიული, სოციალური და სპეციალური ჭრები.

3. მთავარი სარგებლობის, გაწმენდითი, გამოხშირვითი, სარეკონსტრუქციო, სანიტარიული, გავლითი, სოციალური და სპეციალური ჭრები ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესით“ დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად.

4. საქართველოს ტყეებში ხე-ტყის დამზადება ხორციელდება 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.

5. სპეციალური ჭრების განხორციელების შემთხვევაში 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის დამზადება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისას.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1939 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.244

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 69. სახელმწიფო ტყის ფონდის 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ტყითსარგებლობის განხორციელების სპეციალური მოთხოვნები

1. სახელმწიფო ტყის ფონდის 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის დამზადება დაიშვება მხოლოდ:

ა) წინასწარი სპეციალური გამოკვლევის შემდეგ;

ბ) საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით, ხოლო მოვლითი ჭრების განხორციელება – აგრეთვე ცოცხალი გამწევი ძალით;

გ) ხე-ტყის დამზადების პარალელურად ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის 30 გრადუსიდან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის დამზადების სხვა აუცილებელი მოთხოვნები დგინდება აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალების საფუძველზე და მათი შესრულება სავალდებულოა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტითა და მე -2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები არ ვრცელდება განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისას სპეციალური ჭრების განხორციელების შემთხვევაში .

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1939 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.244

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 70. მთავარი სარგებლობის ჭრა

1. მთავარი სარგებლობის ჭრა ხორციელდება მერქნის მიღების მიზნით მხოლოდ ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ ტყეებში, ჭალის ტყეების გარდა.

2. მთავარი სარგებლობის ჭრის სახეებია:

ა) პირწმინდა ჭრა;

ბ) თანდათანობითი ჭრა;

გ) ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა;

დ) ნებით-ამორჩევითი ჭრა.

3. პირწმინდა ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული ხეების რბილმერქნიან სახეობათა ერთდროული (პირწმინდა) მოჭრა, გარდა 20 წლამდე ასაკის მოზარდი ხეებისა და ხორციელდება მხოლოდ ვაკე რელიეფის, ნოლიდან 5 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.

4. თანდათანობითი ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ჭრების განხორციელება ხანგრძლივი პერიოდის (30-40 წლის) განმავლობაში და გულისხმობს ამ პერიოდში ტყის საბურველის თანდათანობით და თანაბრად შეთხელებას. თანდათანობითი ჭრა ხორციელდება 20 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.

5. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდის (20-40 წლის) განმავლობაში ამ უბნის ცალკეულ მცირე მონაკვეთებზე პირწმინდა ჭრა.

6. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრის განსახორციელებლად მცირე მონაკვეთების შერჩევის და მათი გაფართოების ძირითადი პრინციპია ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე მათი თანაბარი განაწილება და ტყის ბუნებრივი განახლებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა ხორციელდება 20 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.

7. ნებით-ამორჩევითი ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული მწიფე და მწიფეზე უხნესი, აგრეთვე სატყეო-სამეურნეო თვალსაზრისით მიზანშეწონილი სხვა ხეების თანდათანობით და მთელ უბანზე გადაანგარიშებით თანაბარი ჭრა.

    მუხლი 71. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 72. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 73. ტყეკაფი

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ჭრები ხორციელდება მხოლოდ გამოყოფილ ტყეკაფზე.

2. ტყეკაფის გამოყოფის წესი და პირობები დგინდება „ტყითსარგებლობის წესით“.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №899 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.46

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 74. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

თავი XVI. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 75. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 76. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი XVII. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 77. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 78. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი XVIII. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 79. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი XIX.  (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 80. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 81. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი XX. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 82. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

 

თავი XXI. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 83. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 84. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი XXII. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 85. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

თავი XXIII.(ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 86. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 87. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი XXIV. მოსახლეობის ტყეში ყოფნა

    მუხლი 88. მოსახლეობის ტყეში ყოფნა

1. მოსახლეობის ტყეში ყოფნა ტყითსარგებლობად არ ითვლება.

2. ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ტყის ბუნებრივი გარემოთი.

3. მოსახლეობას უფლება აქვს:

ა) იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ბ) პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები;

გ) ტყის ბუნებრივი თვისებები გამოიყენოს დასვენების, ტურიზმისა და ესთეტიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით.

4. მოსახლეობა ვალდებულია:

ა) გაუფრთხილდეს ტყეს და დაიცვას მისი სიმდიდრე;

ბ) დაიცვას ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესები, არ დაუშვას ხეებისა და ბუჩქნარების მტვრევა და გაჩეხვა, ტყის კულტურების დაზიანება, ტყის დანაგვიანება და სხვა ისეთი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს ბუნებრივ გარემოს.

5. მოსახლეობის ტყეში ყოფნა, მის მიერ ტყის არამერქნული რესურსების შეგროვება და სახელმწიფო ტყის ფონდთან დაკავშირებული მისი სხვა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოების, აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოების მიერ ამ კოდექსით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

თავი XXV. ტყითსარგებლობის ზოგიერთი თავისებურება

    მუხლი 89. ტყითსარგებლობის თავისებურება სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში

ტყითსარგებლობა სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში ხორციელდება ამ კოდექსის და „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 90. ტყითსარგებლობა წყალდაცვით ზოლში

ტყითსარგებლობა წყალდაცვით ზოლში ხორციელდება „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

თავი XXVI. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 91. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 92. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი XXVII. მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოძრაობისა და პირველადი გადამუშავების ზოგადი მოთხოვნები

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4677 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 93. მრგვალი ხე - ტყის (მორის ) მოძრაობისა და პირველადი გადამუშავების ზოგადი მოთხოვნები

1. ხე-ტყის მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხეტყეზე შესაბამისი ხეტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო.

3. იმ ხე-ტყის ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში არ აქვს შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, აგრეთვე იმ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელიც დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, ასევე მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნებისმიერი ფორმით გასხვისება .

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4677 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №465 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. 

საქართველოს 2013 წლის 19 აპრილის კანონი №567 – ვებგვერდი, 08.05.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1672   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6935 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

    მუხლი 931. მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა

საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყით სარგებლობასთან, ხე-ტყის მოძრაობასთან და პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით იქმნება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა, რომლის წარმოების ინსტრუქციას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემას აწარმოებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული საქართველოს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოები, აგრეთვე სხვა შესაბამისი პირები მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №465 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1672   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

     მუხლი 94. ტყის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება

1. დასაშვებია ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ტყის, მისი რესურსებისა და საქართველოს ტყის ფონდის მართვის ღონისძიებების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება.

2. ტყის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების წესი განისაზღვრება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

კარი V. ტყის აღდგენა და მოვლა

თავი XXVIII. ტყის აღდგენა

    მუხლი 95. საქართველოს ტყის ფონდის აღდგენა და მისი მიზანი

1. საქართველოს ტყის ფონდის აღდგენა არის სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მრავალწლიანი ციკლი, რომლის მიზანია ტყის ფონდის ტყით დაუფარავ ფართობებზე და დაბალი სიხშირის კორომებში ტყის აღდგენა და გაშენება.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენის ღონისძიებებს, არსებული საშუალებების გათვალისწინებით, ტყის ფონდის აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სხვა სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე გეგმავენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები.

3. საქართველოს ტყის ფონდის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები ხორციელდება ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც ზიანს არ აყენებს გარემოს.

4. ტყის აღდგენის ღონისძიებებია:

ა) ქვეტყის გამოხშირვა ან მთლიანად მოცილება, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით ჭრაგავლილი უბნების, ტყისპირისა და სუბალპური მეჩხერი ტყეების მოვლა, დაცვა და გაწმენდა, დარგვა, თესვა;

ბ) ღონისძიებები, რომელთა მიზანია მეჩხერი ტყეების სახეობრივი შემადგენლობის, ხნოვანებითი სტრუქტურის, ხარისხის, პროდუქტიულობის, დაცვითი და სხვა სასარგებლო ფუნქციების გაუმჯობესება.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 96. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი XXIX. ტყის მოვლა

    მუხლი 97. ტყის მოვლა და მისი მიზანი

1. ტყის მოვლა არის ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია:

ა) საქართველოს ტყეებში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება, ტყეების ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, მდგრადი და მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბება;

ბ) ნიადაგის ნაყოფიერების ზრდა, წყლითა და ქარით გამოწვეული ნიადაგის ეროზიის, დაჭაობების, დამლაშების, ღვარცოფების, თოვლის ზვავებისა და სხვა ისეთი პროცესების თავიდან აცილება, რომლებიც აუარესებს ნიადაგის მდგომარეობას;

გ) ხელუხლებელი ტყეების თვითმყოფადობის შენარჩუნება, მცენარეთა რელიქტური, ენდემური და სხვა ძვირფასი სახეობების დაცვა;

დ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება;

ე) ენტომომავნებლებთან და ფიტოდაავადებებთან ბრძოლა, აგრეთვე ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ქმედებების განხორციელება.

2. ტყის მოვლის ღონისძიებებია:

ა) ტყის ბიოლოგიური, ქიმიური და სელექციური საშუალებებით დაცვა;

ბ) ტყეების პათოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე ტყის დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან;

გ) მოვლითი ჭრების განხორციელება;

დ) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება;

ე) ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა.

3. ტყის მოვლის ღონისძიებები იგეგმება აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სხვა სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე.

4. ტყის მოვლის ღონისძიებებს ახორციელებენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები, აგრეთვე მათთან შეთანხმებით – ფიზიკური და იურიდიული პირები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიას ხანძარსაშიში უბნის სტატუსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) შეთანხმებით ანიჭებს ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი ორგანო აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალების საფუძველზე.

6. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახელმწიფო ტყის ფონდის შესაბამისი უბნის მართვის უფლების მქონე ორგანოსა და ტყითმოსარგებლის მონაწილეობით.

7. ტყის მოვლის მიზნით ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებების გამოყენების უფლებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანიჭებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები.

8. ტყის ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით დაცვის ზედამხედველობასა და კონტროლს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე ახორციელებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით უფლებამოსილი ორგანოები.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

საქართველოს 2018 წლის 27  ივნისის  კანონი №2633  –  ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4102 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

    მუხლი 98. ტყის სუბალპური ზოლის მოვლა და დაცვა

1. ტყის სუბალპურ ზოლში აკრძალულია ხე-ტყის დამზადება, გარდა მავნებლებით დასახლებული ზეხმელი ხეების მოჭრისა და მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყის დამზადებისა.

2. ტყის სუბალპური ზოლის მოვლის ღონისძიებაა ტყის აღდგენა ბუნებრივი განახლების ხელშეწყობით.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი XXX. მოვლითი ჭრა

    მუხლი 99. მოვლითი ჭრის სახეები

კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით განისაზღვრება მოვლითი ჭრის შემდეგი სახეები:

ა) განათებითი;

ბ) გაწმენდითი;

გ) გამოხშირვითი;

დ) გავლითი;

ე) სანიტარიული;

ვ) სარეკონსტრუქციო.

    მუხლი 100. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 101. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 102. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 103. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 104. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 105. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 106. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

თავი XXXI. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 107. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №899 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.46

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

კარი VI. საქართველოს ტყისა და ტყის კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

თავი XXXII.  საქართველოს ტყისა და ტყის კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა

    მუხლი 108. საქართველოს ტყისა და ტყის კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლი

ტყეების მდგომარეობის, სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გაშენების, აგრეთვე ტყითსარგებლობის სახელმწიფო კონტროლს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებები.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4418-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4655-ვებგვერდი,13.05.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №465 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

      მუხლი 109. ტყის დაცვის მუშაკის სტატუსი

1. ტყის დაცვის მუშაკი ატარებს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს შესაბამისი თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნებით, რომელთა ნიმუშებსა და გამოყენების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

11. ტყის დაცვის მუშაკის თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებსა და გამოყენების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ტყის დაცვის მუშაკს უფლება აქვს:

ა) აღკვეთოს და აიცილოს ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევები;

ბ) შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირების ტყითსარგებლობის დოკუმენტები;

გ) შეადგინოს ოქმი საქართველოს ტყის კანონმდებლობის დარღვევების შესახებ;

დ) ტყის პროდუქტების მოპოვების კანონიერების დადგენის მიზნით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალებები და მოახდინოს მათი დათვალიერება;

ე) ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს ხე-ტყისა და ტყის სხვა რესურსების ჩამორთმევა ტრანსპორტირების, შენახვისა და პირველადი გადამუშავების ადგილებზე;

ვ) შეაჩეროს, შეწყვიტოს და აკრძალოს ტყითმოსარგებლეთა სამეურნეო ან სხვა საქმიანობა, თუ იგი არ შეესაბამება ტყითსარგებლობის დოკუმენტს;

ზ) ატაროს სამსახურებრივი საშტატო იარაღი;

თ) თუ პირი სადაოდ არ ხდის მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს, ნებაყოფლობით აანაზღაურებინოს სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანი.

3. ტყის დაცვის მუშაკი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს:

ა) ტყის მდგომარეობასა და მის არადანიშნულებისამებრ გამოყენებაზე;

ბ) საქართველოს ტყის კანონმდებლობის დარღვევაზე.

საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4333 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.

    მუხლი 110. ტყის დაცვის მუშაკთა სტიმულირება

1. ტყის დაცვის მუშაკთა სტიმულირების ღონისძიებებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „საქართველოს დამსახურებული მეტყევის“ წოდების მინიჭება;

ბ) ტყის დაცვის სფეროში 10 წლით და მეტი ვადით წარმატებით მუშაობისათვის სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოება.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

კარი VII. დავების გადაწყვეტა ტყის მოვლის, დაცვის, აღდგენის, გაშენების და გამოყენების სფეროში და პასუხისმგებლობა ტყის კანონმდებლობის დარღვევისათვის

თავი XXXIII. დავების გადაწყვეტა ტყის მოვლის, დაცვის, აღდგენის, გაშენების და გამოყენების სფეროში

    მუხლი 111. დავების გადაწყვეტა ტყის მოვლის, დაცვის, აღდგენის, გაშენების და გამოყენების სფეროში

ტყის მოვლასთან, დაცვასთან, აღდგენასთან, გაშენებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი XXXIV. პასუხისმგებლობა საქართველოს ტყის კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 112. პასუხისმგებლობა საქართველოს ტყის კოდექსის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა საქართველოს ტყის კოდექსის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 113. პასუხისმგებლობა საქართველოს ტყის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად გამოწვეული ზიანისათვის

1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, ამ კოდექსის 114-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვასთან ერთად, სრულად აანაზღაურონ ტყის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანი ან, შესაძლებლობის შემთხვევაში, აღადგინონ დაზიანებამდე არსებული მდგომარეობა.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 114. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

 

კარი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XXXV. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 115. (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №596 - სსმ I, №43, 01.12.2000 წ., მუხ.123

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1465 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.99

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 116. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები და გამოსაცემი ნორმატიული აქტები

ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით:

ა) (ამოღებულია);

ბ) (ამოღებულია);

გ) (ამოღებულია);

დ) (ამოღებულია).

ე) მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ე.ა) „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესი“;

ე.ბ) „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი“;

ე.გ) „ტყითსარგებლობის წესი“;

ე.დ) „ტყის მოვლისა და აღდგენის წესი“;

ე.ე) „საქართველოს დამსახურებული მეტყევის წოდების მინიჭების წესი“;

ვ) (ამოღებულია – 17.05.2011, №4677);

ზ) (ამოღებულია – 25.03.2013, №465).

საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1465 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.99

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4677 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №465 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 117. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მიღების/გამოცემის ვადები

ამ კოდექსის 116-ე მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს 2010 წლის 1 სექტემბრამდე;

ბ) „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.კ“ და „დ.ა“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კოდექსის 116-ე მუხლის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის მიღებამდე;

გ) „ბ.ე“, „გ.ბ“, „დ.ბ“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კოდექსის 116-ე მუხლის „ე.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის მიღებამდე;

დ) „ბ.ბ“, „ბ.ვ“, „ბ.ზ“, „ბ.თ“, „გ.ვ“, „დ.თ“, „დ.ი“, „დ.კ“, „დ.ლ“, „დ.მ“, „დ.ო“, „დ.პ“ და „დ.ჟ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კოდექსის 116-ე მუხლის „ე.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის მიღებამდე;

ე) „გ.ა“, „გ.გ“, „გ.დ“, „დ.დ“, „დ.ე“, „დ.ვ“, „დ.ზ“ და „დ.ნ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კოდექსის 116-ე მუხლის „ე.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის მიღებამდე;

ვ) „ბ.ი“ ქვეპუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კოდექსის 116-ე მუხლის „ე.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის მიღებამდე;

ზ) „დ.რ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კოდექსის 116-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის გამოცემამდე.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 118. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3346 - სსმ I, №39, 219.07.2010 წ., მუხ.236

    მუხლი 1181. ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა

2021 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით ხეტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6935 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი XXXVI. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 119. ნორმატიული აქტები, რომლებიც ძალას კარგავს საქართველოს ტყის კოდექსის ამოქმედებისთანავე

ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) 1978 წლის 21 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს ტყის კოდექსი;

ბ) „საქართველოს ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი.

    მუხლი 120. საქართველოს ტყის კოდექსის ამოქმედება

1. საქართველოს ტყის კოდექსი, მე-9 მუხლის პირველი ნაწილის გარდა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს „საქართველოს სახელმწიფო ტყის განსახელმწიფოებრივების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი

№2124-IIს

30. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6935-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 29. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5949-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 28. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4333-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 27. 26/12/2018 - საქართველოს კანონი - 4147-რს - ვებგვერდი, 31/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4102-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 25. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2633-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 24. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2325-IIს - ვებგვერდი, 11/05/2018 23. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1672-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 22. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 900-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 21. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1031-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 19/04/2013 - საქართველოს კანონი - 567-IIს - ვებგვერდი, 08/05/2013 19. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 465-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 18. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5201-IIს - ვებგვერდი, 111114040, 14/11/2011 17. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4949-რს - ვებგვერდი, 110713010, 13/07/2011 16. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4677-Iს - ვებგვერდი, 110601009, 01/06/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 05/05/2011 - საქართველოს კანონი - 4655-Iს - ვებგვერდი, 110513021, 13/05/2011 14. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4418-Iს - ვებგვერდი, 110317048, 17/03/2011 13. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3346 - სსმ, 39, 19/07/2010 12. 08/04/2010 - საქართველოს კანონი - 2919 - სსმ, 21, 22/04/2010 11. 11/12/2009 - საქართველოს კანონი - 2295 - სსმ, 45, 21/12/2009 10. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1939 - სსმ, 35, 19/11/2009 9. 16/07/2009 - საქართველოს კანონი - 1465 - სსმ, 20, 28/07/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 25/07/2006 - საქართველოს კანონი - 3518 - სსმ, 36, 04/08/2006 7. 22/04/2005 - საქართველოს კანონი - 1412 - სსმ, 22, 18/05/2005 6. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 899 - სსმ, 6, 19/01/2005 5. 16/09/2004 - საქართველოს კანონი - 446 - სსმ, 28, 07/10/2004 4. 06/06/2003 - საქართველოს კანონი - 2374 - სსმ, 19, 01/07/2003 3. 02/03/2001 - საქართველოს კანონი - 749 - სსმ, 6, 20/03/2001 2. 10/11/2000 - საქართველოს კანონი - 596 - სსმ, 43, 01/12/2000 1. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000