საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2919
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 22/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 390.000.000.05.001.003.981
  • Word
2919
08/04/2010
სსმ, 21, 22/04/2010
390.000.000.05.001.003.981
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-18 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობას სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ წინადადებას წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადება წარედგინება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც ამ წინადადებას ათანხმებს დაინტერესებულ უწყებებთან.“.

3. 31-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სათანადო კატეგორიას ანიჭებს ამ კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად.“.

4. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ტყესა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაინტერესებულ პირებთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 8 აპრილი.

№2919–Iს