დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4147-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 390000000.05.001.019386 |
|
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ტყის ფონდს (ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდის გარდა) ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში მართავს ეროვნული სატყეო სააგენტო.“. 2. 37-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ტყის ფონდის ფიზიკური დაცვა გულისხმობს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მართვის ორგანოს სამოქმედო ტერიტორიისა) ფიზიკურ დაცვას უკანონო ტყითსარგებლობისაგან და ტყის რესურსების დატაცებისაგან.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფიზიკური დაცვის ღონისძიებებს გეგმავენ და ახორციელებენ შესაბამისად ამ კოდექსის მე-15 მუხლითა და მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით უფლებამოსილი ორგანოები ან მათი ზედამხედველობით – ფიზიკური პირები ან იურიდიული პირები.“. 3. 371 მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ტყითსარგებლობის სახელმწიფო კონტროლის გამკაცრების მიზნით შესაბამის პროფესიულ საჯარო მოხელეთა დადგენილი წესით სამსახურში მიღებამდე აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 3 თვის ვადით (2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 აპრილამდე) უზრუნველყოს მისი მართვისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით არაუმეტეს 450 პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმება. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 26 დეკემბერი 2018 წ. N4147-რს |
დოკუმენტის კომენტარები