საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1031-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.017068
1031-Iს
06/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
390000000.05.001.017068
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილ უბანს გამოყოფს და საქართველოს საპატრიარქოს ან ამ უბნის მართვით დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილებას ადგენს საქართველოს მთავრობა დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულების ან/და ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს მოტივირებული წინადადების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1031-Iს