კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს ტყის კოდექსის მე-13 მუხლში და მთლიანად კანონში სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან. ასევე, დასაკონკრეტებელია, თუ, რომელ თვითმმართველობის ორგანოზეა (წარმომადგენლობითი თუ აღმასრულებელი ორგანო) საუბარი. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულს ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს ტყის კოდექსის მე-13 მუხლში და მთლიანად კანონში სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ ან "მუნიციპალიტეტის ორგანო" ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს“ ან "მუნიციპალიტეტის ორგანოს" ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან.