საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4102-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.019319
4102-რს
22/12/2018
ვებგვერდი, 28/12/2018
390000000.05.001.019319
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) 97-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიას ხანძარსაშიში უბნის სტატუსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) შეთანხმებით ანიჭებს ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი ორგანო აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალების საფუძველზე.

6. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახელმწიფო ტყის ფონდის შესაბამისი უბნის მართვის უფლების მქონე ორგანოსა და ტყითმოსარგებლის მონაწილეობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2018 წ.

N4102-რს